თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2015, 21:02
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2676,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "მოხარული ვარ, რომ დავიდი დარჩა"
ლუი ვან გაალის წინა სამატჩო პრესკონფერენცია.
ვან გაალი:
"ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა ჟურნალისტების კითხვებს პასუხი დიდი ენთუზიაზმით გასცა. მან მრავალ საკითხზე ისაუბრა და როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ლუი დღეს კარგ ხასიათზე იყო.

ვან გაალი:

გასახდელში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით ჭორებზე: "მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს ჩემს მოთამაშეებთან. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, თუ რამდენი მოთამაშე მოდის რაიმეს სათქმელად ჩემთან. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არასდროს ყოფილა, რომ ამდენი ფეხბურთელი მოსულიყო გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე, ვარჯიშის მეთოდებზე, ან რაიმე სხვა საკითხზე სასაუბროდ. ეს ფაქტი მახარებს, რადგან ვგრძნობ, რომ ფეხბურთელები მენდობიან."

მარტიალის ტრანსფერთან დაკავშირებით: "წარმომიდგენია ფანების რეაქცია, 50 მილიონი, მან აუცილებლად უნდა გაიტანოს, თუმცა ეს ასე არ არის, ანტონი მხოლოდ 19 წლისაა და ჯერ ადაპტაცია უნდა გაიაროს. თქვენ ნახეთ, როგორც უჭირდა დი მარიას, ის 27 წლის იყო, ფალკაო კი 29-ის. "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთლებზე ზეწოლა გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა კლუბებში, ამიტომ ვფიქრობ, ზედმეტი არ უნდა მოვითხოვოთ მარტიალისგან, ის უნდა შეეგუოს ჩვენს ფილოსოფიას და თამაშის სტილს, შემდეგ ვიხილავთ მისი ნიჭს."

ჯეიმს უილსონის არენდაზე: "ჯეიმსი ჩემპიონშიპის გუნდში უნდა წავიდეს. თუ რომელიმე თავმდამსხმელი დაიმტვრევა, მას აუცილებლად გამოვიძახებთ, მაგრამ მისთვის უკეთესი იქნება, თუ მეტ სათამაშო დროს მიიღებს და გამოცდილება დაუგროვდება. სეზონის ისე გატარება, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო, არ იქნება უილსონის პროგრესისთვის სასარგებლო."

იანუზაის "დორტმუნდში" გაშვებასთან დაკავშირებით: "მე ვუთხარი ადნანს, რომ 9 და 10 ნომრის პოზიციაზე შემეძლო მიმეცა შანსი, თუმცა გადავიფიქრე. იანუზაისთვის უკეთესი იქნებ, თუ სხვა გარემოში განვითარდება. ვნახოთ, იქნებ მათთან მეტი სათამაშო დრო მიიღოს და უკეთ განიცადოს პროგრესი."

მარტიალში გადახდილ თანხაზე: "საფეხბურთო სამყაროში არებობს ბაზარი და საბაზრო ფასი, ჩვენ ამ ფასზე გავლენის ქონა არ შეგვიძლია. მე ვუთხარი ედს(ვუდვორდს), რომ ის საუკეთესოა ამ ასაკის თავდამსხმელთა შორის და ჩვენ სამომავლოდ ფორვარდი გვჭირდება. შეგვეძლო, დაგვეცადა კიდევ ერთი წელი და მისი ფასი 10 მილიონით გაიზრდებოდა, ამიტომ ის შევიძინეთ და ზუსტად ისე განვავითარებთ, როგორც გუნდს დასჭირდება."

დე ხეას დარჩენასთან დაკავშირებით: "მე მჯეროდა, რომ ის დარჩებოდა. ეს ჩემს სიტყვებს ამტკიცებს, რომ ტრანსფერი პროცესია და არა-მოვლენა. ბოლო წუთამდე ვინარჩუნებდი იმედს. მოხარული ვარ, რომ დავიდი დარჩა, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. შარშან საუკეთესო იყო ჩემს გუნდში, არა მარტო ფანების, არამედ მოთამაშეთა აზრითაც. დე ხეა ჩემი სამომვლო გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია."

