დეილი ბლინდი "ოლდ ტრაფორდზე" გატანილ თავის პირველ გოლზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი სავსეა ემოციებით.
ჰოლანდიელმა მცველმა ანგარიში მეორე ნახევრის დასაწყისშივე გახსნა ხუან მატას გათამაშებული სტანდარტულიდან. ბლინდი ამბობს, რომ ეს გათამაშება დაგეგმილი იყო და გუნდი მას დიდი ხნის მანძილზე ამუშავებდა:
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი გოლი გავიტანე "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ. ჩვენ ამ გათამაშებას დიდი ხნის მანძილზე ვამუშავებდით. ზოგჯერ ეს გამოდიოდა და ზოგჯერ არა. როგორც წესი, მე ბურთი უნდა მიმეღო და შემდეგ უნდა დამერტყა, მაგრამ მე გადავწყვიტე ერთი შეხებით დამერტყა. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. აუღწერელია ის ემოცია, რომელიც მე განვიცადე ბურთის კარში მოხვედრის შემდეგ."
25 წლის ფეხბურთელმა გოლის გარდა, ასევე იდეალურად ითამაშა დაცვაში და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა:
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. კუთხურამდე დე ხეამ მითხრა, რომ მე იქ დავმდგარიყავი და მეც დავდექი. მატჩის შემდეგ ჩვენ ბევრი ვიცინეთ ამ მომენტზე."
ბლინდი ასევე ბედნიერია ენტონი მარსიალის შემდგარი დებიუტით, რომელმაც გოლი გაიტანა და მას მილიონობით გულშემატკივარი უყურებდა:
"მე ძალიან მიხარია, რომ მისი დებიუტი შედგა. იგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ვამაყობ, რომ ენტონი ჩვენი თანაგუნდელია. "
"იუნაიტედი" ჰოლანდიაში მიემგზავრება, რათა "პსვ"-ს დაუპირისპირდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.
"მიხარია, რომ ჰოლანდიაში ვბრუნდები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ იქ სამი ქულისთვის მივემგზავრებით."