თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2015, 18:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2614,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)
ხვალ გასამართი შეხვედრის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"სანდერლენდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-7 ტური
თარიღი: შაბათი, 26 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: როხო, შოუ, მაკნეირი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:De Gea, Romero, Johnstone, Valdes, Darmian, Jones, Smalling, Valencia, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney, Wilson.


ლუი ვან გაალის განცხადებით, მას პრობლემა აქვს, რადგან მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი მხოლოდ ბლინდი შემორჩა, ამის მიზეზი კი შოუს და როხოს ტრავმებია. პირველი მათგანი როგორც იცით უმძიმესი ტრავმის შემდეგ დიდი ხნით ვერ დაეხმარება გუნდს, ხოლო არგენტინელმა დაზიანება "საუთჰემტონთან" მატჩში მიიღო. სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა ფილ ჯონსი, რომელმაც უკვე ითამაშა და ხელახლა იგრძნო თამაშის რიტმი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"

ტრავმირებულები: მეთიუსი, როდუელი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Mannone, Pantilimon, Stryjek, Brown, Coates, Jones, Kaboul, O'Shea, Van Aanholt, Yedlin, Bridcutt, Buckley, Cattermole, Gomez, Johnson, Larsson, M'Vila, Rodwell, Borini, Defoe, Fletcher, Gooch, Graham, Lens, Toivonen, Watmore.

"შავ კატებს" დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, იოანეს ქაბული დაუბრუნდათ, რომელმაც ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, "ბონმუთთან" მიღებული წითელი ბარათისთვის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-2 ადგილი, 13 ქულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-ფ-წ-მ-მ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ მეტოქესთან ბოლო 26 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა: 19 გამარჯვება, 6 ფრე, 1 მარცხი.

"წითელმა ეშმაკებმა" "სანდერლენდის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში, მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს.

"იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე დაუმარცხებელია, ყველა ტურნირზე ერთად მათ "ოლდ ტრაფორდზე" 5 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ერხელ ვერ შეძლეს გამარჯვება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


მე-20 ადგილი, 2 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-ფ-ფ-წ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში "სანდერლენდმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა - 5 ფრე, 6 მარცხი.

დიკ ადვოკაატის გუნდი იმ სამი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელსაც პრემიერ ლიგაში ჯერ შეხვედრა არ მოუგია.

"შავმა კატებმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი 13 გოლის გაშვება მოახერხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ენტონი მარსიალი - 4 გოლი (3 ლიგაში)

თუკი ხვალ ენტონი მარსიალი მოახერხებს და გაიტანს გოლს, ის იქნება "იუნაიტედის" ისტორიაში ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც პრემიერ ლიგის პირველ სამ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

უეინ რუნის პრემიერ ლიგაში 11 მატჩიანი მშრალი სერია აქვს, რაც ყველაზე ხანგრძლივია მის კარიერაში.

დავიდ დე ხეას, პრემიერ ლიგაში, მშრალი კარად 2015 წლის 15 მარტის შემდეგ არ შეუნახავს. ბოლო შეხვედრა როდესაც ესპანელი კიპერის კარის ბადე არ გარხეულა "ტოტენჰემთან" მატჩი იყო (3-0).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


წამყვანი ბომბარდირები: დეფო - 5 გოლი (2 ლიგაში).

ჟერმეინ დეფომ "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ პირველ ორ შეხვედრაში თავი გოლებით გამოიჩინა, თუმცა მომდევნო 18 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოახერხა "წითელი ეშმაკების" დამწუხრება.

თუ მოედანზე ჯონ ო'ში და უეს ბრაუნი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 141-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 63 შეხვედრაში იზეიმა, "სანდერლენდმა" 41-ში, ხოლო 37 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მასშტაბით "სანდერლენდის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში 11 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.

"სანდერლენდმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო 26 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოუგო - 1 მარცხი, 6 ფრე, 19 წაგება, მაგრამ ის ერთადერთი გამარჯვება ორი წლის წინ "ოლდ ტრაფორდზე" მოიპოვეს. ასეთი შემთხვევა კი 1968 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 57 მოგება, "სანდერლენდი" - 38 მოგება, ფრე - 29.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 19 მოგება, "სანდერლენდი" - 2 მოგება, ფრე - 6.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 36 მოგება, "სანდერლენდი" - 12 მოგება, ფრე - 14.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 11 მოგება, "სანდერლენდი" - 1 მოგება, ფრე - 2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "სანდერლენდი"


შაბათი, 28 თებერვალი, 2015 წელი.
სწრებადობა: 75,344
მსაჯი: რობერტ ისტი
გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში: რუნი (66' პ. 84')

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მაიკ ჯონსმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 5 მატჩი იმსაჯა და 23 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჰარი ბესუიკი, ადამ ჰოლმსი.
სათადარიგო მსაჯი: გრეჰემ სალიბარი.
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
25 სექტემბერი 2015 18:10
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჩემი აზრით სანდერლენდი მიმდინარე სეზონში ყველაზე სუსტი გუნდია პრემიერ ლიგაში და იმედია წელს მაინც გავარდებიან, 2ჯერ ისე გადარჩნენ რო რავიცი. რომ უნდა მოვიგოთ და თანაც ლამაზი თამაშის ფონზე ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. იმედი მაქვს ისევ იგივე ტაქტიკით ვითამაშებთ, როგორც "იპსვიჩის" წინააღმდეგ იყო, კერძოდ: ერთი გამოკვეთილი ჩამშლელი და 2 box-to-box ნახევარმცველი ერერა-შნეიდერლინის სახით.

