თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2015, 09:54
ავტორი: Wardell,
ნანახია: 5436,
კომენტარები: 24
პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი
მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული კითხვები.
პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი
როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ Redarmy.ge-მ ახალ პროექტს, Fantasy Premier League-ს, ჩაუყარა საფუძველი. პროექტის მთავარი არსი მომხარებლების გახალისება და აქტიურობაა. ეს არის ძალიან საინტერესო, დაძაბული, სახალისო, აზარტული და ამავდროულად მომგებიანი გათამაშება.

პროექტს უკვე ძალიან ბევრი მომხარებელი ჰყავს და ისინი მოუთმელნად ელოდნენ პრემიერ ლიგის პირველ ტურს, რათა მოესინჯათ საკუთარი ძალები გათამაშებაში. მათ შორისაა ბევრი ისეთიც, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს ბოლომდე ჩართვა და ეს სტატია სწორედ მათთვისაა. ვეცდები, ყველა იმ აქტუალურ და საჭირო კითხვას ვუპასუხო, რომლებიც მომხმარებლების მიერ იქნა დასმული. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარებში თქვენთვის საინტერესო რამ იკითხოთ და ჩვენც უპასუხოდ არ დაგტოვებთ:

სად დავრეგისტრირდე და როგორ?

ეს პროცესი ძალიან ადვილია, თუმცა ბევრს მაინც გაუჭირდა. http://fantasy.premierleague.com-ზე შესვლის შემდეგ ვირჩევთ რეგისტრაციის ღილაკს და ვავსებთ ყველა საჭირო ველს, გთხოვთ მიუთითოთ ის სახელი და გვარი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში გიწერიათ, რათა გამარჯვების შემთხვევაში ადვილი გახდეს იდენტიფიცირება. ყველა ზემოხსენებულის შესრულების შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ლინკი, რომლითაც ხდება ექაუნთის გააქტიურება. ლინკზე გადასვლის და გააქტიურების შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ გუნდის არჩევა. არ აგერიოთ Fantasy Premier League და Ultimate Fantasy Premier League რადგან ეს ორი სრულიად განსხვავებული გათამაშებაა. უფრო დაწვრილებით, რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.

როგორ ჩავერთო Redarmy.ge-ს გათამაშებაში?

რეგისტრაციის გავლისა და გუნდის არჩევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ, გაწევრიანდეთ ლიგებში. ლიგა შეიძლება იყოს დახურული და ღია, დახურულ ლიგას აქვს თავისი კოდი, რომლის გარეშეც იქ ვერ გაწევრიანდებით. Redarmy.ge-მაც სწორედ დახურული ჯგუფი შექმნა, რომლის კოდია: 549483-303583. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის:

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


რამდენი მოთამაშის არჩევა შემიძლია?

გუნდის შექმნის პროცესში ირჩევთ 15 მოთამაშეს: 2 მეკარეს, 5 მცველს, 5 ნახევარმცველს და 3 შემტევს, რომელთაგან 11 იქნება ძირითადი მოთამაშე, ხოლო 4 სათადარიგო. ამასთან, პრემიერ ლიგის თითოეული გუნდიდან არ შეგიძლიათ 3 მოთამაშეზე მეტის არჩევა. გუნდის დასაკომპლექტებლად თქვენ 100 მილიონი გეძლევათ.


როგორ ვაგროვებ ქულებს?

გათამაშებაში გასამარჯვებლად ყველაზე მეტი ქულის დაგროვებაა საჭირო, ხოლო ეს ქულები ძალიან საინტერესოდ იწერება. განსხვავებულია ქულები პოზიციების მიხედვით, საერთო არის ის, რომ თითოეული არჩეული მოთამაშე 1-60 წუთის თამაშისას იღებს 1 ქულას, ხოლო 60+ წუთის მოედანზე გატარებისთვის 2 ქულას, ასევე ნებისმიერი მოთამაშე ყვითელი ბარათის მიღებისთვის ისჯება -1 ქულით, ხოლო წითელი ბარათის შემთხვევაში -2 ქულით.

გატანილი გოლი, მცველი/მეკარე - 6ქ.
გატანილი გოლი, ნახევარმცველი - 5ქ.
გატანილი გოლი, თავდამსხმელი - 4ქ.
მშრალად შენახული კარი, მცველი/მეკარე - 3ქ.
მშრალად შენახული კარი, ნახევარმცველი - 1ქ.
საგოლე გადაცემა - 3ქ.
ყოველი 3 სეივისთვის, მეკარე - 1ქ.
პენალტის მოგერიება - 5ქ.
პენალტის გაცუდება - (-)2ქ.
ყოველი 2 გაშვებული ბურთი, მცველი/მეკარე - (-)1ქ.

მემატება თუ არა სათადარიგო ფეხბურთელის მიერ მომატებული ქულა?

დიახ, თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სათადარიგო მოთამაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაინაცვლებს ავტომატურად ძირითადში და მოგიმატებთ ქულას, თუკი ძირითადის რომელიმე ფეხბურთელმა უცაბედად ტრავმა მიიღო ან შეხვედრა გადაიდო, ასევე, სათადარიგო ფეხბურთელი ჩაერთვება საქმეში, თუკი მისი ამპლუის ძირითადის წევრმა 0 წუთი დაჰყო მოედანზე.

შემიძლია თუ არა სათამაშო ტაქტიკის შეცვა და როგორ?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სათამაშო ტაქტიკის არჩევა, თუმცა ეს ხდება ავტომატურად: თუკი თქვენ მცველს შეცვლით ნახევარმცველით, თქვენი სისტემა ავტომატურად გადაეწყობა 4-მცველიანიდან, 3-მცველიანზე და ასე შემდეგ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენს თერთმეტეულში აუცილებლად უნდა იყოს 1 მეკარე, მინიმუმ 3 მცველი, მინიმუმ 3 ნახევარმცველი და მინიმუმ 1 შემტევი.

