თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2015, 00:55
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 5619,
კომენტარები: 11
რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია
რუნიმ გოლის გატანა კვლავ მოახერხა
რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია
დღეს, ევრო 2016-ის საკვალფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. პირველი გოლი ჰარი კეინის ანგარიშზეა, რომელმაც ლუკ შოუს გადაცემით ისარგებლა და ნაკრები დააწინაურა. მატჩის მიწურულს ინგლისელთა კაპიტანმა, უეინ რუნიმ ანგარიში 2-მდე გაზარდა. 84-ე წუთზე მან თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-0.

ეს გოლი რუნისთვის 50-ე იყო. ამ შედეგით ის ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო, რომლის რეკორდიც 49 გოლი იყო.
ვიდეოები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 სექტემბერი 2015 00:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მოხდებოდა ისევ პენალტი არ ყოფილიყო? areyoukiddingme მაგრამ არაუშავრს, როგორც იქნა მოუხსნა რეკორდი და იმსახურებდა ამას

ეხლა კლუბის დროა
0
№2
ავტორი: Manchester_M
9 სექტემბერი 2015 02:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საინტერესოა ამ 50 დან რამდენი პენალიტია
0
№3
ავტორი: Mufc7
9 სექტემბერი 2015 02:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მშვენიერია. "იუნაიტედის" მაისურითაც გაიტანოს ახლა ბევრი გოლი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: red devil
9 სექტემბერი 2015 07:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
10ს კიდე შეაგდებს
0
№5
ავტორი: AkkRed
9 სექტემბერი 2015 09:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Manchester_M,

ბევრი არ იქნება იმიტომ, რომ ჯერარდის წასვლის მერე ურ***ვს რუნი პენლებს.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 სექტემბერი 2015 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შემდეგი მანჩესტერია... gun2 love
0
№7
ავტორი: ilker
9 სექტემბერი 2015 10:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
რუნი ვეღერაა ფორმაში, მარა ყოჩაღ მაინც. ჩვენთანაც დაიწყებს გატანას იმედიააა
0
№8
ავტორი: Malboro463
9 სექტემბერი 2015 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
საშინლად ითამაშა. ფორმაში ჩადგება საერთოდ?
0
№9
ავტორი: Jubo
9 სექტემბერი 2015 13:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მაინც პენალტით მოუწია მოხსნა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: Lee Sharpe
9 სექტემბერი 2015 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ინგლისს 1 პენალტი რომ არ დაუდონ არ შეიძლება? ან ამას რა უხარია. ვერ ჩადგა ფორმაში და ვერც ჩადგება თუ ეგრე გაგრძელა ცოტა ხანში ზარალი იქნება აქეთ
ახალი ათიანი გვინდა ევერტონიდან ზაფხულს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top