თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2015, 16:58
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3125,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-5 ტური
თარიღი: შაბათი, 12 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი, კერიკი, პოუელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Valdes, Smalling, Blind, Shaw, Darmian, Varela, McNair, Rojo, Schneiderlin, Schweinsteiger, Valencia, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Valencia, Young, Depay, Martial, Pereira, Rooney, Wilson.


"იუნაიტედის" ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისში მინიმუმ 2019 წლამდე დარჩება, ეს კი იმას ნიშნავს რომ ესპანელი კიპერი სულ მალე დაიბრუნებს ძირითადში ადგილს, ეს შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩშივე მოხდეს.

"ლივერპულთან" შეხვედრაში დიდი ალბათობით შედგება "იუნაიტედის" ახალწვეულის, ანტონი მარტიალის, დებიუტი, რომელიც კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მონაკოდან" შეიძინა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


ტრავმირებულები: სტარიჯი, ფლენეგანი
დისკვალიფიკაცია: კოუტინიო
კითხვისნიშნისქვეშ: ლალანა, ჰენდერსონი, ალენი
განაცხადი: Mignolet, Bogdan, Lovren, Skrtel, Moreno, Gomez, Sakho, Clyne, Milner, Rossister, Ibe, Firmino, Lucas, Toure, Can, Origi, Ings, Benteke


დიდი ალბათობით ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადამ ლალანა და ჯორდან ჰენდერსონი, რომლებმაც ტრავმის გამო პრემიერ ლიგის მეოთხე ტური და სანაკრებო შეკრებაც გამოტოვეს. დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა დანიელ სტარიჯი, თუმცა იგი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 7 ქულა


ბოლო ექვსი შეხვედრა(ყველა ტურნირზე): მ-მ-მ-ფ-მ-წ


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო, "ოლდ ტრაფორდზე" - 7 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

ამასთან, ლუი ვან გაალის გუნდმა მხოლოდ 3 გამარჯვების მოპოვება მოახერხა პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში - 3 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი.

ბოლო 4 მატჩიდან, "წითელმა ეშმაკებმა" 3-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-7 ადგილი, 7 ქულა


ბოლო ექვსი შეხვედრა(გასული სეზონის ჩათვლით): მ-წ-მ-მ-ფ-წ


"ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში, გასვლით 2 შეხვედრაში 4 ქულა მოაგროვა.

თუმცა ბრენდან როჯერსის შეგირდების გამარჯვება "სტოკის" წინააღმდეგ იყო ერთადერთი ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში - 1 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი.

ჩატარებული 4 ტურის შემდეგ "ლივერპულმა", "იუნაიედის" მსგავსად 3 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, თუმცა ბოლო ტურში "ვესტ ჰემისგან" ერთბაშდ 3-ჯერ დაისაჯნენ.

"მერსესაიდელებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ მოარტყეს ბურთი ძელს - 5-ჯერ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: უეინ რუნი - 3 გოლი (0 პრემიერ ლიგაში).

თუკი უეინ რუნი ხვალ გასამართ შეხვედრაში გოლს გაიტანს, იგი გაუთანაბრდება დენის ლოუს და გაიყოფს მასთან ერთად მესამე ადგილს, "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით. ამ მაჩვენებლით ლიდერობს "ეშმაკების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი სერ ბობი ჩარლტონი (199), ხოლო მეორე ადგილი უკავია ჯეკ როულის (182).

დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირი: კოუტინიო, ბენტეკე - 1 გოლი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 192-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 77-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 64-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 8 შეხვედრიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

უკანასკნელი 28 შეხვედრიდან "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა ფრე. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2000 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა.

პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მატჩში სულ 16 წითელი ბარათია ნაჩვენები. პრემიერ ლიგის არსებობის განმავლობაში უფრო მეტი გაძევება მხოლოდ მერსეისაიდულ დერბიში მომხდარა - 20.

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 65 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 25 მოგება, "ლივერპული" - 13 მოგება, ფრე - 8.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 41 მოგება, "ლივერპული" - 16 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 14 მოგება, "ლივერპული" - 5 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "ლივერპული"

კვირა, 14 დეკემბერი, 2014
სწრებადობა: 75, 225
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში: უეინ რუნი 12' ხუან მატა 40' რობინ ვან პერსი 87'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
11 სექტემბერი 2015 18:12
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წინა შეხვედრის ანგარიში უნდა დავდოთ და წელსაც ორივე თამაში უნდა მოვიგოთ მიუხედავად იმისა,რომ სახარბიელო ფორმაში არ ვართ

ლივერპულთან სულ სხვა თამაში და მონდომება იქნება 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2015 18:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბენტეკეზე ხო იწერებოდა რო არ იქნებაო areyoukiddingme ტეხავს ეგ, შეჭამს დაცვას და ბლინდს

კოუტინიო დიდი დანაკლისია და ვნახოთ, ისედაც სვარკას თამაშობენ ეგენიც და წესით კი უნდა მოიგონ თავისუფლად. ჰენდერსონიც დიდი დანაკლისია, ნახევარდაცვით უნდა შეჭამონ
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 სექტემბერი 2015 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კოუტინიო და ჰენდერსონი რო არ ეყოლებათ უკვე კაია, მაგრამ ვინც არ უნდა ყავდეთ მაინც უნდა გადაურბინოთ.


ეს ოლივერი მაგრად არ მევასება რააა aggressive2
0
№4
ავტორი: Count Alucard
11 სექტემბერი 2015 19:52
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დღეს ისეთI პოზიტიური დღე გვქონდა, დე ხეას კონტრაქტის გამო, იმედია ხვალაც პოზიტიური დღე იქნება და დავამარცხებთ ლივერპულს.
0
№5
ავტორი: Mufc7
11 სექტემბერი 2015 20:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუცილებლად უნდა მოვიგოთ ხვალინდელი თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Dato-herera
11 სექტემბერი 2015 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Uechveli unda movigot))))
0
№7
ავტორი: ViDa
11 სექტემბერი 2015 21:06
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
დაცვის ხაზს აგვიოხრებენ ხვალ გული მიგრძნობს, მარა დავითას იმედი მაქ. იმედია რომეროს არ ჩააყენებენ თორე საერთოდ კატასტროფა იქნება ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: love united
11 სექტემბერი 2015 23:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა დაცვას ააწიოკენებ ბიჭო ღადაობთ? :დ კოუტინიო ყავთ ერთადერთი ვიზეც შეეძლოთ დაყრდნობა თუ თამაში წაუვიდოდა და ეგეც არ იქნება :დ წყნარი მოგება უნდა გავწუროთ თუ რამე ლოგიკა არსებობს.
0
№9
ავტორი: temo-scholes
12 სექტემბერი 2015 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
4 - 0 wink lol am

უბრალოდ მე ასე მინდა, winked მაგრამ ბლინდი თუ დააყენა დაცვის ცენტრში მაშინ კი დაგვერხა...
0
№10
ავტორი: აკო
12 სექტემბერი 2015 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
მარტივი თამაში ნამდვილად არ გველის, განსაკუთრებით დაცვის ხაზს ბლინდის თამადობით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top