ლუი ვან გაალის თქმით, გუნდს არ აქვს პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით. თუმცა შაბათს გასამართ მატჩში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი მაინც დააკლდება, ესენი არიან: მარკოს როხო, რომელიც ახლახანს დაუბრუნდა გუნდს, დავიდ დე ხეა რომელთანაც ლუი ვან გაალს მცირე პრობლემები აქვს და ასევე ბასტიან შვაინსტაიგერი, რომელიც ტრავმის შემდეგ არ არის საკმარისად მზად.
"ჩვენ ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს" - განაცხადა ლუიმ ვან გაალმა. "ეს დაუჯერებელია, თუმცა მარკოს როხოს თამაში საეჭვოა, რადგან ის ბოლო ფეხბურთელია, რომელიც გუნდს დაუბრუნდა."
"ბასტიანიც ერთ-ერთი ბოლო დაბრუნდა შვებულებიდან და მისი თამაშიც ასევე საეჭვოა, რადგან მისი ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი ამ მომენტისათვის." - საუბრობს ლუი "MUTV"-სთან.
ბოსი დარწმუნებული არ არის, რომ დავიდ დე ხეა შეძლებს პირველ მატჩში თამაშს, რადგან მასთან გარკვეული პრობლემები აქვს გუნდს. ასე რომ შესაძლოა, "იუნაიტედის" ახალწვეულმა სერხიო რომერომ დაიწყოს თამაში, ან სულაც სემ ჯონსტონმა, რომელსაც დიდი დრო მიეცა ტურნეზე.
"არ არის ადვილი განსაჯო დავიდ დე ხეას სიტუაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სახის პრობლემები გვაქვს ესპანელ მეკარესთან, ამიტომ მან შეიძლება ვერ ითამაშოს" - დაასრულა ლუი ვან გაალმა.