თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2015, 19:52
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2682,
კომენტარები: 11
სერხიო რომერო დანებებას არ აპირებს
არგენტინელი მეკარე ძირითადისთვის იბრძოლებს
სერხიო რომერო დანებებას არ აპირებს
„იუნაიტედის“ ახალი შენაძენი, სერხიო რომერო აცხადებს, რომ „მანჩესტერში“ გადასვლით მან ოცნება აიხდინა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ოცნება არ შეწყდეს.

28 წლის არგენტინელ მეკარეს სჯერა, რომ გუნდში ნომერი პირველ მეკარის პოსტი მას ჯერ არ ეკუთვნის და ამ ადგილის მისაღებად დიდი ბრძოლა მოუწევს.

„იუნაიტედში“ თამაში ოცნება იყო და ღმერთი თუ დამეხმარება, ეს ოცნება არ დასრულდება. აქამდეც ვამბობდი და კვლავ გავიმეორებ, დიდი მადლობა ვან გაალს ნდობისთვის. სეზონისთვის არც კი მოვმზადებულვარ ისე დავიწყე თამაში მსოფლიოს უდიდეს კლუბში.

მეკარისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ნდობას გრძნობდეს, რადგან გუნდში გოლკიპერის როტაცია არ ხდება - ის ან მთელ მატჩს თამაშობს, ან სათადარიგოზე უწევს მოხვედრა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მეკარის პოსტი „იუნაიტედში“ უკვე ჩემია. ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ვან გაალისგან და მისი შტაბისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ“
- დაასრულა რომერომ.

სერხიო რომეროს მომდევნო გამოცდის ჩაბარება 12 სექტემბერს, „ლივერპულთან“ მატჩში მოუწევს.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
9 სექტემბერი 2015 12:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Degea tu ar moawers contraqts xels an daayenebs an araa.romeros kide ras erchit tips msofliochempionatis finali aq natamashebi.da rac ar unda arastabiluri iyos.mainc dzalian gamocdiliaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top