თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2015, 20:50
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3683,
კომენტარები: 22
მუდამ წითელი
გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი "ლიონში" გადაბარგდა.
მუდამ წითელი
2007 წელი ტყუპებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. რაფაელმა და ფაბიომ, ჯერ კიდევ არასრულწლოვნებმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმეს . ფესვი განვითარებისთვის უკვე მზად იყო, ყოველ შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე, რადგან მაშინდელ კაპიტანს, გარი ნევილს ტრავმები ხშირად აწუხებდა. ნათელი იყო, რომ ასაკი გარის ხელს აღარ უწყობდა, ამიტომ საჭირო იყო, გუნდს მისთვის შემცვლელი მოეძებნა. გულშემატკივრები გამუდმებით ადარებდნენ ბრაზილიელ ტყუპებს ძმებ ნევილებს.

როგორც იქნა, მათი დებიუტიც შედგა, ამხანაგურ შეხვედრაში "პიტერბოროსთან". ძმების თამაშიდან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ბუნებას დიდად არ შეუწუხებია თავი, უბრალოდ ერთი ძმის სახე გადასცა მეორეს. ისინი არც თამაშის სტილით განსხვავდებოდნენ. ორივე ფლანგი აქტიური და შემტევი გახდა, შედეგიანი და უსაფრთხო. ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ბრაზილიელების თამაში მისთვის "სენსაციური" აღმოჩნდა.

იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ გარი ნევილის ისტორია მანჩესტერში დასრულდა. ორი კვირის შემდეგ კი შედგა რაფაელის დებიუტი პრემიერლიგაში "ნიუკასლთან" მატჩში. სეზონის ბოლოს ბრაზილიელი, ჯონი ევანსთან და ეშლი იანგთან ერთად იბრძოდა წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის. საბოლოოდ, ჯილდო ''ასტონ ვილას" ყოფილ ფეხბურთელს შეხვდა. აჰ, რამდენი გაუმართლებელი იმედია ამ ორ წინადადებაში...

შემდეგ ბრაზილიელის თანამგზავრი მხოლოდ წარმატება იყო. გარიმ განაცხადა, რომ მიდის დიდი ფეხბურთიდან, შოტლანდიელმა სპეციალისტმა კი შანსი რაფას მისცა და ასევე გადასცა ლეგენდარული ორი ნომერი. რაფაელმა ფერგიუსონს იმედები არ გაუცრუა, მან მარჯვენა ფლანგზე საკმაოდ ძლიერი ბარიერი შექმნა, რომლის გადალახვა რიბერისაც კი გაუჭირდა.

მუდამ წითელი

სამწუხაროდ, რაფაელი ვერა და ვერ ახერხებდა სეზონის ბოლომდე მოხდას, რადგან გამუდმებით ტრავმებს იღებდა. ლამაზი დასაწყისი დრამატულ დასასრულს უმიზნებდა, გუნდში მოიესის მოსვლის შემდეგ. ახალი შოტლანდიელი სპეციალისტი დიდად არ ენდობოდა ბრაზილიელს, ამიტომ ხშირად შემადგენლობაში მარჯვენა ფლანგს კრის სმოლინგი იკავებდა. სმოლინგი არ იყო ის ფეხბურთელი, ვისაც გულშემატკივრები ელოდნენ, შეტევაში მწვავე მომენტები მარჯვენა ფლანგიდან შემცირდა.

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების იმედი რაფაელს ვან გაალის მოსვლის შემდეგ გაუჩნდა, თუმცა ამაოდ. როგორც მანჩესტერის ცნობილი "ინსაიდერი" ენდი მიტენი იტყობინება, ჰოლანდიელი მოსვლისთანავე ვერ ხედავდა თავის რიგებში ბრაზილიელს და ურჩია, რომ გუნდი დაეტოვებინა. თუმცა რაფაელი, როგორც მებრძოლი ფეხბურთელი, ამას ყურადღებას არ აქცევდა და განაგრძო ვარჯიში, რათა თავისი ადგილი დაებრუნებინა. ასევე, დიდი იმედები ჰქონდა გუნდის გულშემატკივრებსაც, თუმცა ეს იმედები დაიმსხვრა, ხშირი ტრამვების გამო. გამოჯანმრთელების შემდეგ, ლუი ისე იყო მიჯაჭვული იმ იდეასთან, რომ გაეხადა ვალენსია ტოპ კლასის მარჯვენა მცველია, არც კი ამჩნევდა სრულად ჯანმრთელ რაფაელს.

ვინ იცის, რაფაელის ფორმაზე მოიესმა და ვან გალმა იმოქმედა თუ დაშორებამ მის ძმასთან. გაიხსენეთ, როგორ მოქმედებდა მათი დუეტი.

შევეშვათ ისტორიასა და ანატომიას. ძირითადად, მე მინდოდა ხაზი გამესვა პირად ხასიათსა და თამაშზე "სრულყოფილ ფეხბურთელზე", როგორც მას თვით სერ ალექსი უწოდებდა.

