თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2015, 20:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2802,
კომენტარები: 11
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი
ინგლისის ლიგის თასის პირველი მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "იპსვიჩი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის ლიგის თასი, მე-3 რაუნდი
თარიღი: ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: საიმონ ჰუპერი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი


პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი, შოუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:


ლუი ვან გაალმა "იპსვიჩთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა ანტონიო ვალენსია და პედი მაკნეირი გაამწესოს, რომლებიც "წმინდანებთან" მატჩში შეცვლაზე შევიდნენ. ასევე შეიძლება შანსი მიიღონ ახალგაზრდა პერეირამ, უილსონმა და ლინგარდმა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელმა ორმა მათგანმა ორშაბათს ღამით "ევერტონის" წინააღმდეგ სარეზერვო შეთანხმება ითამაშეს.

პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"იპსვიჩი"


ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ

განაცხადი:




პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა(ყველა ტურნირზე): ფ-მ-წ-მ-წ-მ

წამყვანი ბომბარდირი: მარსიალი - 3 გოლი (სამივე ლიგაში), რუნი, დეპაი - 3-3 გოლი (0 ლიგაში)

გასვლაზე "საუთჰემპტონის" დამარცხებით, მეექვსე ტურის შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილზე გადავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე კლუბი თასის მფლობელი 1992, 2006, 2009 და 2010 წლებში გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის რვა ფინალი ითამაშა, მათგან მხოლოდ 4 მოიგო.

გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" ლიგის თასზე გამოსვლა მე-2 რაუნდში დაასრულა, რამეთუ გასვლაზე "მკ დონსის" წინააღმდეგ დამარცხდა 4-0.

პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"იპსვიჩი"


ბოლო ექვსი შეხვედრა(გასული სეზონის ჩათვლით): მ-მ-წ-წ-მ-ფ

წამყვანი ბომბარდირები:
სირსი - 4 გოლი (ოთხივე ლიგაში)

"ბირმინგემ სიტისთან" საშინაო არენაზე მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ "იპსვიჩი" მე-8 ტურისთვის ჩემპიონშიპში მე-5 ადგილზე იმყოფება და 14 ქულა აქვს.

კლუბს არასდროს მოუგია ლიგის თასი.

მიმდინარე გათამაშების პირველ რაუნდში "იპსვიჩმა" "სტივენეიჯი" 2-1, ხოლო მეორე რაუნდში "დონკასტერი" დაამარცხდა 4-1.

გასულ წელს ტურნირს პირველი რაუნდიდან გამოეთიშა, რამეთუ დამატებით დროში "ქროული თაუნის" წინააღმდეგ დამარცხდა 1-0.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 56-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 28 გამარჯვება მოიპოვა, "იპსვიჩმა" 19, ხოლო 9 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე მეტოქეები ორჯერ შეხვდნენ. 1972 წლის 30 იანვარს გასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" 3-1 იმარჯვა, ხოლო 1997 წლის 14 ოქტომბერს "პორტმენ როუდზე" უკვე "იპსვიჩმა" მოიგო 2-0.

მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, საიმონ ჰუპერმა ამ სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 21 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ დაიერი, პიტერ პაიტი.

სათადარიგო მსაჯი: კარლ ბოისონი.
მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 სექტემბერი 2015 20:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბევრი ცვლილება იქნება ძირითადში ალბათ... საინტერესო მატჩი გველის fellow
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2015 20:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სულაც არ მინდა შარშანდელი გაიმეოროს და ახალგაზრდების შემოსვლის გამო ასე მალე დატოვოს ტურნირი გუნდმა. რუნიც ათამაშოს, მაინც ვერაფერს აკეთებს და იქნებ ცოტა თავდაჯერებულობა იპოვოს, ერერაც შეიძლება, მეორე შემადგენლობიდან საკმაოდ კარგი ხალხია და უნდა მოვიგოთ მაინც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
22 სექტემბერი 2015 20:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახალგაზრდებს უნდა მისცეს შანსი, ჩემი აზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 სექტემბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ვისლონი, პერეირა, მაკნეირი, ლინგარდი და სხვა ახალგარზდები ძირითადიდან დაიწყებენ.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალაგზრდებს უნდა მისცეს შანსი, გადაიღალა გუნდი უკვე, ბევრი ახალწვეულია და ისედაც რთულია ზოგისთვის, თუნდაც დარმიანს ეტყობა უკვე ეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა დაიკიდონ თასი

ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და რადგან იპსვიჩია და სარეკორდო მოგება აქვთ ამათთან არ ნიშნავს რომ ადვილად დათმობენ რამეს
0
№6
ავტორი: Count Alucard
22 სექტემბერი 2015 23:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იპსვიჩთანაც თუ ისე ითამაშეს, როგორც შარშან მკ დონსთან მართლა არანაირი პროგრესი აღარაა გუნდში. იმედია არ გაუჭირდებათ მოგება და აღარ შეირცხვენენ თავს.
0
№7
ავტორი: Best 7
23 სექტემბერი 2015 00:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Pereira gaitans iavni!
0
№8
ავტორი: AkkRed
23 სექტემბერი 2015 10:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დაცვა დატოვოს ისე როგორც არი და შეუძლია შეტევაში გააკეთოს შეცვლები ახალგაზრდები შემოიყვანოს.
0
№9
ავტორი: UTD-Rule
23 სექტემბერი 2015 10:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვერ მივხდი უილსონი და ლინგარდი რატო არ უნდა ამ მატჩისთვის.

პერეირას მაინც ვნახავთ იმედია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: tedore
23 სექტემბერი 2015 11:49
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ვილსონს როგორ ათამაშებს გუშინწინ ითამაშა ტოო!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top