თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2015, 16:31
ავტორი: Wardell,
ნანახია: 4080,
კომენტარები: 11
Redarmy.ge-ს ფენტეზის ლიგა - სიახლეები
გთავაზობთ ფენტეზის ლიგის შედეგებს, საუკეთესო გუნდებს და მრავალ საინტერესო სიახლეს.
Redarmy.ge-ს ფენტეზის ლიგა - სიახლეები
დადგა ასე ნანატრი დრო და პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონმა გეზი აიღო. პირველივე ტური ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. ლამაზ ფეხბურთს მოწყურებულმა მაყურებელმა სტარტშივე სიამოვნების დიდი დოზა მიიღო. "მანჩესტერ იუნაიტედმაც" გულშემატკივარს გული არ დასწყვიტა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მოკლედ რომ ვთქვათ, ლოდინი ღირდა.

პრემიერ ლიგის დაწყებასთან ერთად დაიწყო ჩვენი უაღრესად საინტერესო გათამაშებაც, რომელმაც ნამდვილი ვნებათაღელვა გამოიწვია მომხარებლებს შორის. ჩვენს ლიგაში უკვე 200-მდე მომხარებელია და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. პირველი ტურის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვყავს ლიდერები, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ 37 კვირაა წინ, რა დროშიც ძალიან ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი. შემოგთავაზებთ ათეულს, რომელიც ამ დროისთვის ლიდერობს Redarmy.ge-ს ლიგას:

Redarmy.ge-ს ფენტეზის ლიგა - სიახლეები


ეს კი ის გუნდია, რომელმაც ლევან გრიგალაშვილს 69 ქულა მოუტანა:

Redarmy.ge-ს ფენტეზის ლიგა - სიახლეები


ყოველი ტურის შემდეგ დაიდება ანალოგიური სტატია, სადაც საუკეთესო ათეულის და ტურის საუკეთესო გუნდის სურათი იქნება. ამასთან, მოდი ვნახოთ ის 11-ეული, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და "ოცნების გუნდის" სახელითაა ცნობილი:

Redarmy.ge-ს ფენტეზის ლიგა - სიახლეები


ტურის საუკეთესო მექულე კი იაია ტურე გახდა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა და "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ და გაცნობოთ, რომ თუკი თქვენ გყავთ მოთამაშე, რომელსაც ნარინჯისფერი ან წითელი უჯრა უნთია, მოერიდეთ მის ძირითადში დაყენებას რადგან მათი თამაში საეჭვოა. ასეთები კი არიან:

Redarmy.ge-ს ფენტეზის ლიგა - სიახლეები


მომდევნო ტური 14-15-16-17 აგვისტოს გაიმართება, ტურს კვლავ "წითელი ეშმაკები" გახსნიან, ისინი გასვლაზე ბირმიგემის "ასტონ ვილას" დაუპირისპირდებიან.

მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ წარმატებებს !!!
ფენტეზის ლიგა
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 აგვისტო 2015 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომავალ ტურში იმედია უკეთეს შედეგს დავდებ wink კურტუას აღარ გავაკარებ ძირითადს derpwhy
0
№2
ავტორი: Wardell
11 აგვისტო 2015 16:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
geobalu12,
თუ ტრანსფერები wildcard-ით გააკეთე მაშინ არ დაგაკდება არცერთი ქულა, ხოლო თუ wildcardis გარეშე 24 ქულა მოგაკლდება smile
0
№3
ავტორი: AkkRed
11 აგვისტო 2015 16:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
9 კაცი შევცვალე :d
0
№4
ავტორი: Gega Beckham
11 აგვისტო 2015 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
ყველა ტურში ერთიდაიგივე თანხა გვაქვს?
0
№5
ავტორი: Wardell
11 აგვისტო 2015 17:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Gega Beckham,
რას ნიშნავს ყოველ ტურში ერთიდაიგივე თანხა გაქვს? 100 მილიონი გეძლევა რეგისტრაციისას და ვსიო მერე არც გემატება და არც გაკლდება, ყოველ ტურში შეგიძლია ერთი ტრანსფერის გაკეთება.
0
№6
ავტორი: Jubo
11 აგვისტო 2015 17:46
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მესამე foreveralonehappy



უილდქარდი გამოვიყენე და ესაც ჩემი ახალი გუნდი. თავდასხმაში მოვიკოჭლებ მარა ნახევარდაცვა გადამიყვანს პირველზე smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Esi
11 აგვისტო 2015 19:16
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კომპანი ვისაც ეყენა იმენა ააშენა:დ ვსო აწი ვეღარ გაიბრწყინებს ეგ lol
0
№8
ავტორი: geobalu12
12 აგვისტო 2015 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მეორე ტურიდან ვერთვები კონკურსს! ესეც ჩემი მოთამაშეები! ლიმიტის გამო აგუერო ვერ ვიყიდე, თუმცა ტურებში ტრანსფერების განხორციელების შემდეგ დავზოგავ თანხას!

0
№9
ავტორი: NoMaC
12 აგვისტო 2015 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
kompanym 28 qula aigo chemtan imena gizhi kacia :D me-13 adgilze var
0
№10
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2015 12:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
karocher a mainteresebs wyoba da shemadgenbloba rogor shevcvaloo?

vnaxe ukve :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top