რაფაელი ტიპური ბრაზილიელია - ენერგიული მოედანზე და მის გარეთაც. იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, როგორც პრემიერ ლიგის შეხვედრებში, ასევე ამხანაგურ მატჩებშიც. რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იყო გუნდის ჩვეულებრივი წევრი. იგი გუნდის ერთგული ფეხბურთელი იყო, რომელსაც სიყვარული ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ამის ნათელი მაგალითი კი ეს სურათია:

მუდამ წითელი


მას არასდროს არ ეშინოდა ხისტი თამაშის, რომელსაც შეეძლო მისთვის ზიანი მიეყენებინა, არც მასზე ძლიერი ფეხბურთელისა და მით უმეტეს მსაჯის, რომელიც ვერ აიტანს კრიტიკას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. საბოლოოდ, ასეთმა ხასიათმა დაღუპა მისი კარიერა "იუნაიტედში". განუწყვეტელი ტრავმები, ყვითელი და წითელი ბარათები საპასუხისმგებლო მატჩებში.

ფერგიუსონის ბოლო სეზონი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა რაფაელისთვის. იმ სეზონში ბრაზილიელი 28-ჯერ გამოვიდა მოედანზე, ამდენი მას მანამდე არ უთამაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, რაფაელმა დიდი სიყვარული დატოვა გულშემატკივართა გულებში და დღეს ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელებში დეპრესიულ წერილებს რაფაელთან დაკავშირებით:

მუდამ წითელი

მუდამ წითელი


და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

რაფაელი 25 წლის გახდა, ეს კი საკმაოდ სერიოზული ასაკია, რათა საკუთარ მომავალზე იფიქრო. დარმიანის მოსვლამ გუნდში კი მიწასთან გაასწორა ბრაზილიელის იმედები ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რაფაელს არ უნდოდა წასვლა. ხშირად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რასაც შეუძლია გული "გაგვიხეთქოს". მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა გუნდი და ნუ ვიქნებით ეგოისტები და ნუ განვიკითხავთ მას. რაფაელს სჭირდებოდა დრო და სათამაშო პრაკტიკა, რაც "მანჩესტერში" არ ჰქონდა. ალბათ, არავის სურს იმის ყურება, როგორ ჩაქრება გუნდში ფერგიუსონის ბოლო ტალანტი, ამიტომ, როგორც იტყვიან let him go.

"მე უამრავი მომენტი გადავიტანე ჩემს ცხოვრებაში რვა წლის განმავლობაში. მადლობას ვუხდი გუნდის ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით კი- სერ ალექს ფერგიუსონს, რომელსაც სწამდა ჩემი და უამრავი კარი გამიღო. ახლა ჩემთვის ახალი პერიოდი დადგა, ახალი გამოძახილი. ღმერთმა დამიფაროს!"

ასეთი წერილის შემდეგ რაფამ უამრავი სასიამოვნო პასუხი მიიღო უკვე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან. ფაქტია, რომ პირად ცხოვრებაშიც რაფაელი ძალიან კარგი ადამიანია. ალბათ, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება.

Adeus, velho amigo!
სტატიები
22 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
7 აგვისტო 2015 20:52
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Adeus, velho amigo! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: GeorgeBest
7 აგვისტო 2015 21:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი კაცია რაფა, მებრძოლი, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და გუნდიც რომ მაგრად უყვარდა გამოჩნდა. არასტაბილურობა იყო ამის ნაკლი თორემ შეეზლო ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო

ტრავმებმა ესეც და ჯონსიც შეიწირეს. არ კმარა მარტო ერთგულება და სიყვარული რომ გუნდის მარჯვენა ფლანგი ჩაებარებინა ამ კაცს. მიუხედავად იმისა რომ დარმიანის იმედი არ მქონდა დიდად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია გაამართლებს

დრო იყო წასულიყო, არ იმსახურებდა ეს სკამზე ჯდომას. წარმატებები რაფას, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო გუნდში love
0
№3
ავტორი: LizarD
7 აგვისტო 2015 21:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
General,
ჯონსი დებილია სად ეს და სად ეგ ქაჯი
0
№4
ავტორი: Esi
7 აგვისტო 2015 21:40
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რაფიიიკ, წარმატებები! ვიცი რო ათამაშდები თან სერიოზულად

რაფიიიკ, წარმატებები! ვიცი რო ათამაშდები თან სერიოზულად
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 აგვისტო 2015 21:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ძალიან მაგრად მინდოდა, რომ რუნის შემდეგ ეს ყოფილიყო იუნაიტედის კაპიტანი... როგორ ძალიან მევასებაა... როგორ კარგად მახსოვს ამის გასროლილი გოლი, თუ არ ვცდები ქპრ-სთან მატჩში.,. წარმატებები მთელი გულით love
0
№6
ავტორი: Mufc7
7 აგვისტო 2015 22:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ViDa,
დაგვიბრუნდი შენი მონატრებული სტატიებით love ვკითხულობდი და თვალწინ დამიდგა მისი თამაშები, საუკეთესო მომენტები... მართლა ძალიან დამწყდა გული... თუმცა მისთვის ასე ჯობდა, ახალ გუნდში თავს გამოიჩენს და ისევე შეაყვარებს იქაურ გულშემატკივარს თავს, როგორც ეს ჩვენთან მოახერხა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: t123123
7 აგვისტო 2015 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
love ehhh
0
№8
ავტორი: Silver
7 აგვისტო 2015 22:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ფაბიო სადაა არც ვიცი recourse
0
№9
ავტორი: kantona-7
7 აგვისტო 2015 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
rafa love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: Malboro463
7 აგვისტო 2015 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
დარმიანი ჯერჯერობით არაფრით არ ჯობია იმედია მოუმატებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top