თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2015, 18:33
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2657,
კომენტარები: 14
გრენ პოლი: "რიცოლიმ შეცდომა დაუშვა"
ყოფილი არბიტრი იტალიელი რეფერის გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს.
გრენ პოლი:
ყოფილი ინგლისელი არბიტრი, გრემ პოლი, რომელსაც არაერთი მატჩი განუსჯია პრემიერ ლიგაში ნიკოლა რიცოლის გადაწყვეტილებას უწუნებს და ფიქრობს, რომ შოუს წინააღმდეგ ვარდნის ავტორი წითელ ბარათს იმსახურებდა.

"მართალია, იტალიელი არბიტრი ვერანაირად ვერ გადაარჩენდა შოუს, მაგრამ ეპიზოდის დასრულების შემდეგ მას აუცილებლად უნდა დაესაჯა "პსვ"-ს მცველი და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თერთმეტ-მეტრიანის დარტყმის საშუალება მიეცა.

მორენო აუცილებლად იმსახურებდა წითელ ბარათს იმ ვარდნისთვის, რომელიც მან გუშინდელ შეხვედრაში შეასრულა - მართალია იგი პირველი ბურთს შეეხო, მაგრამ საერთოდ არ ფიქრობდა მეტოქის უსაფრთხოებაზე.

რიცოლიმ იცის წესები და მას აუცილებლად უნდა მიეღო სწორი გადაწყვეტილება, მართალია მას არ შეუძლია მომენტის განმეორებით ხილვა, თუმცა ეს ვარდნა ერთი შეხედვითაც ძალიან საშიშად გამოიყურება.

ნიკოლა ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრია, თუმცა გუშინდელი შეხვედრა მის აქტივში ვერანაირად ვერ ჩაიწერება, მან ერთბაშად ორი შეცდომა დაუშვა: არ დანიშნული პენალტი და დაუსჯელი მცველი, რომელმაც შემდეგ გოლის გატანაც კი შეძლო - ეს კი ერთი-ორად ამძაფრებს შეცდომას.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 სექტემბერი 2015 18:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა რო ვუყურე მომეჩვენა რო დაასწრო, მეტი არც მიანხავს, ყველაზე ცუდი ეპიზოდი იყო ამ თამაშში. ეხლა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პენალტს და მაგ წითელს, ეგ არაფერს შეცვლიდა
0
№2
ავტორი: Best 7
16 სექტემბერი 2015 18:51
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Au 2 ro gavitandit iavni pabeda iqneboda chveni

Au 2 ro gavitandit iavni pabeda iqneboda chveni
0
№3
ავტორი: Count Alucard
16 სექტემბერი 2015 19:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გინდ 0-10 მოგვეგო შოუს ტრავმად მაინც არ ღირდა. სეზონი გაგვიფუჭა, ასე თუ ისე აეწყო გუნდი და ახლა ფლანგი ჩაკვდება.
0
№4
ავტორი: Berba 9
16 სექტემბერი 2015 19:42
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რავიცი ობიექტურად რომ ვთქვათ, მე განზრახ და გამიზნულად ასე უხეშად თამაში ვერ დავინახე, ძალიან ობიექტური, რომ ვიყო

თუმცა მეორე საკითხია, როცა კაცს ფეხს ტეხავს ესეიგი ძალიან უხეშად ითამაშა და შეიძლებოდა თერთმეტ-მეტრიანის დანიშვნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: love united
16 სექტემბერი 2015 21:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გინდ განზრახ იყო, გინდ შემთხვევით მაინც მორენოს დედას შევახტი 3d_13
0
№6
ავტორი: abrama
16 სექტემბერი 2015 21:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ვერ დავინახე კარგად მომენტი და არც მაქვს სურვილი რომ თავიდან ვნახო.
წუხელის მთელი გამე მესიზმრებოდა რომ ფეხი მტყდებოდა, ხან ქვას წამოვკრავდი და ხან საიდან ჩამოვარდებოდი.
ძაან მეცოდებიან მაგ დროს.
კიევოს ფეხბურთელმა რომ მოიტეხა ფეხი ეხლახან ეგრე დამემართა ზუსტად.
შოუ იმედია მალე დაბრუნდები მოედანზე და გვაჩვენებ შენს კლასს.
0
№7
ავტორი: Wardell
16 სექტემბერი 2015 22:17
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დინამიკაში ისე ჩანს რო უბრალოდ ბურთზე ითამაშა და არც უხეშობას ჰქონია დიდად ადგილი, რავი მგონი უფრო უიღბლობის ბრალია ვერ მოასწრო ფეხის განთავისუფლება დ. მოჰყვა ძაან ცუდად.
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 სექტემბერი 2015 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა მნიშვნელობა აქ ეხლა ამის განხილვას, ფაქტია მოტყდა ფეხი შოუს, თუმცა მე მაინც მგონია რომ განზრახ ეს ყველაფერი მორენოს არ გაუკეთებია.
0
№9
ავტორი: Malboro463
16 სექტემბერი 2015 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
არც წითელი ეკუთვნოდა და არც პენალტი იყო დასადები.
0
№10
ავტორი: Martial
16 სექტემბერი 2015 23:35
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
საწითლე არამგონია ყოფილიყო, არ ყოფილა არც განზრახ თამაში. ეს არაფერს შველის ეხლა, მთელი სეზონის გამოტოვება უწევს კაცს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top