თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2015, 15:38
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2728,
კომენტარები: 26
დე ხეამ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა
დავიდ დე ხეა "ეშმაკი" მინიმუმ 2019 წლამდე იქნება.
დე ხეამ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა
"მაჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, დავიდ დე ხეამ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისში 2019 წლამდე დარჩება.

ესპანელი კიპერი, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა, "იუნაიტედში" 2011 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ 175 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. დავიდმა კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის და საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

დე ხეა: "ბედნიერი ვარ, რადგან მეძლევა საშუალება ამ კლუბთან ერთად ახალი ეტაპი დავიწყო ჩემს კარიერაში. ყოველთვის მსიამოვნებდა ასეთი დიდებულ მოთამაშეებთან ერთად ასპარეზობა, საუკეთესო ფანების წინაშე. "მანჩესტერ იუნაიტედი" განსაკუთრებული კლუბია, ხოლო "ოლდ ტრაფორდი" იდეალური ადგილი, რათა განვვითარდე. ვეცდები, მძიმე ზაფხული მალე დავივიწყო და კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო, თავდაუზოგავად ვიშრომებ, რათა თანაგუნდელებთან ერთად წარმატებას მივაღწიო."

ლუი ვან გაალი: "უზომოდ გახარებული ვარ, რადგან დავიდმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. ბედნიერი ვარ, რომ იგი ამ კლუბის ნაწილი იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. დავიდი გასულ წელს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის ბოლო ორი სეზონია კლუბის საუკეთესო მოთამაშის პრიზს იღებს. ის ძალიან პოპულარული მოთამაშეა და კვლავ აგრძელებს სწავლას და განვითარებას. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მან უკვე ბევრს მიაღწია, თუმცა ყველაფერი კიდევ წინ აქვს."
ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: Best 7
11 სექტემბერი 2015 17:05
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Aferisti!
0
№22
ავტორი: ALEXFERGUSON
11 სექტემბერი 2015 17:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
N10,
აი მართალი კაცი. ეს ვანგაალი ისეთი ჩოგანია,ღმერთმა იცის რას რატო აკეთებდა. ვინაა დარწმუნებული,რომ თვითონ კლუბს არ სურდა დეჰეას მაღალ ფასში გაყიდვა და რო არ გამოვიდა კონტრაქტი გაუხანგრძილვა. ან იქნებ ვანგაალის ფილისოფიას ვერ ერგებოდა დეჰეა კარგად? როგორც დეპაის ხედავდა რუნის უკან,როგორც იანგს ხედავდა დიმარიაზე მაგარ ფეხბურთელად და როგორც 3 მცველიან ტაქტიკას არ ეშვებოდა სანამ ბურთი არ დაგვახია ყველამ თავზე,იქნებ რომეროს უფრო ხედავდა უნაიტედის მეკარედ ვიდრე დეჰეას? ეგრე მარტვად არაა რა საქმე,ფეხბურთელს გუნდიდან უნდა წავსლა და 1 განცხადებსაც კი არ აკეთებს. ვარჯიშობს ყველა ვარჯიშს და არ აბმბობს უარს არაფერზე. აქ არავინ არიცის რამოხდა,იქნებ ვანგაალმა და კლუბმა დეჰეას გარეშე დაიყო რეალთან მოლაპარაკება? იქნებ 50 მილიონს ითხოვდა ვანგაალი? უამრავი აზრია და მარტო დეჰეას გინება არაა წორი საქციელი.
0
№23
ავტორი: JuanMata
11 სექტემბერი 2015 17:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ALEXFERGUSON

100% გეთანხმები, კლუბის შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონია რომ ვან გაალს უნდოდა რეალის რომელიმე ფეხბურთელი და ერთადერთი ვარიანტი, დე ხეათი მანიპულირება იყო. იცოდა რომ პერესს ძალიან უნდოდა და ბეილს ან რამოსს გამოტყუებდა, ვან გაალის თავში რა ტრიალებს რას გაიგებ. არ იყო ეს მარტო დე ხეას სურვილი, წასულიყო რეალში (საერთოდ თუ უნდოდა წასვლა).

რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ვარიანტში კარგი ნიუსია, ვაღიაროთ რომ მანჩესტერის მე-4 ადგილში დე ხეამ ლომის წვლილი დაიდო, მე მაინც ვაფასებ ამ კაცს, ერთადერთ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბედნიერია დარჩენით.

განცხადების გაკეთება წინასწარ, როცა გაურკვვლია სიტუაცია არავის უნდა, რომ ეთქვა დე ხეას დარჩენა მინდაო და ამ დროს ვან გაალს არ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი და რეალში გადასულიყო, მერე რეალის გულშემატკივრები როგორ მიიღებდნენ, დასრულდა ყველაფერი და თქვა თავისი სათქმელი.
0
№24
ავტორი: PaLoMo
12 სექტემბერი 2015 00:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ALEXFERGUSON,
100% xar.degeas araferi utqvams.magram ragac aramgonoa darches es 1 sezonis meti aq.imediaa karieras aq daasrulebs ;-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№25
ავტორი: salier1
12 სექტემბერი 2015 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
სეზონის ყველაზე მაგარი ტრანსფერი, იმედი დიდხანს დარჩება. ამას ზედმეტი არაფერი უთქვავს და არც ისაა გასაკვირი რო თავის ქვეყანაში დაბრუნება უნდოდა, არც დიმარიასავით მოქცეულა და ვარჯიშზე მისვლისთვის თავი არ აურიდებია. Respect !!!
0
№26
ავტორი: red devil
13 სექტემბერი 2015 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Commentმომავალ წელს მაინც წავა ასე მგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top