დღეს, ევრო 2016-ის საკვალფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. პირველი გოლი ჰარი კეინის ანგარიშზეა, რომელმაც ლუკ შოუს გადაცემით ისარგებლა და ნაკრები დააწინაურა. მატჩის მიწურულს ინგლისელთა კაპიტანმა, უეინ რუნიმ ანგარიში 2-მდე გაზარდა. 84-ე წუთზე მან თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-0.
ეს გოლი რუნისთვის 50-ე იყო. ამ შედეგით ის ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო, რომლის რეკორდიც 49 გოლი იყო.