"მაჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, დავიდ დე ხეამ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისში 2019 წლამდე დარჩება.
ესპანელი კიპერი, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა, "იუნაიტედში" 2011 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ 175 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. დავიდმა კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის და საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.
დე ხეა: "ბედნიერი ვარ, რადგან მეძლევა საშუალება ამ კლუბთან ერთად ახალი ეტაპი დავიწყო ჩემს კარიერაში. ყოველთვის მსიამოვნებდა ასეთი დიდებულ მოთამაშეებთან ერთად ასპარეზობა, საუკეთესო ფანების წინაშე. "მანჩესტერ იუნაიტედი" განსაკუთრებული კლუბია, ხოლო "ოლდ ტრაფორდი" იდეალური ადგილი, რათა განვვითარდე. ვეცდები, მძიმე ზაფხული მალე დავივიწყო და კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო, თავდაუზოგავად ვიშრომებ, რათა თანაგუნდელებთან ერთად წარმატებას მივაღწიო."
ლუი ვან გაალი: "უზომოდ გახარებული ვარ, რადგან დავიდმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. ბედნიერი ვარ, რომ იგი ამ კლუბის ნაწილი იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. დავიდი გასულ წელს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის ბოლო ორი სეზონია კლუბის საუკეთესო მოთამაშის პრიზს იღებს. ის ძალიან პოპულარული მოთამაშეა და კვლავ აგრძელებს სწავლას და განვითარებას. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მან უკვე ბევრს მიაღწია, თუმცა ყველაფერი კიდევ წინ აქვს."