თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2015, 20:02
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3133,
კომენტარები: 13
ბლინდი: "გოლი დაგეგმილი იყო"
დეილი ბლინდი თავის პირველ გოლზე საუბრობს ოლდ ტრაფორდზე მატჩში ლივერპულის წინააღმდეგ
ბლინდი:
დეილი ბლინდი "ოლდ ტრაფორდზე" გატანილ თავის პირველ გოლზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი სავსეა ემოციებით.

ჰოლანდიელმა მცველმა ანგარიში მეორე ნახევრის დასაწყისშივე გახსნა ხუან მატას გათამაშებული სტანდარტულიდან. ბლინდი ამბობს, რომ ეს გათამაშება დაგეგმილი იყო და გუნდი მას დიდი ხნის მანძილზე ამუშავებდა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი გოლი გავიტანე "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ. ჩვენ ამ გათამაშებას დიდი ხნის მანძილზე ვამუშავებდით. ზოგჯერ ეს გამოდიოდა და ზოგჯერ არა. როგორც წესი, მე ბურთი უნდა მიმეღო და შემდეგ უნდა დამერტყა, მაგრამ მე გადავწყვიტე ერთი შეხებით დამერტყა. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. აუღწერელია ის ემოცია, რომელიც მე განვიცადე ბურთის კარში მოხვედრის შემდეგ."

25 წლის ფეხბურთელმა გოლის გარდა, ასევე იდეალურად ითამაშა დაცვაში და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა:

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. კუთხურამდე დე ხეამ მითხრა, რომ მე იქ დავმდგარიყავი და მეც დავდექი. მატჩის შემდეგ ჩვენ ბევრი ვიცინეთ ამ მომენტზე."

ბლინდი ასევე ბედნიერია ენტონი მარსიალის შემდგარი დებიუტით, რომელმაც გოლი გაიტანა და მას მილიონობით გულშემატკივარი უყურებდა:

"მე ძალიან მიხარია, რომ მისი დებიუტი შედგა. იგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ვამაყობ, რომ ენტონი ჩვენი თანაგუნდელია. "

"იუნაიტედი" ჰოლანდიაში მიემგზავრება, რათა "პსვ"-ს დაუპირისპირდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.

"მიხარია, რომ ჰოლანდიაში ვბრუნდები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ იქ სამი ქულისთვის მივემგზავრებით."

წყარო: Manutd.com
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
14 სექტემბერი 2015 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი გოლი იყო საგოლ ბლინდს
0
№12
ავტორი: AkkRed
14 სექტემბერი 2015 10:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი შემუშავებული კომპინაცია იყო, მაგრამ არცერთი არაა ჯანზე და არ ვარგაა
0
№13
ავტორი: UTD-Rule
14 სექტემბერი 2015 11:40
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვან გაალის აღნიშვნიდან მივხდი,რომ უეჭველი დამუშავებული კომბინაცია იყო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top