თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2015, 20:50
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3684,
კომენტარები: 22
მუდამ წითელი
გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი "ლიონში" გადაბარგდა.
მუდამ წითელი
2007 წელი ტყუპებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. რაფაელმა და ფაბიომ, ჯერ კიდევ არასრულწლოვნებმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმეს . ფესვი განვითარებისთვის უკვე მზად იყო, ყოველ შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე, რადგან მაშინდელ კაპიტანს, გარი ნევილს ტრავმები ხშირად აწუხებდა. ნათელი იყო, რომ ასაკი გარის ხელს აღარ უწყობდა, ამიტომ საჭირო იყო, გუნდს მისთვის შემცვლელი მოეძებნა. გულშემატკივრები გამუდმებით ადარებდნენ ბრაზილიელ ტყუპებს ძმებ ნევილებს.

როგორც იქნა, მათი დებიუტიც შედგა, ამხანაგურ შეხვედრაში "პიტერბოროსთან". ძმების თამაშიდან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ბუნებას დიდად არ შეუწუხებია თავი, უბრალოდ ერთი ძმის სახე გადასცა მეორეს. ისინი არც თამაშის სტილით განსხვავდებოდნენ. ორივე ფლანგი აქტიური და შემტევი გახდა, შედეგიანი და უსაფრთხო. ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ბრაზილიელების თამაში მისთვის "სენსაციური" აღმოჩნდა.

იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ გარი ნევილის ისტორია მანჩესტერში დასრულდა. ორი კვირის შემდეგ კი შედგა რაფაელის დებიუტი პრემიერლიგაში "ნიუკასლთან" მატჩში. სეზონის ბოლოს ბრაზილიელი, ჯონი ევანსთან და ეშლი იანგთან ერთად იბრძოდა წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის. საბოლოოდ, ჯილდო ''ასტონ ვილას" ყოფილ ფეხბურთელს შეხვდა. აჰ, რამდენი გაუმართლებელი იმედია ამ ორ წინადადებაში...

შემდეგ ბრაზილიელის თანამგზავრი მხოლოდ წარმატება იყო. გარიმ განაცხადა, რომ მიდის დიდი ფეხბურთიდან, შოტლანდიელმა სპეციალისტმა კი შანსი რაფას მისცა და ასევე გადასცა ლეგენდარული ორი ნომერი. რაფაელმა ფერგიუსონს იმედები არ გაუცრუა, მან მარჯვენა ფლანგზე საკმაოდ ძლიერი ბარიერი შექმნა, რომლის გადალახვა რიბერისაც კი გაუჭირდა.

მუდამ წითელი

სამწუხაროდ, რაფაელი ვერა და ვერ ახერხებდა სეზონის ბოლომდე მოხდას, რადგან გამუდმებით ტრავმებს იღებდა. ლამაზი დასაწყისი დრამატულ დასასრულს უმიზნებდა, გუნდში მოიესის მოსვლის შემდეგ. ახალი შოტლანდიელი სპეციალისტი დიდად არ ენდობოდა ბრაზილიელს, ამიტომ ხშირად შემადგენლობაში მარჯვენა ფლანგს კრის სმოლინგი იკავებდა. სმოლინგი არ იყო ის ფეხბურთელი, ვისაც გულშემატკივრები ელოდნენ, შეტევაში მწვავე მომენტები მარჯვენა ფლანგიდან შემცირდა.

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების იმედი რაფაელს ვან გაალის მოსვლის შემდეგ გაუჩნდა, თუმცა ამაოდ. როგორც მანჩესტერის ცნობილი "ინსაიდერი" ენდი მიტენი იტყობინება, ჰოლანდიელი მოსვლისთანავე ვერ ხედავდა თავის რიგებში ბრაზილიელს და ურჩია, რომ გუნდი დაეტოვებინა. თუმცა რაფაელი, როგორც მებრძოლი ფეხბურთელი, ამას ყურადღებას არ აქცევდა და განაგრძო ვარჯიში, რათა თავისი ადგილი დაებრუნებინა. ასევე, დიდი იმედები ჰქონდა გუნდის გულშემატკივრებსაც, თუმცა ეს იმედები დაიმსხვრა, ხშირი ტრამვების გამო. გამოჯანმრთელების შემდეგ, ლუი ისე იყო მიჯაჭვული იმ იდეასთან, რომ გაეხადა ვალენსია ტოპ კლასის მარჯვენა მცველია, არც კი ამჩნევდა სრულად ჯანმრთელ რაფაელს.

ვინ იცის, რაფაელის ფორმაზე მოიესმა და ვან გალმა იმოქმედა თუ დაშორებამ მის ძმასთან. გაიხსენეთ, როგორ მოქმედებდა მათი დუეტი.

შევეშვათ ისტორიასა და ანატომიას. ძირითადად, მე მინდოდა ხაზი გამესვა პირად ხასიათსა და თამაშზე "სრულყოფილ ფეხბურთელზე", როგორც მას თვით სერ ალექსი უწოდებდა.

რაფაელი ტიპური ბრაზილიელია - ენერგიული მოედანზე და მის გარეთაც. იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, როგორც პრემიერ ლიგის შეხვედრებში, ასევე ამხანაგურ მატჩებშიც. რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იყო გუნდის ჩვეულებრივი წევრი. იგი გუნდის ერთგული ფეხბურთელი იყო, რომელსაც სიყვარული ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ამის ნათელი მაგალითი კი ეს სურათია:

მუდამ წითელი


მას არასდროს არ ეშინოდა ხისტი თამაშის, რომელსაც შეეძლო მისთვის ზიანი მიეყენებინა, არც მასზე ძლიერი ფეხბურთელისა და მით უმეტეს მსაჯის, რომელიც ვერ აიტანს კრიტიკას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. საბოლოოდ, ასეთმა ხასიათმა დაღუპა მისი კარიერა "იუნაიტედში". განუწყვეტელი ტრავმები, ყვითელი და წითელი ბარათები საპასუხისმგებლო მატჩებში.