შემიძლია თუ არა ტრანსფერის გაკეთება და როგორ?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ტრანსფერების გაკეთება, თუმცა თითოეულ ტურში "უფასო" მხოლოდ 1 ტრანსფერია, ყოველ შემდეგზე დაგროვილი ქულებიდან 2-2 დაგაკლდებათ. ტრანსფერის გაკეთება ძალიან მარტივია, მთავარ ლენტაზე სადაც ქულების, ლიგისა და სხვა დანარჩენის ნახვა შეგიძლიათ, არის უჯრა "Transfers":

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


აქ გადასვლის შემდეგ, იმ მოთამაშის ზევით არსებულ ყვითელ უჯრედს მონიშნავთ, რომლის გაყიდვაც გსურთ და გვერდზე ჩამონათვლიდან აირჩევთ სასურველს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმ ამპლუის ფეხბურთელის დამატება შეგიძლიათ, რომელსაც ყიდით.

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


შემიძლია თუ არა ტრანსფერებისთვის ფულის მომატება?

არა, ეს თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან სისტემის მიერ ყოველი მომხმარებლისთვის ერთნაირი ოდენობის "ფულია" გამოყოფილი.

სად ვნახო რამდენი ქულა მაქვს?

საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენ ავტომატურად იქ შეხვალთ, სადაც თქვენი ქულები წერია:

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


1. ამა თუ იმ ტურში მოპოვებული ქულა.
2. საერთო ქულების რაოდენობა.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ თქვენ მიერ არჩეულ ლიგებში რომელ ადგილზე იმყოფებით:

პროექტი ფენტეზის ლიგა - გიდი


რა პრივილეგია აქვთ კაპიტანს და ვიცე-კაპიტანს?

კაპიტანი არის მოთამაშე, რომელსაც შეხვედრაში მიღებული ქულები უორმაგდება, მაგალითად, თუ თქვენ მიერ არჩეულმა კაპიტანმა 5 ქულა დააგროვა, თქვენ 5-ის ნაცვლად 10 ქულა დაგემატებათ. რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუორმაგდება ქულები, თუკი კაპიტანი არ ითამაშებს, ტრავმისა თუ სხვა მიზეზის გამო.

რას ნიშნავს მოთამაშეების სახელებს ზევით არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი და წითელი უჯრები?

ხსენებული უჯრები ჩნდება მაშინ, თუკი მოთამაშეს აქვს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია და, სავარაუდოდ, გამოტოვებს შემდეგ მატჩს. ყვითელი უჯრა ნიშნავს იმას, რომ მისი თამაშის ალბათობა 75%-ა, სტაფილოსფერი უჯრის შემთხვევაში მოთამაშის მოედანზე გამოსვლა 50/50-ზეა, ხოლო წითლი უჯრა ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ვერ მიიღებს მონაწილეობას შემდეგ შეხვედრაში, სერიოზული ტრავმისა ან დისკვალიფიკაციის გამო.

რა არის უაილდქარდი?

უაილდქარდი არის შესაძლებლობა, ტურში გააკეთო შეუზღუდავი რაოდენობის ტრანსფერი "უფასოდ". თუმცა უაილდქარდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ- ერთხელ პირველ წრეში და ერთხელაც მეორე წრეში.
ფენტეზის ლიგა
24 კომენტარი
№11
ავტორი: BABU1414
10 აგვისტო 2015 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
vera da ver gavakete damexmaret vinme
0
№12
ავტორი: Wardell
10 აგვისტო 2015 14:23
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
BABU1414,
Amaze detalurad da dawvrilebit aghwera ver warmomidgenia da mainc tu problema geqmbeba sheqmnisas ar vici rogor dagexmaro
0
№13
ავტორი: tedore
10 აგვისტო 2015 15:08
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
Curtuam damaklo qulebi dabeinsic AR atamashes. 36 qula avige meore turshi gamovascoreb.))) carmatebebi yvelas
0
№14
ავტორი: JuanMata
10 აგვისტო 2015 16:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
BABU1414

კონკრეტულად რას ვერ აკეთებ?
0
№15
ავტორი: Berba 9
10 აგვისტო 2015 16:30
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500


რავი გავაკეთე აგერ მეც გუნდი )))

ვნახოთ რა გამოვა))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№16
ავტორი: AkkRed
10 აგვისტო 2015 17:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
26 ქულა belay
0
№17
ავტორი: Pazu21
10 აგვისტო 2015 17:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
ბიჭებო რაღაც მაინტერესებს და იქნებ გამარკვიოთ. პირველ ტურში 54 ქულა ავიღე, მარა redarmy-ს ლიგაში არ მყავდა გუნდი, დღეს შევიყვანე და ქულები გადამყვება????
0
№18
ავტორი: tedore
10 აგვისტო 2015 17:31
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
Ra mainteresebs, beinsi myavda ziritadshi da erti cutic AR utanashia, zamenaze mcveli myavda da misi qulebi Tu damemateba beinsis AR yofnis gamo?
0
№19
ავტორი: Pazu21
10 აგვისტო 2015 17:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Berba 9,
მაგარი სასტავი გყავს, მარა ზამენა ვაფშე ფარჩაკი. შემადგენლობა უნდა ავსებდეს ერთმანეთს და სწორედ ეგაა ამ თამაშის მუღამიც
0
№20
ავტორი: Gega Beckham
11 აგვისტო 2015 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
მადლობა სტატიისთვის, ბევრი რამე გავიგე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top