ტრავმირებულებთან დაკავშირებით: "სანაკრებო პაუზიდან ტრავმირებული მხოლოდ ანდრეას პერეირა დაბრუნდა. ფილ ჯონსი მანამდეც უქმობდა დაზიანების გამო, მისი მდგომარეობა გამოსწორდა და სავარაუდოდ მომავალ კვირას განაახლებს ვარჯიშს. კერიკი ჯანმრთელია, ის სწორად მოიქცა, როდესაც პირველივე საგანგაშ სინგალისას დატოვა ნაკრების განკარგულება და კლუბში დაბრუნდა. ვფიქრობ მაიკლი შეძლებს თამაშს, თუმცა ბოლო ვარჯიშზე კიდევ დავაკვირდები მას. საერთო ჯამში შაბათს გასამართ შეხვედრას მხოლოდ 2 ფეხბურთელის დანაკლისით ვხვდებით."
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
11 სექტემბერი 2015 21:03
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ყველა ძალიან კარგ ხასიათზეა კლუბში, პოზიტივი იგრძნობა და იმედია ხვალ მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე. 3 ქულას ველოდები. am
0
№2
ავტორი: kOsTiA
11 სექტემბერი 2015 21:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
admin gerrardis blic interiw gadatargmne gtxov dzalian sainteresoa..
0
№3
ავტორი: Mufc7
11 სექტემბერი 2015 21:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია, ხვალაც მოხარული იქნება და მიზეზი უკვე ''ლივერპულთან'' მოგება იქნება feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2015 21:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარტიალში გადახდილ დიდ თანხას რატო ამართლებს ამ ბანძი არგუმენტებით areyoukiddingme მაგას ვინ ჩივის, შოუშიც გადაიხადეს ბევრი მარა ამართლებს ჯერ-ჯერობით. წელს კარგად დაიწყო, ამასაც დრო დასჭირდება, ჯერ ძალიანა ხალგაზრდაა
0
№5
ავტორი: Count Alucard
11 სექტემბერი 2015 21:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
General,
იქნებ 30 გოლი გააქ წელს რა იცი ჯერ lol მართლა დებილები, ხომ არ არიან, ესე იგი უღირდათ რადგან გადაიხადეს.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 სექტემბერი 2015 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გუნდში რო არანაირი პრობლემები არ აქვს ვან გაალს ფეხბურთელებთან ეს აშკარაა და ამ პრესას ურჩევნია ისეთი ტყუილები მოიგონოს რო რაღაც დასაჯერებლი მაინც იყოს ხოლმე. რაც შეეხება სხვა დანარჩენ თემას მარტიალზე იმდენი ითქვა, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვით, გადაიხადეს და ვსოო რაა, გაამართლებს თუ არა ამას სამომავლოდ ვნახავთ.
0
№7
ავტორი: Count Alucard
11 სექტემბერი 2015 22:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვახო ( G G M U),
შეიძლება აქვს კიდევაც რაიმე პრობლემა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ და ჟურნალისტები კიდე ყველაფერს ამუქებენ lol
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 სექტემბერი 2015 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Count Alucard,
და ვის რა პრობლემა უნდა ქონდეს??? ან რატო უნდა ქონდეს??? ყოველშემთხევავში სერიოზული არა მგონია ვინმეს რამე პრობლემა ქონდეს ვან გაალთან.
0
№9
ავტორი: UTD-Rule
12 სექტემბერი 2015 10:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აბა ჩვენ გვკითხე თუ როგორ გაგვიხარდა რომეროს ყურება რომ არ მოგვიწევს მთელი სეზონი winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: tupaca
12 სექტემბერი 2015 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ერთი ვერსია მაქ დეხეას გასაპრავებლად მემგონი მაგან და ლუიმ ერთად დაგეგმეს ტრანსფერის ჩაშლა დევიდს წასვლა არ უნდოდა მაგრამ ედუინი სახეს აძრობდა ეხლა კიდე სუფთათ გამოძვრა და კლუბებს დაბრალდათ ყველაფერი ასე რომ ედუინი ვეღარ გაუტრაკებს პ.ს: ვინც კიდე გაბრაზებულები ხართ დეხეაზე და მათ შორის მეც ეს ვერსია დავიჯეროთ და გადაგვივლის :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top