ფერგიუსონის ბოლო სეზონი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა რაფაელისთვის. იმ სეზონში ბრაზილიელი 28-ჯერ გამოვიდა მოედანზე, ამდენი მას მანამდე არ უთამაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, რაფაელმა დიდი სიყვარული დატოვა გულშემატკივართა გულებში და დღეს ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელებში დეპრესიულ წერილებს რაფაელთან დაკავშირებით:

მუდამ წითელი

მუდამ წითელი


და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

რაფაელი 25 წლის გახდა, ეს კი საკმაოდ სერიოზული ასაკია, რათა საკუთარ მომავალზე იფიქრო. დარმიანის მოსვლამ გუნდში კი მიწასთან გაასწორა ბრაზილიელის იმედები ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რაფაელს არ უნდოდა წასვლა. ხშირად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რასაც შეუძლია გული "გაგვიხეთქოს". მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა გუნდი და ნუ ვიქნებით ეგოისტები და ნუ განვიკითხავთ მას. რაფაელს სჭირდებოდა დრო და სათამაშო პრაკტიკა, რაც "მანჩესტერში" არ ჰქონდა. ალბათ, არავის სურს იმის ყურება, როგორ ჩაქრება გუნდში ფერგიუსონის ბოლო ტალანტი, ამიტომ, როგორც იტყვიან let him go.

"მე უამრავი მომენტი გადავიტანე ჩემს ცხოვრებაში რვა წლის განმავლობაში. მადლობას ვუხდი გუნდის ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით კი- სერ ალექს ფერგიუსონს, რომელსაც სწამდა ჩემი და უამრავი კარი გამიღო. ახლა ჩემთვის ახალი პერიოდი დადგა, ახალი გამოძახილი. ღმერთმა დამიფაროს!"

ასეთი წერილის შემდეგ რაფამ უამრავი სასიამოვნო პასუხი მიიღო უკვე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან. ფაქტია, რომ პირად ცხოვრებაშიც რაფაელი ძალიან კარგი ადამიანია. ალბათ, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება.

Adeus, velho amigo!
სტატიები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Silver
7 აგვისტო 2015 22:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ისე ავტორს სგ, მაგარი სტატიაა smile
0
№12
ავტორი: GeorgeBest
7 აგვისტო 2015 23:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
LizarD,
რითი იყო ჯონსზე ნაკლები? ამის გამოხტომები არ გახსოვს თუ? areyoukiddingme
0
№13
ავტორი: lefty
8 აგვისტო 2015 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
გამიტყდა ამის წასვლა მაგარი ჟილკიანი ბიჭია.წარმატებები derpthumb
0
№14
ავტორი: Berba 9
8 აგვისტო 2015 03:08
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი სტატია ძალიან, ზუსტად გადმოცემულია ყველა რაფაელის თვისება, პლიუსი თუ ნაკლი

პირადად მე ძალიან დაწმყდა გული და დარწმუნებული ვარ, რომ რაფა წარმატებას მიაღწევს ლიონში, თუ ტრავმება არ შეუშალა ხელი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№15
ავტორი: temo-scholes
8 აგვისტო 2015 07:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
Jorbe-Jorbe,
amis goli dzma tundac qpr-stan da tundac liverpultan...
Dzaan magari jilka fexburteli davkarget, rac yoveltvis sachiroa gundshi...!

Wels safrangetshi daviwye lionis tamashebis yurebac...:)
0
№16
ავტორი: Pazu21
8 აგვისტო 2015 08:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
ბიჭებო, გაალზე დაიდო სტატია. გუნდის ოფიციალურ გვერდზე დადეს, ტრანსფერებზე იძახის 2 პოზიციაზე ვაპირებთ გაძლიერებასო, ესენია: ერთი დიმარიას სტილის ფეხბურთელი და მეორე შესაძლოა დეხეას შემცვლელიო. დაცვაზე არაფერს ამბობს
0
№17
ავტორი: Silver
8 აგვისტო 2015 09:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
Pazu21 ვიცი რომ გააძლიერებს დაცვასაც, პასტაიანად ფილოსოფიაზე და დაკვირვებებზე ბაზრობს wink თუ მართლა აკვირდება რამეს, უნდა შეიძინოს ვინმე მცველი.
0
№18
ავტორი: Pazu21
8 აგვისტო 2015 10:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Silver,
როხოს მსგავსი ფეხბურთელების მოყვანით, არა მგონია, რამე გვეშველოს
0
№19
ავტორი: ilker
8 აგვისტო 2015 11:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
რა კაცი წაგვექცა?:-) სულ ბავშვი იყო და ფრინავდა ტიპი, ვფიქრობდი საუკეთესო გახდებოდა თავის პოზიციაზე, მარა ტრამვებმა გასაქანი არ მიცა და ერთ დონეზე დატოვა
0
№20
ავტორი: Silver
8 აგვისტო 2015 13:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
Pazu21
რამოსი რეალის კონტრაქტს არ აწერს ხელს, 7 მილიონს აძლევენ და არ მოსწონს,10 უნდა. ჩვენ 12 ვეუბნებით და იმედია გადმოვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top