თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2015, 20:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2400,
კომენტარები: 12
ნავასი: "ავტირდი, როცა "იუნაიტედში" ტრანსფერი ჩაიშალა"
კეილორ ნავასი "წითელი ეშმაკების" რიგებში გადასვლაზე არ ოცნებობდა.
ნავასი:
მეკარე კეილორ ნავასი გამოტყდა, რომ ატირდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩაიშალა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედსა" და "რეალს" რამდენიმე წუთი დააკლდათ იმისთვის, რომ დე ხეასა და ნავასის ბარტერი და პლუს 29 მლნ. ფუნტის გადახდა განეხორციელებინათ. ჭორები დადიოდა, რომ კეილორი უკვე თვიმფრინავში იჯდა და "რეალისგან" ნებართვას ელოდა, რათა მანჩესტერში გაფრენილიყო.

როცა ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერი არ შედგებოდა, 28 წლის კოსტარიკელმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა, რადგან მადრიდის დატოვება არ სურდა.

"ავტირდი, როცა გავიგე, რომ ვრჩებოდი. ემოციები გამომჟღავნდა. არ მინდოდა წასვლა, მადრიდი - ჩემი სახლია.

აგენტმა მითხრა, კავშირზე ვყოფილიყავი და ტელეფონი თან მქონოდა. ბარაჰასში (მადრიდის აეროპორტი) წავედი, მაგრამ თვითმფრინავში მაინც არ ჩავჯდარვარ, მოსაცდელ ოთახში ვიყავი.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასწარი კონტრაქტი გავაფორმე, სამედიცინო შემოწმებაც გავიარე, მაგრამ ახლა ამ კლუბთან ერთად მინდა ისტორიის შექმნა და ამ სეზონში ყველაფრის მოგება. უნდა მოვუმატოთ, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ"
- განაცხადა ნავასმა.

წყარო: theguardian
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
23 სექტემბერი 2015 10:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეთებს რატომ ვიმატებთ რატომ? საერთოდ აღარავინ მინდა რეალიდან ვიღაც გადმოვიდეს, როგორი გუნდიცაა ისეთივე ფეხბურთელები ჰყავს.
0
№12
ავტორი: UTD-Rule
23 სექტემბერი 2015 10:31
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეს რა კომენტარებით იჩითება ხოლმე jackie

დაეტიე სადაც ხარ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top