თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2015, 09:54
ავტორი: Wardell,
ნანახია: 5573,
კომენტარები: 24
პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი
მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული კითხვები.
პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი
როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ Redarmy.ge-მ ახალ პროექტს, Fantasy Premier League-ს, ჩაუყარა საფუძველი. პროექტის მთავარი არსი მომხარებლების გახალისება და აქტიურობაა. ეს არის ძალიან საინტერესო, დაძაბული, სახალისო, აზარტული და ამავდროულად მომგებიანი გათამაშება.

პროექტს უკვე ძალიან ბევრი მომხარებელი ჰყავს და ისინი მოუთმელნად ელოდნენ პრემიერ ლიგის პირველ ტურს, რათა მოესინჯათ საკუთარი ძალები გათამაშებაში. მათ შორისაა ბევრი ისეთიც, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს ბოლომდე ჩართვა და ეს სტატია სწორედ მათთვისაა. ვეცდები, ყველა იმ აქტუალურ და საჭირო კითხვას ვუპასუხო, რომლებიც მომხმარებლების მიერ იქნა დასმული. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარებში თქვენთვის საინტერესო რამ იკითხოთ და ჩვენც უპასუხოდ არ დაგტოვებთ:

სად დავრეგისტრირდე და როგორ?

ეს პროცესი ძალიან ადვილია, თუმცა ბევრს მაინც გაუჭირდა. http://fantasy.premierleague.com-ზე შესვლის შემდეგ ვირჩევთ რეგისტრაციის ღილაკს და ვავსებთ ყველა საჭირო ველს, გთხოვთ მიუთითოთ ის სახელი და გვარი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში გიწერიათ, რათა გამარჯვების შემთხვევაში ადვილი გახდეს იდენტიფიცირება. ყველა ზემოხსენებულის შესრულების შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ლინკი, რომლითაც ხდება ექაუნთის გააქტიურება. ლინკზე გადასვლის და გააქტიურების შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ გუნდის არჩევა. არ აგერიოთ Fantasy Premier League და Ultimate Fantasy Premier League რადგან ეს ორი სრულიად განსხვავებული გათამაშებაა. უფრო დაწვრილებით, რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.

როგორ ჩავერთო Redarmy.ge-ს გათამაშებაში?

რეგისტრაციის გავლისა და გუნდის არჩევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ, გაწევრიანდეთ ლიგებში. ლიგა შეიძლება იყოს დახურული და ღია, დახურულ ლიგას აქვს თავისი კოდი, რომლის გარეშეც იქ ვერ გაწევრიანდებით. Redarmy.ge-მაც სწორედ დახურული ჯგუფი შექმნა, რომლის კოდია: 549483-303583. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის:

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


რამდენი მოთამაშის არჩევა შემიძლია?

გუნდის შექმნის პროცესში ირჩევთ 15 მოთამაშეს: 2 მეკარეს, 5 მცველს, 5 ნახევარმცველს და 3 შემტევს, რომელთაგან 11 იქნება ძირითადი მოთამაშე, ხოლო 4 სათადარიგო. ამასთან, პრემიერ ლიგის თითოეული გუნდიდან არ შეგიძლიათ 3 მოთამაშეზე მეტის არჩევა. გუნდის დასაკომპლექტებლად თქვენ 100 მილიონი გეძლევათ.


როგორ ვაგროვებ ქულებს?

გათამაშებაში გასამარჯვებლად ყველაზე მეტი ქულის დაგროვებაა საჭირო, ხოლო ეს ქულები ძალიან საინტერესოდ იწერება. განსხვავებულია ქულები პოზიციების მიხედვით, საერთო არის ის, რომ თითოეული არჩეული მოთამაშე 1-60 წუთის თამაშისას იღებს 1 ქულას, ხოლო 60+ წუთის მოედანზე გატარებისთვის 2 ქულას, ასევე ნებისმიერი მოთამაშე ყვითელი ბარათის მიღებისთვის ისჯება -1 ქულით, ხოლო წითელი ბარათის შემთხვევაში -2 ქულით.

