თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2015, 20:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4553,
კომენტარები: 11
"პირველი ადგილი შრომის შედეგია"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
შესანიშნავი კვირა!

სალამი ყველას.

ბედნიერი დღეები. ასეთი გრძნობა მთელი კვირის განმავლობაში არ მტოვებს, რადგან ბოლო დროს ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის. მხოლოდ სეზონის დასაწყისია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ ასეთი სასიხარულო მომენტით ტკბობა. თავდადებით შრომას გავაგრძელებთ, რათა წარმატებული სერია გავაგრძელოთ... როგორც ვხედავთ, ყოველდღიურ შრომას ნაყოფი მოაქვს და ყველა ჩვენგანის გამო გახარებული ვარ, რა თქმა უნდა. დიდი ხნის განმავლობაში ასეთი რამ აღარ გღირსებიათ და იმედი გვაქვს, თქვენს გახარებას გავაგრძელებთ.

როგორც იცით, შუა კვირაში სახლში "იპსვიჩი" დავამარცხეთ ლიგის თასზე და ამ ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ. სახლში ბედნიერი გავემგზავრე, რადგან გუნდი მატჩის წინ მოწინააღმდეგისადმი მაქსიმალური პატივისცემით იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში არ თამაშობდნენ და პირველივე წუთებიდან გამარჯვებაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. თავისი მშვენიერი გოლით ანდრეას პერეირამ ყველას აჩვენა, რამდენად ნიჭიერია. ძალიან სურს გაიზარდოს, როგორც ფეხბურთელი და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში დადებითი წვლილის შეტანას გააგრძელებს.

შაბათს, "სანდერლენდის" დამარცხებით ჩემპიონატში გამარჯვებების სერია სამ მატჩამდე გავზარდეთ. კარგი თამაში იყო და თითქმის ყოველთვის იქ ვიყავით, სადაც გვსურდა - მოწინააღმდეგის მოედნის ნახევარზე და გოლები გადამწყვეტ მომენტებში გავიტანეთ. პირადად მე სიამოვნებას ვიღებდი ფეხბურთისგან, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და გამიმართლა, რომ მიწურულს გავიტანე. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ სეზონის დასაწყისში და როგორც კი კვირა დასრულდება, მომდევნოს მოუთმენლად ველოდები, რათა მოვლენით სიხარული გავაგრძელო და ტურნირებში მონაწილეობა მივიღო...

ჩვენმა გამარჯვებამ და "სიტის" მარცხმა პირველ ადგილზე გადაგვიყვანა, რაც ჩემთვის სიახლეა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. პირველივე დღიდან იმედი მქონდა, რომ გუნდს ვნახავდი ადგილზე, რომელსაც წინა წლებში იკავებდა. ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია - თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ ახლა, სექტემბერში, ეს არაფერს ნიშნავს, თუ შრომას არ გავაგრძელებთ და ეს ვიცით. ამბიციები გვაქვს, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი და რთული გზაა.

უახლოეს დღეებში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ბრუნდება ჩემპიონთა ლიგა.

პირველი მატჩი - "ვოლფსბურგთან" სახლში. ვიცით, რომ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ ჯგუფში პსვ-სთან პირველ ტურში დამარცხების გამო. ეს რომ გავაკეთოთ, "ოლდ ტრაფორდის" იმედი გვაქვს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი ქომაგები ევროპის ტოპ-ტურნირზე დაბრუნებას იზეიმებენ. მათი მონაწილეობით რამდენიმე შეხვედრა ვიხილე და სახიფათო გუნდია ნიჭიერი ფეხბურთელებით, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ, მაგალითად შიურლე - ჩემი ყოფილი თანაგუნდელი. კევინ დე ბრიუინეს წასვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელეს, მაგალითად, იყიდეს დრაქსლერი და ძალიან მებრძოლი გუნდია...

კვირის ბოლოს სტუმრად "არსენალთან" გავემგზავრებით. მნიშვნელოვანი მატჩია, ეჭვი არ არსებობს და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა სანაკრებო მატჩებამდე პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. პირადად მე "ემირეიტსზე" თამაში მომწონს და დარწმუნებული ვარ, კარგი მატჩი იქნება... იმედი მაქვს, "იუნაიტედი" გაიმარჯვებს.

სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ამ კვირის კომენტარების გამო მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. იმედი მაქვს, ვიდეოები ჩემს YouTube არხზე საინტერესოა (მათი გადაღება კი მომწონს!). გმადლობთ, რომ ჩემ გვერდით ხართ კარგ და არცთუ კარგ მომენტებში. წარმატებულ კვირას გისურვებთ.

გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2015 11:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ორივე ძალიან სახიფათო და მნიშვნელოვანი მატჩია, სწორად აღნიშნა, რომ სანაკრებო შესვენებამდე უნდა პირველობა შევინარჩუნოთ. ვოლსბურგთან წესით არ უნდა გაგვიჭირდეს. სადაც ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერები (მოედნის ცენტრში) ისინი იქ ვერ არიან წელს, ძალიან სუსტად გამოიყურებიან და რაღაცნაირად ჩავარდნილია მათი ცენტრი. ცენტრისს უკმარისობით უნდა მოვუგოთ და მერე არსენალთან გვექნება სასიკვდილო თამაში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top