თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2015, 04:30
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3637,
კომენტარები: 15
დე ხეას ტრანსფერი არ შედგა
რა ხდება დე ხეას გარშემო
დე ხეას ტრანსფერი არ შედგა
დავიდ დე ხეას ტრანსფერი ''რეალ მადრიდში'' არ შედგა, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ლა ლიგამ დაადასტურა, რომ არავითარი დოკუმენტი არ მიუღია.

''რეალმა'' და ''მანჩესტერმა'' შეთანხმებას მიაღწიეს, რაც გულისხმობდა, რომ დავიდ დე ხეა ინგლისს 29 მილიონ ფუნტად დატოვებდა, ხოლო მის ნაცვლად მანჩესტერში კეილორ ნავასი გადმობარგდებოდა.

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' განაცხადა, რომ გუნდმა ყველა დოკუმენტს მოაწერა ხელი და საბუთები დროულად გადაგზავნეს. ასევე, მანჩესტერი იუწყება, რომ ამის დამტკიცებაც შეუძლიათ.

''რეალიც'' და ''მანჩესტერიც'' შესაძლოა, ტექნიკური პრობლემების მსხვერპლნი გახდნენ, რაშიც კომპიუტერის გაუმართავობა იგულისხმება.

ესპანელი ექსპერტი გილიემ ბალაგე აცხადებს: "ლა ლიგამ დაადასტურა, რომ საბუთები დროზე გვიან მიიღენ, რის შედეგადაც ტრანსფერი არ განხორციელდა. ყველაფერი დასრულებული იყო და ყველა ელოდებოდა. დავიდ დე ხეა თავის მეგობარ გოგონასთან იმყოფებოდა სახლში. ფლორენტინო პერესი სანტიაგო ბერნაბეუზე იმყოფებოდა. ნავასიც იქვე იყო და ელოდებოდა დასასრულს. თუმცა, საბოლოოდ, საბუთებმა დაიგვიანა და ყველაფერი ჩაიშალა.

'სამი წლის წინ ანალოგიური სიტუაცია მოხდა ფაბიო კოენტრაოსთან დაკავშირებით, როდესაც მისი შეძენა სწორედ, რომ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სურდა. ''რეალმა'' ლა ლიგას ხუთი წუთის დამატება სთხოვა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დე ხეას ტრანსფერი არ შედგება!"

წყარო: Sky Sports
ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
1 სექტემბერი 2015 04:31
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
სავარაუდოდ ხვალ შუა დღისთვის გვეცოდინება სასამართლოს პასუხი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Count Alucard
1 სექტემბერი 2015 07:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Ramdenad martalia es yvelaferi saewvoa, ufro presis mogonil istorias gavs. Rac mtavaria ar shedga transferi da mouwevs chventan yofna, tumca aramgonia chveni maisurit kidev vnaxot odesme.
0
№3
ავტორი: red devil
1 სექტემბერი 2015 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სკამი ხეხოს ჯობია
0
№4
ავტორი: abrama
1 სექტემბერი 2015 08:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Egre unda garewars
0
№5
ავტორი: Manchester_M
1 სექტემბერი 2015 09:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნავასის და შიბალკობების მოყვანას ასეთი პრინციპულობა ჯობია იქნება შეგვეშვას მაინც ამ რეალმა :@
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 სექტემბერი 2015 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა იცით რაზე ვღადაობ??? მთელი ორი თვე იყო უკან და მაინცდამაინც ბოლო დღეს მიხვდნენ რო ფული უნდა გადაეხადათ დე ხეაში lol
0
№7
ავტორი: PaLoMo
1 სექტემბერი 2015 09:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
Neta martali iyoa :-) daalpos skamze vangaali uechveli tu xels ar moawers.tu moawers ra fassac gvinda imas gadavaxdevinebt reals .egre raa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: AkkRed
1 სექტემბერი 2015 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რო გაგვეშვა ჯობდა, ისეთი გუნდი ვყალიბდებით რომ ფეხბურთელებს ვაფუჭებთ?? არ შეიძლება მასეთი რამ უნდა წავიდეს. + ნავასიც მოჰყვვებოდა და მშვენიერი გარიგება გამოდიოდა
0
№9
ავტორი: chudikone
1 სექტემბერი 2015 10:49
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რო წასულიყო ჯობდა. არამგონია ვან გაალს თავში რაღაც გადაუტრიალდეს და ისევ დე ხეა ჩააყენოს და მითუმეტეს არც დე ხეა მოინდომებს კონტრაქტზე ხელის მოწერას და სეზონის ბოლოს წავა უფასოდ ისედაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Jubo
1 სექტემბერი 2015 11:33
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვუდვორდის მაფია spiteful2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top