თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2015, 20:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2668,
კომენტარები: 11
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი
ინგლისის ლიგის თასის პირველი მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "იპსვიჩი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის ლიგის თასი, მე-3 რაუნდი
თარიღი: ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: საიმონ ჰუპერი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი


პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი, შოუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:


ლუი ვან გაალმა "იპსვიჩთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა ანტონიო ვალენსია და პედი მაკნეირი გაამწესოს, რომლებიც "წმინდანებთან" მატჩში შეცვლაზე შევიდნენ. ასევე შეიძლება შანსი მიიღონ ახალგაზრდა პერეირამ, უილსონმა და ლინგარდმა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელმა ორმა მათგანმა ორშაბათს ღამით "ევერტონის" წინააღმდეგ სარეზერვო შეთანხმება ითამაშეს.

პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"იპსვიჩი"


ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ

განაცხადი:




პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა(ყველა ტურნირზე): ფ-მ-წ-მ-წ-მ

წამყვანი ბომბარდირი: მარსიალი - 3 გოლი (სამივე ლიგაში), რუნი, დეპაი - 3-3 გოლი (0 ლიგაში)

გასვლაზე "საუთჰემპტონის" დამარცხებით, მეექვსე ტურის შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილზე გადავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე კლუბი თასის მფლობელი 1992, 2006, 2009 და 2010 წლებში გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის რვა ფინალი ითამაშა, მათგან მხოლოდ 4 მოიგო.

გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" ლიგის თასზე გამოსვლა მე-2 რაუნდში დაასრულა, რამეთუ გასვლაზე "მკ დონსის" წინააღმდეგ დამარცხდა 4-0.

პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - იპსვიჩი

"იპსვიჩი"


ბოლო ექვსი შეხვედრა(გასული სეზონის ჩათვლით): მ-მ-წ-წ-მ-ფ

წამყვანი ბომბარდირები:
სირსი - 4 გოლი (ოთხივე ლიგაში)

"ბირმინგემ სიტისთან" საშინაო არენაზე მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ "იპსვიჩი" მე-8 ტურისთვის ჩემპიონშიპში მე-5 ადგილზე იმყოფება და 14 ქულა აქვს.

კლუბს არასდროს მოუგია ლიგის თასი.

მიმდინარე გათამაშების პირველ რაუნდში "იპსვიჩმა" "სტივენეიჯი" 2-1, ხოლო მეორე რაუნდში "დონკასტერი" დაამარცხდა 4-1.

გასულ წელს ტურნირს პირველი რაუნდიდან გამოეთიშა, რამეთუ დამატებით დროში "ქროული თაუნის" წინააღმდეგ დამარცხდა 1-0.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 56-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 28 გამარჯვება მოიპოვა, "იპსვიჩმა" 19, ხოლო 9 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე მეტოქეები ორჯერ შეხვდნენ. 1972 წლის 30 იანვარს გასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" 3-1 იმარჯვა, ხოლო 1997 წლის 14 ოქტომბერს "პორტმენ როუდზე" უკვე "იპსვიჩმა" მოიგო 2-0.

მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, საიმონ ჰუპერმა ამ სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 21 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ დაიერი, პიტერ პაიტი.

სათადარიგო მსაჯი: კარლ ბოისონი.
მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: zloi
23 სექტემბერი 2015 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ლევანდოვსკიმ 9 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში lol lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top