გატანილი გოლი, მცველი/მეკარე - 6ქ.
გატანილი გოლი, ნახევარმცველი - 5ქ.
გატანილი გოლი, თავდამსხმელი - 4ქ.
მშრალად შენახული კარი, მცველი/მეკარე - 3ქ.
მშრალად შენახული კარი, ნახევარმცველი - 1ქ.
საგოლე გადაცემა - 3ქ.
ყოველი 3 სეივისთვის, მეკარე - 1ქ.
პენალტის მოგერიება - 5ქ.
პენალტის გაცუდება - (-)2ქ.
ყოველი 2 გაშვებული ბურთი, მცველი/მეკარე - (-)1ქ.

მემატება თუ არა სათადარიგო ფეხბურთელის მიერ მომატებული ქულა?

დიახ, თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სათადარიგო მოთამაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაინაცვლებს ავტომატურად ძირითადში და მოგიმატებთ ქულას, თუკი ძირითადის რომელიმე ფეხბურთელმა უცაბედად ტრავმა მიიღო ან შეხვედრა გადაიდო, ასევე, სათადარიგო ფეხბურთელი ჩაერთვება საქმეში, თუკი მისი ამპლუის ძირითადის წევრმა 0 წუთი დაჰყო მოედანზე.

შემიძლია თუ არა სათამაშო ტაქტიკის შეცვა და როგორ?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სათამაშო ტაქტიკის არჩევა, თუმცა ეს ხდება ავტომატურად: თუკი თქვენ მცველს შეცვლით ნახევარმცველით, თქვენი სისტემა ავტომატურად გადაეწყობა 4-მცველიანიდან, 3-მცველიანზე და ასე შემდეგ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენს თერთმეტეულში აუცილებლად უნდა იყოს 1 მეკარე, მინიმუმ 3 მცველი, მინიმუმ 3 ნახევარმცველი და მინიმუმ 1 შემტევი.

შემიძლია თუ არა ტრანსფერის გაკეთება და როგორ?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ტრანსფერების გაკეთება, თუმცა თითოეულ ტურში "უფასო" მხოლოდ 1 ტრანსფერია, ყოველ შემდეგზე დაგროვილი ქულებიდან 2-2 დაგაკლდებათ. ტრანსფერის გაკეთება ძალიან მარტივია, მთავარ ლენტაზე სადაც ქულების, ლიგისა და სხვა დანარჩენის ნახვა შეგიძლიათ, არის უჯრა "Transfers":

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


აქ გადასვლის შემდეგ, იმ მოთამაშის ზევით არსებულ ყვითელ უჯრედს მონიშნავთ, რომლის გაყიდვაც გსურთ და გვერდზე ჩამონათვლიდან აირჩევთ სასურველს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმ ამპლუის ფეხბურთელის დამატება შეგიძლიათ, რომელსაც ყიდით.

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


შემიძლია თუ არა ტრანსფერებისთვის ფულის მომატება?

არა, ეს თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან სისტემის მიერ ყოველი მომხმარებლისთვის ერთნაირი ოდენობის "ფულია" გამოყოფილი.

სად ვნახო რამდენი ქულა მაქვს?

საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენ ავტომატურად იქ შეხვალთ, სადაც თქვენი ქულები წერია:

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


1. ამა თუ იმ ტურში მოპოვებული ქულა.
2. საერთო ქულების რაოდენობა.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ თქვენ მიერ არჩეულ ლიგებში რომელ ადგილზე იმყოფებით:

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


რა პრივილეგია აქვთ კაპიტანს და ვიცე-კაპიტანს?

კაპიტანი არის მოთამაშე, რომელსაც შეხვედრაში მიღებული ქულები უორმაგდება, მაგალითად, თუ თქვენ მიერ არჩეულმა კაპიტანმა 5 ქულა დააგროვა, თქვენ 5-ის ნაცვლად 10 ქულა დაგემატებათ. რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუორმაგდება ქულები, თუკი კაპიტანი არ ითამაშებს, ტრავმისა თუ სხვა მიზეზის გამო.

