თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2015, 18:33
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 14
გრენ პოლი: "რიცოლიმ შეცდომა დაუშვა"
ყოფილი არბიტრი იტალიელი რეფერის გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს.
გრენ პოლი:
ყოფილი ინგლისელი არბიტრი, გრემ პოლი, რომელსაც არაერთი მატჩი განუსჯია პრემიერ ლიგაში ნიკოლა რიცოლის გადაწყვეტილებას უწუნებს და ფიქრობს, რომ შოუს წინააღმდეგ ვარდნის ავტორი წითელ ბარათს იმსახურებდა.

"მართალია, იტალიელი არბიტრი ვერანაირად ვერ გადაარჩენდა შოუს, მაგრამ ეპიზოდის დასრულების შემდეგ მას აუცილებლად უნდა დაესაჯა "პსვ"-ს მცველი და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თერთმეტ-მეტრიანის დარტყმის საშუალება მიეცა.

მორენო აუცილებლად იმსახურებდა წითელ ბარათს იმ ვარდნისთვის, რომელიც მან გუშინდელ შეხვედრაში შეასრულა - მართალია იგი პირველი ბურთს შეეხო, მაგრამ საერთოდ არ ფიქრობდა მეტოქის უსაფრთხოებაზე.

რიცოლიმ იცის წესები და მას აუცილებლად უნდა მიეღო სწორი გადაწყვეტილება, მართალია მას არ შეუძლია მომენტის განმეორებით ხილვა, თუმცა ეს ვარდნა ერთი შეხედვითაც ძალიან საშიშად გამოიყურება.

ნიკოლა ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრია, თუმცა გუშინდელი შეხვედრა მის აქტივში ვერანაირად ვერ ჩაიწერება, მან ერთბაშად ორი შეცდომა დაუშვა: არ დანიშნული პენალტი და დაუსჯელი მცველი, რომელმაც შემდეგ გოლის გატანაც კი შეძლო - ეს კი ერთი-ორად ამძაფრებს შეცდომას.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
17 სექტემბერი 2015 00:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა იყო, მაგას რა აზრი აქვს, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: გაბადაძე
17 სექტემბერი 2015 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მე რაც ვნახე ფეხებში ჩაუარდა და ბურთს არ შეხებია მე მაინც ვიტყოდი პენალიც უნდა დადებულიყო და მორენო წითლით უნდა დაესაჯა ,სადაც რელას პენალი დაუდეს იმისთვის რო შახტარის ფგბურთელს საჯარიმოში ბურთი მოხვდა ზურგზე მაშინ ამ მომენტისთვის პარტია უნდა ჩაეთვალა პირდაპირმსაჯს, აწი საუბარს რაღა აზრი აქვს რაც მოხდა იმას ვერ შევცვლით, ლუკის იმედია მალე დაბრუნდება და ვიმედოვნებ გააგრძელებს კარიერას და ბოლო თამაში არ იქნება მისი პეესვესთან თამაში 3d_9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№13
ავტორი: Gega Beckham
20 სექტემბერი 2015 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
მომავალი მსაჯი ვარ და ნამდვილად ვეთანხმები. ამ ეპიზოდის დასჯა შეიძლებოდა შემდეგი წესების თანახმად 1. წესების სერიოზული დარღვევა 2. ძალადობრივი ქმედება (ფაქტია შოუს ფეხი მოტეხა) ორივე შემთხვევაში მოთამაშე ისჯება წითელი ბარათით. მოთამაშის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც, მისი მხრიდან გაუაზრებელი ქმედება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top