თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2015, 01:20
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3562,
კომენტარები: 17
მატჩის შემდგომი კომენტარი
ლუიმ დღევანდელ მატჩზე ისაუბრა.
მატჩის შემდგომი კომენტარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გალმა მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა.

დამსახურებული გამარჯვება

"ყოველი თამაში "ლივერპულთან" უფრო მარტივი ხდება, ვიდრე თამაში "სუონსისთან", ამიტომ ეს გამარჯვება მეტია ვიდრე დამსახურებული. ჩვენ მატჩს პირველ გოლამდე ვაკონტროლებდით, ამის შემდეგ მერსისაიდელებიც ჩაერთვენ თამაშში. დღეს არაჩვეულებრივი გოლები გავიდა, მაგრამ მინდა ანტონი მარსიალის დებიუტი აღვნიშნო. იგი ჯერ, მხოლოდ 19 წლისაა და მოედანზე გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში გოლის გატანა მოახერხა, ხოლო როგორც გაიტანა ეს ფანტასტიკაა."

პირველი ნახევრის განხილვა

"ვფიქრობ, რომ გუნდმა პირველი ნახევარი უკეთესად ჩაატარა, ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით, გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერ ხერხდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შეტევის ბოლოს საბოლოო გადაცემა ვერ კეთდებოდა. ამიტომ შევცვალე მემფისი და მატა, რათა გაკეთებულიყო საბოლოო გადაცემა.

მემფისმა იცის, რომ მისი თამაში დღეს არ იყო კარგი. მე არ ვარ კმაყოფილი. იგივე ეხება მატასაც. ამიტომ, შენ გყავს ფეხბურთელები სკამზე, რომელიც შეგიძლია გამოიყენო და შეცვალო თამაშის მიმდინარეობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ ითამაშებს "პსვ"-ს წინააღმდეგ."

"მეორე ნახევარი სრულიად შეცვალა გოლმა. გოლი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამზადებდით და ვამუშავებდით, ამიტომ მე კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებმა დღეს ამის გაკეთება მოახერხეს. როგორც უკვე ვახსენე, პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა, ვინაიდან ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე ჩვენსკენ დაიძრა, რის შედეგაც, მოედანზე დიდი სივრცე გამოჩნდა."

ანდერ ერერას თერთმეტმეტრიანი

"ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეტანა მეორე და გვესარგებლა სივრცით. ძალიან მომეწონა ერერას მოქმედება და ასევე აღსანიშნავია მაიკლ კერიკის ბრწყინვალე გადაცემა. რა თქმა უნდა, მე კმაყოფილი ვარ ერერათი".

ანტონი მარსიალის დებიუტზე

"მას ცუდი გოლი არ გაუტანია, მე ასე ვფიქრობ! ეს თამაში მისთვის კარგი მაგალითი იქნება. მოედანზე დიდი სივრცე იყო და ამიტომ, გადავწყვიტე მისი გაყვანა. მისი გოლი ულამაზესი იყო, ასევე მე შევამჩნიე, რომ იგი მზად არის ფიზიკურად პრემიერ ლიგისთვის. ხოლო მის დრიბლინგზე არაფერს ვიტყვი, ალბათ თვითონაც დაინახეთ.

მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი ჯერ 19 წლის არის, ასევე იმყოფება უცხო ქვეყანაში. რთულია ერთბაშად შეეგუო უცხო ქვეყანას და მის წესებს. ასევე რთულია სწრაფ ფეხბურთზეც გადართვა. მაგრამ იგი ახალგაზრდაა და ყველაფერს დაძლევს. რაც მთავარია, იგი უფრო და უფრო უნდა განვითარდეს."

წყარო: Manutd.com
სიახლეები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
13 სექტემბერი 2015 12:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dzalian mnishvnelovani gamarjveba movipovet da tanac davjabnet tamashitac! Yochagh bichebs!
0
№12
ავტორი: Jubo
13 სექტემბერი 2015 13:35
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
პსვსთან მარტიალი დაიწყებს იმედია. ფელაინი ფორვარდის გარდა ყველაფერი იყო გუშინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: Count Alucard
13 სექტემბერი 2015 13:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
100%ით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, რადგან შეცდომები ნამდვილად იყო, მაგრამ რაც მთვარია ლივერპული დავამარცხეთ და მარსიალის გოლი შესანიშნავი იყო.
0
№14
ავტორი: Mufc7
13 სექტემბერი 2015 19:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მართლაც, დამსახურებული გამარჯვება! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: Malboro463
13 სექტემბერი 2015 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
dachi_mu,
სკამზე თუ არა აბა სად დავაყენოთ? ც.ფორვარდათ ეგ არ ვარგა და ნახევარდაცვის ცენტრში ეგ ვინმეს ამომგდები არა. სკამზე კიდე დიდი ძალა საჭიროების შემთხვევაში ჩართავ თამასში ტემპსაც დაგდებს და სტანდარტებში ც გამოიყენებ.

თამაშის ხარისხი კიდე ვერა და ვერ გამოასწორეს
0
№16
ავტორი: ViDa
13 სექტემბერი 2015 22:16
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მარსიალია სწორი ხალხნო, რა მარტიალი. ფრანგული გვარია და იკითხება მარსიალი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№17
ავტორი: Macklemore
14 სექტემბერი 2015 00:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
dachi_mu,
რო არ არი თავდამსხმელი მაგიტო არ მინდა ძირითადში. ბოლო 15 წუთი შეიძლება ათამაშო თავდამსხმელად, სტანდარტულების დროს, მაგრამ ფეხით ვერ თამაშობს, ვერ იღებს, ვერ ურ***მს, პასის გაკეთებაზე ხო ზედმეტია საუბარი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top