თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2015, 19:52
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 11
სერხიო რომერო დანებებას არ აპირებს
არგენტინელი მეკარე ძირითადისთვის იბრძოლებს
სერხიო რომერო დანებებას არ აპირებს
„იუნაიტედის“ ახალი შენაძენი, სერხიო რომერო აცხადებს, რომ „მანჩესტერში“ გადასვლით მან ოცნება აიხდინა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ოცნება არ შეწყდეს.

28 წლის არგენტინელ მეკარეს სჯერა, რომ გუნდში ნომერი პირველ მეკარის პოსტი მას ჯერ არ ეკუთვნის და ამ ადგილის მისაღებად დიდი ბრძოლა მოუწევს.

„იუნაიტედში“ თამაში ოცნება იყო და ღმერთი თუ დამეხმარება, ეს ოცნება არ დასრულდება. აქამდეც ვამბობდი და კვლავ გავიმეორებ, დიდი მადლობა ვან გაალს ნდობისთვის. სეზონისთვის არც კი მოვმზადებულვარ ისე დავიწყე თამაში მსოფლიოს უდიდეს კლუბში.

მეკარისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ნდობას გრძნობდეს, რადგან გუნდში გოლკიპერის როტაცია არ ხდება - ის ან მთელ მატჩს თამაშობს, ან სათადარიგოზე უწევს მოხვედრა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მეკარის პოსტი „იუნაიტედში“ უკვე ჩემია. ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ვან გაალისგან და მისი შტაბისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ“
- დაასრულა რომერომ.

სერხიო რომეროს მომდევნო გამოცდის ჩაბარება 12 სექტემბერს, „ლივერპულთან“ მატჩში მოუწევს.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
8 სექტემბერი 2015 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
"სერხიო რომეროს მომდევნო გამოცდის ჩაბარება 12 სექტემბერს, „ლივერპულთან“ მატჩში მოუწევს"-----
ბებიამაგისამ წინა გამოცდები ხო ჩააბარა. ეხლა ლივერპულთან გამოჩნდება რა ბიჭია, ჯერჯერობით დიდი იმედებით ვერ ვუყურებ ამ მეკარეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: GeorgeBest
8 სექტემბერი 2015 20:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა არამგონია ჯერ დააყენოს. ჯერ ისიც საკითხავია ვაბშე თუ დააყენებს, მარა არ შეიძლება ამის იმედზე ყოფნა, თან ამის შემცვლელი რო ვალდესია ხო ვაბშე

ლინდეგაარდს რას ერჩოდნენ აზზე არ ვარ
0
№3
ავტორი: Lev
8 სექტემბერი 2015 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
General,
მეც ეგ კითხვა მიტრიალებს თავში. რეალურად რომ შევხედოთ ამდენი ხანია გუნდში და სამი მწვრთნელიდან არცერთმა არ მისცა საკმარისი შანსი, იქნებ ჰქონდა ამას მიზეზი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: GeorgeBest
8 სექტემბერი 2015 21:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Lev,
აი რომეროს მართლა რო ჯობდა იმედია ამაზე არავინ დაობს. რამდენიმე მატჩი ითამაშა და კარგი სეივებიც ჰქონდა. არ იყო პირველი მეკარე მარა აი ამ ორს მე პირადად ათჯერ მირჩევნია
0
№5
ავტორი: Esi
8 სექტემბერი 2015 22:22
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დანებდი რაა yuno
0
№6
ავტორი: Lev
8 სექტემბერი 2015 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
General,
იმედია ბარტეზივით ცანცარობებს არ დაიწყებს. ხან ისეთ ბურთს გამოაძრობდა ხოლმა და ხან...ვაბშე ისეთ სისულელეებს აკეთებდა ეგეტი მეკარე არ გამოგვადგება გუნდის თამაშზეც მოქმედებს დაცვაც პანიკაში ვარდება ხოლმე. იმედია დე ჰეას ათამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: Martial
8 სექტემბერი 2015 22:50
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მალე დაბრუნდება დე ხეა და აღარ მოგვიწევს ამის კარში ნახვა. ესეთი არასტაბილური მეკარე გუნდს დაღუპავს
0
№8
ავტორი: Mufc7
9 სექტემბერი 2015 02:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
12-ში გულიც გამისკდება,ალბათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 სექტემბერი 2015 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა გაუძლებს ამას მთელი სეზონი areyoukiddingme
0
№10
ავტორი: AkkRed
9 სექტემბერი 2015 09:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვინმესთან დისკუსია რომ მაქვს ფეხბურთზე და საერთოდ მანჩესტერს და მახსენებენ თუ ვინ გვიყენია კარში, მინდა ჯერ ეგ პიროვნება დავკუწო მერე ლუი და ბოლოს დე ხეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top