თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2015, 22:39
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2852,
კომენტარები: 22
დე ხეას კონტრაქტის მოლოდინში
"კარინგტონზე" ხორხე მენდესი გამოჩნდა
დე ხეას კონტრაქტის მოლოდინში
ბრიტანული პრესა ახალ, "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის სასიხარული ინფორმაციაზე ალაპარაკდა. Daily Mail-ის ცნობით, დევიდ დე ხეა "წითლებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ესპანელი კიპერის აგენტი, ხორხე მენდესი დღეს, "კარინგტონს" კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მისაღწევად ეწვია. დე ხეა ძალიან ახლოს იყო "რეალში" 29 მილიონ ფუნტად გადასვლასთან, მაგრამ "იუნაიტედის" ნებსით თუ უნებლიედ, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ახლა კი "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

დევიდს ერთ წელიწადში ეწურება კონტრაქტი, მის მადრიდში ტრანსფერს ზამთარში ვარაუდობენ, მაგრამ "იუნაიტედი" მზადაა ესპანელს წელიწადში 4 მილიონი ფუნტი შესთავაზოს. საინტერესოა, რომ დე ხეასთან და ხორხე მენდესთან ერთად "კარინგტონზე" მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
10 სექტემბერი 2015 22:40
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
თითქმის იგივე შემთხვევაა რაც რუნისთან იყო 2010 ში და 13-ში. ამჯერად აქ ყველაფერი ღიად და დაუმალავად ხდება, სიტუაციაც და ფანების რეაქციაც შესაბამისად უფრო დაძაბულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: Mufc7
10 სექტემბერი 2015 22:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბოდიშს რატომ არ იხდის?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Jubo
10 სექტემბერი 2015 22:44
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Mufc7,
რუნიმაც კონტრაქტი ს გაფორმების მერე მოიხადა ბოდიში:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: GeorgeBest
10 სექტემბერი 2015 22:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სხვა გზა არ აქვს და არც გუნდს აქვს სხვა გამოსავალი
0
№5
ავტორი: Silver
10 სექტემბერი 2015 22:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ეხლა მოაწერს winked
0
№6
ავტორი: SAF
10 სექტემბერი 2015 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მიეცით მეტი 4 მილიონი ევანსს ქონდა ბუბლიკ!



მაგრამ ზაფხულში რეალს უნდა მივყიდოთ მეზიზღება ეს დედა ****
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: love united
10 სექტემბერი 2015 23:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაია შემდეგ წელს ორმაგ ფასში გავყიდით.
0
№8
ავტორი: Esi
10 სექტემბერი 2015 23:21
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Mainc wava realshi da azri?
0
№9
ავტორი: wayne10
10 სექტემბერი 2015 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
დარჩება და რუნისავით იტყვის ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იუნაიტედიდან წასვლის მოთხოვნა იყოვო wink
0
№10
ავტორი: --REDFAN
10 სექტემბერი 2015 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
კარგი ამბავია. თუ დარჩება მშვენიერია, თუ წავა ნორმალურ ფასში მაინც გაუშვებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Fuck Barcelona and fuck Real Madrid, I’ve loved United since I was a kid ❤
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top