თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2015, 20:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4549,
კომენტარები: 11
"პირველი ადგილი შრომის შედეგია"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
შესანიშნავი კვირა!

სალამი ყველას.

ბედნიერი დღეები. ასეთი გრძნობა მთელი კვირის განმავლობაში არ მტოვებს, რადგან ბოლო დროს ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის. მხოლოდ სეზონის დასაწყისია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ ასეთი სასიხარულო მომენტით ტკბობა. თავდადებით შრომას გავაგრძელებთ, რათა წარმატებული სერია გავაგრძელოთ... როგორც ვხედავთ, ყოველდღიურ შრომას ნაყოფი მოაქვს და ყველა ჩვენგანის გამო გახარებული ვარ, რა თქმა უნდა. დიდი ხნის განმავლობაში ასეთი რამ აღარ გღირსებიათ და იმედი გვაქვს, თქვენს გახარებას გავაგრძელებთ.

როგორც იცით, შუა კვირაში სახლში "იპსვიჩი" დავამარცხეთ ლიგის თასზე და ამ ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ. სახლში ბედნიერი გავემგზავრე, რადგან გუნდი მატჩის წინ მოწინააღმდეგისადმი მაქსიმალური პატივისცემით იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში არ თამაშობდნენ და პირველივე წუთებიდან გამარჯვებაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. თავისი მშვენიერი გოლით ანდრეას პერეირამ ყველას აჩვენა, რამდენად ნიჭიერია. ძალიან სურს გაიზარდოს, როგორც ფეხბურთელი და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში დადებითი წვლილის შეტანას გააგრძელებს.

შაბათს, "სანდერლენდის" დამარცხებით ჩემპიონატში გამარჯვებების სერია სამ მატჩამდე გავზარდეთ. კარგი თამაში იყო და თითქმის ყოველთვის იქ ვიყავით, სადაც გვსურდა - მოწინააღმდეგის მოედნის ნახევარზე და გოლები გადამწყვეტ მომენტებში გავიტანეთ. პირადად მე სიამოვნებას ვიღებდი ფეხბურთისგან, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და გამიმართლა, რომ მიწურულს გავიტანე. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ სეზონის დასაწყისში და როგორც კი კვირა დასრულდება, მომდევნოს მოუთმენლად ველოდები, რათა მოვლენით სიხარული გავაგრძელო და ტურნირებში მონაწილეობა მივიღო...

ჩვენმა გამარჯვებამ და "სიტის" მარცხმა პირველ ადგილზე გადაგვიყვანა, რაც ჩემთვის სიახლეა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. პირველივე დღიდან იმედი მქონდა, რომ გუნდს ვნახავდი ადგილზე, რომელსაც წინა წლებში იკავებდა. ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია - თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ ახლა, სექტემბერში, ეს არაფერს ნიშნავს, თუ შრომას არ გავაგრძელებთ და ეს ვიცით. ამბიციები გვაქვს, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი და რთული გზაა.

უახლოეს დღეებში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ბრუნდება ჩემპიონთა ლიგა.

პირველი მატჩი - "ვოლფსბურგთან" სახლში. ვიცით, რომ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ ჯგუფში პსვ-სთან პირველ ტურში დამარცხების გამო. ეს რომ გავაკეთოთ, "ოლდ ტრაფორდის" იმედი გვაქვს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი ქომაგები ევროპის ტოპ-ტურნირზე დაბრუნებას იზეიმებენ. მათი მონაწილეობით რამდენიმე შეხვედრა ვიხილე და სახიფათო გუნდია ნიჭიერი ფეხბურთელებით, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ, მაგალითად შიურლე - ჩემი ყოფილი თანაგუნდელი. კევინ დე ბრიუინეს წასვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელეს, მაგალითად, იყიდეს დრაქსლერი და ძალიან მებრძოლი გუნდია...

კვირის ბოლოს სტუმრად "არსენალთან" გავემგზავრებით. მნიშვნელოვანი მატჩია, ეჭვი არ არსებობს და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა სანაკრებო მატჩებამდე პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. პირადად მე "ემირეიტსზე" თამაში მომწონს და დარწმუნებული ვარ, კარგი მატჩი იქნება... იმედი მაქვს, "იუნაიტედი" გაიმარჯვებს.

სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ამ კვირის კომენტარების გამო მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. იმედი მაქვს, ვიდეოები ჩემს YouTube არხზე საინტერესოა (მათი გადაღება კი მომწონს!). გმადლობთ, რომ ჩემ გვერდით ხართ კარგ და არცთუ კარგ მომენტებში. წარმატებულ კვირას გისურვებთ.

გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№1
ავტორი: GGMU1
28 სექტემბერი 2015 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მატააააააა love good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№2
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2015 20:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგაზე იმედია პირველ გამარჯვებას დადებენ, მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება. ვოლფსბურგი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და კარგი მატჩი გველის
0
№3
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2015 20:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სამი ქულის აღება კი არ გვჭირდება, გვევალდებულება ამ თამაშში. ძალიან გავირთულებთ მდგომარეობას რომ ვერ მოვიგოთ. უკიდურესობა არ იქნება, მაგრამ ახლა საქმის გართულებას მერე უარესები მოჰყვება სხვა ტურნირებზე. ვერ მოგების მაგალითი არც უნდა განიხილებოდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GGMU1
28 სექტემბერი 2015 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
რაკაია პირველ არხზე იქნება თამაში ოთხშაბათს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 სექტემბერი 2015 21:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მაგარი ძმა ხარ ხუანსიტოოო რაა...
ვოლსბურგთან იოლი მატჩი არ იქნება, უფრო სახიფათოდ შეგვიტევენ, ამიტომ დაცვა ყურადღებით უნდა იყოს.
საინტერესოა რა შემადგენლობას დააყენებს ლუი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2015 22:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
GGMU1,
ფუტბოლ 2 თუ გვაქვს, იქაც იქნება, უკეთესია კომენტატორები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Count Alucard
28 სექტემბერი 2015 22:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვლფსბურგთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოანია, თუ ვერ მოვიგეთ ჯგუფიდან გასვლის ძლიან დაბალი შანსი გვრჩება, იდეალური იქნება თუ ორივე მატჩს მოვიგებთ ამ კვირაში, მაგრამ არჩევანზე რომ იყოს მირჩევნია ვოლფსბურგს მოვუგოთ. არსენალთან ფრეც დამაკმაყოფილებელი იქნება.
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 სექტემბერი 2015 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ლიგაზე წარმატება აუცილებელია და ოთხშაბათს 3 ქულა უნდა ავიღოთ. მერე არსენალი მოდის და არც იქ იქნება ადვილი თამაში რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც არსენალია რაა. თუმცა ეხლა მარტო ვოლფსბურგთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ.
0
№9
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2015 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კარგი თამაშებიი ჩაატარეს ბიჭებმა და იმედია ამ თამაშსაც მოვიგებთ აუცილებელია რო მოვიგოთ
0
№10
ავტორი: chudikone
29 სექტემბერი 2015 09:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლიგაზე ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top