"Sky Sports"-ის ინფრომაციით, "მანჩეტერ იუნაიტედმა" ოფიციალური წინადადებით მიმართა "საუთჰემპტონს", სადიო მანეს თაობაზე.
წყაროს ცნობით, შეთავაზება გასულ კვირას განხორციელდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ სტადიაზე იმყოფება ტრანსფერი.
23 წლის ვინგერი, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთრიკის ავტორია (2 წუთი და 56 წამი), ითვლება პედრო როდრიგეზის ალტერნატივად. გავრცელებული ინფორმაციით ესპანელი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.
მანე "წმინდანებს" 11.8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა "რედ ბულ სალზბურგიდან" და პრემიერ ლიგის პირველივე სეზონში მოახერხა 10 გოლის გატანა.
ბოლო დღეებში ინგლისური და ესპანური პრესა "იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებდა პედროს, თუმცა ლუი ვან გაალმა არ ისურვა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა და არჩევანი სენეგალელზე შეაჩერა.