თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2015, 01:20
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3561,
კომენტარები: 17
მატჩის შემდგომი კომენტარი
ლუიმ დღევანდელ მატჩზე ისაუბრა.
მატჩის შემდგომი კომენტარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გალმა მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა.

დამსახურებული გამარჯვება

"ყოველი თამაში "ლივერპულთან" უფრო მარტივი ხდება, ვიდრე თამაში "სუონსისთან", ამიტომ ეს გამარჯვება მეტია ვიდრე დამსახურებული. ჩვენ მატჩს პირველ გოლამდე ვაკონტროლებდით, ამის შემდეგ მერსისაიდელებიც ჩაერთვენ თამაშში. დღეს არაჩვეულებრივი გოლები გავიდა, მაგრამ მინდა ანტონი მარსიალის დებიუტი აღვნიშნო. იგი ჯერ, მხოლოდ 19 წლისაა და მოედანზე გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში გოლის გატანა მოახერხა, ხოლო როგორც გაიტანა ეს ფანტასტიკაა."

პირველი ნახევრის განხილვა

"ვფიქრობ, რომ გუნდმა პირველი ნახევარი უკეთესად ჩაატარა, ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით, გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერ ხერხდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შეტევის ბოლოს საბოლოო გადაცემა ვერ კეთდებოდა. ამიტომ შევცვალე მემფისი და მატა, რათა გაკეთებულიყო საბოლოო გადაცემა.

მემფისმა იცის, რომ მისი თამაში დღეს არ იყო კარგი. მე არ ვარ კმაყოფილი. იგივე ეხება მატასაც. ამიტომ, შენ გყავს ფეხბურთელები სკამზე, რომელიც შეგიძლია გამოიყენო და შეცვალო თამაშის მიმდინარეობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ ითამაშებს "პსვ"-ს წინააღმდეგ."

"მეორე ნახევარი სრულიად შეცვალა გოლმა. გოლი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამზადებდით და ვამუშავებდით, ამიტომ მე კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებმა დღეს ამის გაკეთება მოახერხეს. როგორც უკვე ვახსენე, პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა, ვინაიდან ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე ჩვენსკენ დაიძრა, რის შედეგაც, მოედანზე დიდი სივრცე გამოჩნდა."

ანდერ ერერას თერთმეტმეტრიანი

"ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეტანა მეორე და გვესარგებლა სივრცით. ძალიან მომეწონა ერერას მოქმედება და ასევე აღსანიშნავია მაიკლ კერიკის ბრწყინვალე გადაცემა. რა თქმა უნდა, მე კმაყოფილი ვარ ერერათი".

ანტონი მარსიალის დებიუტზე

"მას ცუდი გოლი არ გაუტანია, მე ასე ვფიქრობ! ეს თამაში მისთვის კარგი მაგალითი იქნება. მოედანზე დიდი სივრცე იყო და ამიტომ, გადავწყვიტე მისი გაყვანა. მისი გოლი ულამაზესი იყო, ასევე მე შევამჩნიე, რომ იგი მზად არის ფიზიკურად პრემიერ ლიგისთვის. ხოლო მის დრიბლინგზე არაფერს ვიტყვი, ალბათ თვითონაც დაინახეთ.

მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი ჯერ 19 წლის არის, ასევე იმყოფება უცხო ქვეყანაში. რთულია ერთბაშად შეეგუო უცხო ქვეყანას და მის წესებს. ასევე რთულია სწრაფ ფეხბურთზეც გადართვა. მაგრამ იგი ახალგაზრდაა და ყველაფერს დაძლევს. რაც მთავარია, იგი უფრო და უფრო უნდა განვითარდეს."

წყარო: Manutd.com
სიახლეები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 სექტემბერი 2015 01:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვფიქრობ მარტიალმა დაიმსახურა შანსი რომ იდგეს ძირითადში მომდევნო თამაშში. მემფის ლიგაზე კარგად გამოსდის ასპარეზობა და პსვთან იმედია იქნება, აი პრემიერ ლიგაში მარტიალს ველი

ესეთი ჩაწოდება თამაშით არამგონია დიდი სარგებელი მოიტანოს მაგრამ კონტრ-შეტევების დროს მაგრად გამოადგება გუნდს
0
№2
ავტორი: ViDa
13 სექტემბერი 2015 01:27
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მოკლედ, კონკრეტულად და დახვეწილად ლაპარაკობს ეს კაცი. ამიტომ მიყვარს მისი ინტერვიუ. ყველაფერს გასაგებად ხსნის, გინდა მარცხის და გინდა გამარჯვების შემდეგ!

