თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2015, 21:02
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2676,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "მოხარული ვარ, რომ დავიდი დარჩა"
ლუი ვან გაალის წინა სამატჩო პრესკონფერენცია.
ვან გაალი:
"ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა ჟურნალისტების კითხვებს პასუხი დიდი ენთუზიაზმით გასცა. მან მრავალ საკითხზე ისაუბრა და როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ლუი დღეს კარგ ხასიათზე იყო.

ვან გაალი:

გასახდელში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით ჭორებზე: "მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს ჩემს მოთამაშეებთან. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, თუ რამდენი მოთამაშე მოდის რაიმეს სათქმელად ჩემთან. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არასდროს ყოფილა, რომ ამდენი ფეხბურთელი მოსულიყო გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე, ვარჯიშის მეთოდებზე, ან რაიმე სხვა საკითხზე სასაუბროდ. ეს ფაქტი მახარებს, რადგან ვგრძნობ, რომ ფეხბურთელები მენდობიან."

მარტიალის ტრანსფერთან დაკავშირებით: "წარმომიდგენია ფანების რეაქცია, 50 მილიონი, მან აუცილებლად უნდა გაიტანოს, თუმცა ეს ასე არ არის, ანტონი მხოლოდ 19 წლისაა და ჯერ ადაპტაცია უნდა გაიაროს. თქვენ ნახეთ, როგორც უჭირდა დი მარიას, ის 27 წლის იყო, ფალკაო კი 29-ის. "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთლებზე ზეწოლა გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა კლუბებში, ამიტომ ვფიქრობ, ზედმეტი არ უნდა მოვითხოვოთ მარტიალისგან, ის უნდა შეეგუოს ჩვენს ფილოსოფიას და თამაშის სტილს, შემდეგ ვიხილავთ მისი ნიჭს."

ჯეიმს უილსონის არენდაზე: "ჯეიმსი ჩემპიონშიპის გუნდში უნდა წავიდეს. თუ რომელიმე თავმდამსხმელი დაიმტვრევა, მას აუცილებლად გამოვიძახებთ, მაგრამ მისთვის უკეთესი იქნება, თუ მეტ სათამაშო დროს მიიღებს და გამოცდილება დაუგროვდება. სეზონის ისე გატარება, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო, არ იქნება უილსონის პროგრესისთვის სასარგებლო."

იანუზაის "დორტმუნდში" გაშვებასთან დაკავშირებით: "მე ვუთხარი ადნანს, რომ 9 და 10 ნომრის პოზიციაზე შემეძლო მიმეცა შანსი, თუმცა გადავიფიქრე. იანუზაისთვის უკეთესი იქნებ, თუ სხვა გარემოში განვითარდება. ვნახოთ, იქნებ მათთან მეტი სათამაშო დრო მიიღოს და უკეთ განიცადოს პროგრესი."

მარტიალში გადახდილ თანხაზე: "საფეხბურთო სამყაროში არებობს ბაზარი და საბაზრო ფასი, ჩვენ ამ ფასზე გავლენის ქონა არ შეგვიძლია. მე ვუთხარი ედს(ვუდვორდს), რომ ის საუკეთესოა ამ ასაკის თავდამსხმელთა შორის და ჩვენ სამომავლოდ ფორვარდი გვჭირდება. შეგვეძლო, დაგვეცადა კიდევ ერთი წელი და მისი ფასი 10 მილიონით გაიზრდებოდა, ამიტომ ის შევიძინეთ და ზუსტად ისე განვავითარებთ, როგორც გუნდს დასჭირდება."

დე ხეას დარჩენასთან დაკავშირებით: "მე მჯეროდა, რომ ის დარჩებოდა. ეს ჩემს სიტყვებს ამტკიცებს, რომ ტრანსფერი პროცესია და არა-მოვლენა. ბოლო წუთამდე ვინარჩუნებდი იმედს. მოხარული ვარ, რომ დავიდი დარჩა, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. შარშან საუკეთესო იყო ჩემს გუნდში, არა მარტო ფანების, არამედ მოთამაშეთა აზრითაც. დე ხეა ჩემი სამომვლო გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია."

ტრავმირებულებთან დაკავშირებით: "სანაკრებო პაუზიდან ტრავმირებული მხოლოდ ანდრეას პერეირა დაბრუნდა. ფილ ჯონსი მანამდეც უქმობდა დაზიანების გამო, მისი მდგომარეობა გამოსწორდა და სავარაუდოდ მომავალ კვირას განაახლებს ვარჯიშს. კერიკი ჯანმრთელია, ის სწორად მოიქცა, როდესაც პირველივე საგანგაშ სინგალისას დატოვა ნაკრების განკარგულება და კლუბში დაბრუნდა. ვფიქრობ მაიკლი შეძლებს თამაშს, თუმცა ბოლო ვარჯიშზე კიდევ დავაკვირდები მას. საერთო ჯამში შაბათს გასამართ შეხვედრას მხოლოდ 2 ფეხბურთელის დანაკლისით ვხვდებით."
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
13 სექტემბერი 2015 00:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არაუშავს, გავა დრო და დავივიწყებთ ამასაც. რუნიმ უარესი გააკეთა, მაგრამ დღეს აღარავის ახსოვს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top