თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2015, 20:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 12
ნავასი: "ავტირდი, როცა "იუნაიტედში" ტრანსფერი ჩაიშალა"
კეილორ ნავასი "წითელი ეშმაკების" რიგებში გადასვლაზე არ ოცნებობდა.
ნავასი:
მეკარე კეილორ ნავასი გამოტყდა, რომ ატირდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩაიშალა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედსა" და "რეალს" რამდენიმე წუთი დააკლდათ იმისთვის, რომ დე ხეასა და ნავასის ბარტერი და პლუს 29 მლნ. ფუნტის გადახდა განეხორციელებინათ. ჭორები დადიოდა, რომ კეილორი უკვე თვიმფრინავში იჯდა და "რეალისგან" ნებართვას ელოდა, რათა მანჩესტერში გაფრენილიყო.

როცა ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერი არ შედგებოდა, 28 წლის კოსტარიკელმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა, რადგან მადრიდის დატოვება არ სურდა.

"ავტირდი, როცა გავიგე, რომ ვრჩებოდი. ემოციები გამომჟღავნდა. არ მინდოდა წასვლა, მადრიდი - ჩემი სახლია.

აგენტმა მითხრა, კავშირზე ვყოფილიყავი და ტელეფონი თან მქონოდა. ბარაჰასში (მადრიდის აეროპორტი) წავედი, მაგრამ თვითმფრინავში მაინც არ ჩავჯდარვარ, მოსაცდელ ოთახში ვიყავი.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასწარი კონტრაქტი გავაფორმე, სამედიცინო შემოწმებაც გავიარე, მაგრამ ახლა ამ კლუბთან ერთად მინდა ისტორიის შექმნა და ამ სეზონში ყველაფრის მოგება. უნდა მოვუმატოთ, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ"
- განაცხადა ნავასმა.

წყარო: theguardian
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 სექტემბერი 2015 20:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მალე მოისვრის რეალი ამასაც
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2015 20:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე მეგონა ეწყინა-მეთქი და ამან no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
22 სექტემბერი 2015 21:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე მეგონა ეს ტირილი სხვა რამის გამო იყო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Best 7
22 სექტემბერი 2015 21:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Amas shemdeg sezonshi gaagdeben vin gaacherebs realshi?:D
0
№5
ავტორი: Silver
22 სექტემბერი 2015 21:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
კიდევ კარგი არ გადმოვიდა wink
0
№6
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2015 22:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა იყავი ვინ გეხვეწება რო წამოხვიდე derpwhy
0
№7
ავტორი: tyeshela1
22 სექტემბერი 2015 22:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მეც ავტირდი როცა გავიგე რო ეს უნდა ყოფილიყო დევიდის შემცვლელი
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 სექტემბერი 2015 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს რო გადმოსულიყო მერე დაიწყებდა მანჩესტერის ქება-დიდებას და გულში თურმე რეალის დატოვების გამო ტიროდა. არ მჯერა ეგეთი ფეხბურთელების რაა და სიმართლე გითხრათ არც დე ხეა სიტყვების არ მჯერა, რაც კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ თქვა.
0
№9
ავტორი: Count Alucard
22 სექტემბერი 2015 23:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ანუ ამან გადაუჭრათ ქსელის კაბელი, რომ ვერ გაეგზავნათ დოკუმენტები lol ვერ ხვდება ახლა, მაგრამ ტექნიკურად საკუთარი თავი დაიწვა lol
0
№10
ავტორი: abrama
23 სექტემბერი 2015 07:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Kargi mekarea esec magram daviti sheudarebelia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top