რაც შეეხება თამაშს. ერთ-ერთი კარგი და სანახაობრივი თამაში ჩავატარეთ. სანახაობრივში ვგულისხმობ იმას, რომ გუნდმა პირველივე წუთიდან დომინირება დაიწყო, არ იდგა დაცვაში და სულ შეტევას ცდილობდა.

ხაზ გასასმელია ასევე დაცვის პოზიციური თამაშიც, რამაც დიდი უპირატესობა მოუტანა მცველებს. ნახევარდაცვაც კარგი იყო, ბევრი ჩაჭრილი გადაცემებით და წამოწყებული შეტევებით.

ცალკე მადლობა დე ჰეას კარგი სეივებისთვის, მაგრამ რაც ზაფხულში რაც მოხდა არ დამვიწყებია! ედურნეს მოკითხვა ;)

ყოჩაღ მარსიალს, მაგრამ გეგმების დაწყობა ნაადრევია.

ხალხო, მგონი ჩვენც გვეშველება :D

პს, ბენტეკემ მაგარი შეგვიგდო!

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: Macklemore
13 სექტემბერი 2015 01:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დეპაი ზარალი იყო პირველ ტაიმში, მატამაც ვერ გამოიჩინა დიდად თავი, გარდა ასისტისა. დაცვა მთლიანად ძალიან კარგად მოქმედებდა. 1 მომენტი იყო ბენტეკეს გოლი, როცა უმეთვალყურეოდ დარჩა ეგ გორილა და გაისროლა კიდეც. შვაინა მომეწონა მაგრად, უძლიერესი იყო მთელი მატჩის განმავლობაში. ფელაინი სკამზე!!!!
0
№4
ავტორი: dachi_mu
13 სექტემბერი 2015 07:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Macklemore,
Felainis nu gakicxav egre araa swori..kaci tavdamsxmelad idga..ai bastikac rac sheexeba chemi azrit sauketeso iyo burtis artmeva 10 -ze meti mainc eqneba..ra siswrafeebs avitarebda nu sagol
0
№5
ავტორი: red devil
13 სექტემბერი 2015 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბებერი მგელი ფორმაში შედის მგონი ტურეს დარხეული აქ
0
№6
ავტორი: AkkRed
13 სექტემბერი 2015 09:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნი რომ დაბრუნდება მერე რას იზამს, ალბათ 4-3-3 ზე გადაიყვანს გუნდს.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 სექტემბერი 2015 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი კაი, მაგრამ რუნი რატო არავის გაახსენდა??? რატო არ იყო ან როდის დაბრუნდება??? belay
0
№8
ავტორი: RedTeen
13 სექტემბერი 2015 10:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მარ"ს"იალი თუ მარ"ტ"იალი? :/ სად ს და სად ტ, ღ რომ იყოს კიდევ ხო..
0
№9
ავტორი: PaLoMo
13 სექტემბერი 2015 11:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
RedTeen,
Martialii.chven me ase nivuxseniebb.shen amqartveli komentatorebis mosmena ar wagadgebaa.:-D rac sheexeba tamassh rogorc azetii davjabnet metoqe magram metoqes ar qonda imis unari ro winaagmdegoba gaewia imAze meti rac gaaketa.
Nu martials rac sheexba

Rac itamashaa kargi iyo da shesanishnavad mosva mcvelebi da golic sheagdo bravo.vulocaa debiuts tan rogor debiuts ;-) :-* roonys albad tramva qondaa.depaim martlac ver itamashaa.iangs sg ra karhad shemovidaa momewonaaa .blindmac shesanishnavat itamashaa.golic gaitana da bentekesac chkvianurad etamasheboda.itokshi mshvrnieri tamashi gamovidaa.
Ps bentekem martlac brwyinvame goli gaitanaa.magram sheileboda magis agebac ubralod ar elodeboda aravon mandedan ase dartymuls :-D degeasac madloba kargi seivebistviss.karoche gilocavt liverpoolis isev ganadgurebas ;-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: SolomonKane
13 სექტემბერი 2015 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ვერ გავიგე რატომ mata ან yang როცა ვალენსია არის, რატომ არ გამოდის მოედანზე, მას დიდი სისწრაფე და გამოცდილება აქვს, კონტრ შეტევებზე არის ორიენტირებული, მატა კარგად ფიქრობს მაგრამ ის ნელია ცონტრ შეტევების დროს როცა საჭიროა წინ წასვლა უკან იძლევა პასს, ჭკვიანი ფეხბურთელია მაგრამ შეტევაში უფრო კრეატიულობა გვჭირდება.

თამაში მომეწონა ვისიამოვნე :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top