მარსიალი კიდევ გაიტანს მგონია და საერთოდ ამ ბიჭს რომ არაფერი ეტყობა 19 წლისობისმგონი შევთანხმდით, ვარსკვლავი გეგონება პირველად რომ უყურებდე ფეხბურთს, იმდენად მშვიდი დინჯი და თავდაჯერებულია.

დეპაის გოლს ველი :/ ვან აანჰოლტი ეყოლება სავარაუდოდ პერსონალური დამცველი და მგონი ჰოლანდიურად ჩაუტარებს ;)
0
№2
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2015 18:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად არ მევასება ეს გუნდი, იმედია სვარკას არ გვაყურებინებენ და ნორმალური ანგარიშით მოიგებენ

რუნის გოლს ველოდებით რამდენი ხანია და ამ თამაშში მაინც გაიტანს იმედია. სეზონის წინ ვამბობდი წელს ბომბარდირობის ერთ-ერთი ბოლო შანსია თქო wink no
0
№3
ავტორი: AkkRed
25 სექტემბერი 2015 18:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩაჯდებიან კარებთან და მერე სვარკა წავა რა. ძალიან ადვილად უნდა მოვუგოთ წესით, მაგრამ ლუი რას მოიფიქრებს არავინ იცის.
0
№4
ავტორი: UTD-Rule
25 სექტემბერი 2015 18:32
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სწრაფი გოლი გვინდა ხოლმე ყოველთვის ასეთ მატჩებში,რაც უფრო დავაგვიანებთ გოლის გატანას მერე უფრო გაგვიჭირდება.

წესით არ უნდა გაგვიჭირდეს და უეჭველი სამი ქულა უნდა დავდოთ,თან ბევრი დაკარგავს ამ ტურში ქულებს. იმედია ტოტენჰემი გაუქაჩავს სიტის და პირველზე გადავალთ. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2015 18:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოლანდიელი ტაქტიკოსების ჭიდილი იქნება და კუმანი-ვან გაალის დაპირისპირებაზე ნაკლები მხოლოდ იმით, რომ რონალდის და დიკის გუნდებს შორის დიდი სხვაობაა.

იქიდან გამომდინარე, რაც სანდერლენდის შესახებ წელს გავიგე და ვნახე წინააღმდეგობის გამწევი გუნდი არ უნდა იყოს და მოგება აუცილებლად უნდა შევძლოთ. თანაც, პარალელურად ტოტენჰემისგანაც შეიძლება სიურპრიზის მოლოდინში ყოფნა და თუ იმას გავითვალიწინებთ, წინ რა კალენდარიც გვაქვს გუნდებისა და გადატვირთული გრაფიკის ფონზე, ნამდვილად გვჭირდება წინ გასვლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 სექტემბერი 2015 21:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით საწყის 15 წუთში თუ შევძლებთ გოლის გატანას კარგია, რადგან მერე უფრო ლაღად და გახსნილად ვითამაშებთ. მთავარი რა თქმა უნდა სამი ქულაა, მაგრამ მინდა რომ მემფისმა და რუნიმ გაიტანოს გოლები. არავის არ ჭირდება ფსიქოლოგიურად გოლი ისე, როგორც ჩვენს 7 და 10 ნომერს.
0
№7
ავტორი: REVIVO
25 სექტემბერი 2015 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
UTD-Rule,
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ლვგ სწრაფ გოლზე არასოდეს არ თამაშობს არც აქ და არც ნაკრებში არ უთამაშია,მისი ტაქტიკა ყოველთვის პირველი ტაიმი არის დაზვერვითი,ვერხვდება ეს კაცი რომ ეს ყველამ დაუმუღამა უკვე, თვითონ კი კახელის ჯიუტი ვირივითაა
0
№8
ავტორი: Martial
26 სექტემბერი 2015 01:07
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
სწრაფი გოლი იდეალური ვარიანტია. თამაშის გაკონტროლება არ გაუჭირდებათ მერე. საქმე იქამდე არ მივიდეს რომ ფელაინის შემოყვანა დასჭირდეს და ყველაფერი რიგზე იქნება ))
0
№9
ავტორი: mamuka 4
26 სექტემბერი 2015 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
სანდერლანდ ყველაზე სუსტია ლიგაში .მაგრამ ერთი პლიუსი აქ გუნდს მებრძოლია და ასე ადვილად არასდროს ნებდება წაგებიტ არამგონია რო წავაგოთ მაგრამ მოგებაც გაგვიჭირდება 1.0 მოვიგებტ ცჰემი აზრიტ ან 2.0
manutd
0
№10
ავტორი: Mufc7
26 სექტემბერი 2015 11:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სანახაობრივი ფეხბურთის ფონზე მოვიპოვოთ სამი ქულა რა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top