თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2015, 21:06
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3363,
კომენტარები: 23
"იუნაიტედს" სადიო მანე სურს
"Sky Sports"-ის ინფრომაციით, "იუნაიტედმა" ოფიციალური წინადადებით მიმართა "საუთჰემპტონს", სადიო მანეს თაობაზე.
"Sky Sports"-ის ინფრომაციით, "მანჩეტერ იუნაიტედმა" ოფიციალური წინადადებით მიმართა "საუთჰემპტონს", სადიო მანეს თაობაზე.

წყაროს ცნობით, შეთავაზება გასულ კვირას განხორციელდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ სტადიაზე იმყოფება ტრანსფერი.

23 წლის ვინგერი, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთრიკის ავტორია (2 წუთი და 56 წამი), ითვლება პედრო როდრიგეზის ალტერნატივად. გავრცელებული ინფორმაციით ესპანელი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

მანე "წმინდანებს" 11.8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა "რედ ბულ სალზბურგიდან" და პრემიერ ლიგის პირველივე სეზონში მოახერხა 10 გოლის გატანა.

ბოლო დღეებში ინგლისური და ესპანური პრესა "იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებდა პედროს, თუმცა ლუი ვან გაალმა არ ისურვა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა და არჩევანი სენეგალელზე შეაჩერა.

Sky Sports
ტრანსფერები
23 კომენტარი
№21
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 აგვისტო 2015 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია დიდი ჭორია, რა მანე... derpwhy
0
№22
ავტორი: AkkRed
20 აგვისტო 2015 11:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე მომწონს და იმედია გადმოვა და გაამართლებს
0
№23
ავტორი: ilker
21 აგვისტო 2015 09:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
მანეს შედარება იყო იუნაიტედის ფეხბურთელებთან goal-ზე თუ skysports-ზე და რუნის აქ ერთი ამაზე მეტი გატანილი, რვპ-ს ამდენივე, ხოლო ჰერერა-ფელაინის ნაკლები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top