თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2015, 16:58
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3125,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-5 ტური
თარიღი: შაბათი, 12 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი, კერიკი, პოუელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Valdes, Smalling, Blind, Shaw, Darmian, Varela, McNair, Rojo, Schneiderlin, Schweinsteiger, Valencia, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Valencia, Young, Depay, Martial, Pereira, Rooney, Wilson.


"იუნაიტედის" ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისში მინიმუმ 2019 წლამდე დარჩება, ეს კი იმას ნიშნავს რომ ესპანელი კიპერი სულ მალე დაიბრუნებს ძირითადში ადგილს, ეს შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩშივე მოხდეს.

"ლივერპულთან" შეხვედრაში დიდი ალბათობით შედგება "იუნაიტედის" ახალწვეულის, ანტონი მარტიალის, დებიუტი, რომელიც კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მონაკოდან" შეიძინა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


ტრავმირებულები: სტარიჯი, ფლენეგანი
დისკვალიფიკაცია: კოუტინიო
კითხვისნიშნისქვეშ: ლალანა, ჰენდერსონი, ალენი
განაცხადი: Mignolet, Bogdan, Lovren, Skrtel, Moreno, Gomez, Sakho, Clyne, Milner, Rossister, Ibe, Firmino, Lucas, Toure, Can, Origi, Ings, Benteke


დიდი ალბათობით ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადამ ლალანა და ჯორდან ჰენდერსონი, რომლებმაც ტრავმის გამო პრემიერ ლიგის მეოთხე ტური და სანაკრებო შეკრებაც გამოტოვეს. დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა დანიელ სტარიჯი, თუმცა იგი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 7 ქულა


ბოლო ექვსი შეხვედრა(ყველა ტურნირზე): მ-მ-მ-ფ-მ-წ


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო, "ოლდ ტრაფორდზე" - 7 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

ამასთან, ლუი ვან გაალის გუნდმა მხოლოდ 3 გამარჯვების მოპოვება მოახერხა პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში - 3 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი.

ბოლო 4 მატჩიდან, "წითელმა ეშმაკებმა" 3-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-7 ადგილი, 7 ქულა


ბოლო ექვსი შეხვედრა(გასული სეზონის ჩათვლით): მ-წ-მ-მ-ფ-წ


"ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში, გასვლით 2 შეხვედრაში 4 ქულა მოაგროვა.

თუმცა ბრენდან როჯერსის შეგირდების გამარჯვება "სტოკის" წინააღმდეგ იყო ერთადერთი ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში - 1 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი.

ჩატარებული 4 ტურის შემდეგ "ლივერპულმა", "იუნაიედის" მსგავსად 3 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, თუმცა ბოლო ტურში "ვესტ ჰემისგან" ერთბაშდ 3-ჯერ დაისაჯნენ.

"მერსესაიდელებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ მოარტყეს ბურთი ძელს - 5-ჯერ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: უეინ რუნი - 3 გოლი (0 პრემიერ ლიგაში).

თუკი უეინ რუნი ხვალ გასამართ შეხვედრაში გოლს გაიტანს, იგი გაუთანაბრდება დენის ლოუს და გაიყოფს მასთან ერთად მესამე ადგილს, "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით. ამ მაჩვენებლით ლიდერობს "ეშმაკების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი სერ ბობი ჩარლტონი (199), ხოლო მეორე ადგილი უკავია ჯეკ როულის (182).

დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირი: კოუტინიო, ბენტეკე - 1 გოლი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 192-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 77-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 64-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 8 შეხვედრიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

უკანასკნელი 28 შეხვედრიდან "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა ფრე. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2000 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა.

პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მატჩში სულ 16 წითელი ბარათია ნაჩვენები. პრემიერ ლიგის არსებობის განმავლობაში უფრო მეტი გაძევება მხოლოდ მერსეისაიდულ დერბიში მომხდარა - 20.

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 65 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 25 მოგება, "ლივერპული" - 13 მოგება, ფრე - 8.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 41 მოგება, "ლივერპული" - 16 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 14 მოგება, "ლივერპული" - 5 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "ლივერპული"

კვირა, 14 დეკემბერი, 2014
სწრებადობა: 75, 225
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში: უეინ რუნი 12' ხუან მატა 40' რობინ ვან პერსი 87'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
მატჩის წინ
14 კომენტარი
№11
ავტორი: tugushi
12 სექტემბერი 2015 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ვუგებთ
0
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
12 სექტემბერი 2015 21:18
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
სანამ დროა ვანგაალი გაუშვან გუნდიდან და მოლაპარაკებები დაიწყონ კლოპთან ან ანჩელოტისთან. ეს არის სვარკა და პორნოს მოყვარული მწვრთნელი. 45 წუთში კაფრში ვერ არ***ვდე ესეთ ლივერპულთან და საერთოდ მომენტს ვერ ქმნიდე,ლევანტეს დონეც არაა. ან რაუნდა ფელაინის თავდამსხმელად ამიხსნას ვინმემ,რატო გაიდაიხადეს მარტიალში 50 მილიონი? რატო დადის გუნდი სტადიონზე და რატო არ იწყებს სწრაფ შეტევას? რატო არ ურ***ვენ კარში,ან რატო ევრ თამაშობენ საერთოდ კომბინაციას? რა განსხვავებაა მოიესის უნაიტედს და ვანგაალი უნაიტედს შორის. აგერ რეალი მწვრთნელებს ყოველი სეზონის ბოლოს იცვლის და მაინც დაფრინავს გუნდი. სანამ სიტის ან რომელიემ გუნდს შევხვედრილვართ ისეთს,ამ მწვრთნელს გ ა ა ჯმევინონ გუნდიდან.
0
№13
ავტორი: abrama
12 სექტემბერი 2015 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ALEXFERGUSON,

Mgoni jer adrea mara dges ieti ram chaidina martialma rom...
0
№14
ავტორი: zatara
12 სექტემბერი 2015 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ALEXFERGUSON,

დღეს რამე სხვა თამაშს უყურე? ძალიან მაგრად ითამაშა გუნდმა ორივე ტაიმი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top