რას ნიშნავს მოთამაშეების სახელებს ზევით არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი და წითელი უჯრები?

ხსენებული უჯრები ჩნდება მაშინ, თუკი მოთამაშეს აქვს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია და, სავარაუდოდ, გამოტოვებს შემდეგ მატჩს. ყვითელი უჯრა ნიშნავს იმას, რომ მისი თამაშის ალბათობა 75%-ა, სტაფილოსფერი უჯრის შემთხვევაში მოთამაშის მოედანზე გამოსვლა 50/50-ზეა, ხოლო წითლი უჯრა ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ვერ მიიღებს მონაწილეობას შემდეგ შეხვედრაში, სერიოზული ტრავმისა ან დისკვალიფიკაციის გამო.

რა არის უაილდქარდი?

უაილდქარდი არის შესაძლებლობა, ტურში გააკეთო შეუზღუდავი რაოდენობის ტრანსფერი "უფასოდ". თუმცა უაილდქარდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ- ერთხელ პირველ წრეში და ერთხელაც მეორე წრეში.
ფენტეზის ლიგა
24 კომენტარი
№1
ავტორი: uri13
10 აგვისტო 2015 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
qulebi rogorvnaxo ramdenimaqvs

vinmem mitgxarit xalxi arxart :D

sad
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 აგვისტო 2015 11:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
uri13,
ხო წერია? areyoukiddingme

კურტუამ დამღუპა 40 ქულა ავაგდე ისე wink ეს ზამენების ამბავი არ ვიცოდი თორე ყველა ზამენამ რაღც ქნა ჩემთან. ლონგმა შეაგდო თან areyoukiddingme

მადლობა ლაშას ესეთი კეთილი როა
0
№3
ავტორი: გაბადაძე
10 აგვისტო 2015 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
55 ქულა ავიღე მეკარეებმა დამგუპეს wink არც ლორისი არ ათამაშეს და არც დე ხეა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Goginashvili777
10 აგვისტო 2015 11:28
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ყველაფერი მარტივია, იმედია, ავტორისთან ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეთ.. რაც შეეხება ქულებს, ძალიან ცოტა, 23 ქულა დავაგროვე ეს იმიტომ რომ ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურტელები დავიმატე, მაგრამ ეს ტური განსხვავებული გამოდგა. მომდევნო ტურის იმედზე ვარ, წარმატებები სუყველას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: bziki
10 აგვისტო 2015 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
წყობას ვერ ვცვლი, ვცვლი მაგრამ ისევ ძველს აბრუნებს და როგორ გავაკეთო რო აღარ შეიცვალოს?
0
№6
ავტორი: bziki
10 აგვისტო 2015 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დავამუღამე :)
0
№7
ავტორი: Malboro463
10 აგვისტო 2015 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ყვითელმა ბარათებმა და კურტუამ დამღუპა
0
№8
ავტორი: JuanMata
10 აგვისტო 2015 12:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერთი კითხვა მაქვს. ახლა სულ ეს გუნდი მეყოლება, რაც პირველ ტურში ავირჩიე?
0
№9
ავტორი: Wardell
10 აგვისტო 2015 13:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
bziki,
Ro shecvli da daayeneb shentvis sasurvel wyobas, mere shemadgenlobis qvevit aria ghilaki "confirm your team" da magas unda daajiro.

JuanMata,
Xom weria rom transferebis gaketeba shegidzlia :/
0
№10
ავტორი: JuanMata
10 აგვისტო 2015 13:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
Wardell

ჰო წავიკითხე, უბრალოდ თავიდან მეგონა ყოველი ტურის წინ ახალ გუნდს აკეთებდი :))
შემდეგი ტურისთვის აშკარად დამჭირდება ტრანსფერები :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top