თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2015, 14:03
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2649,
კომენტარები: 11
დე ხეას თამაში საეჭვოა
პირველ მატჩში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდება
დე ხეას თამაში საეჭვოა
ლუი ვან გაალის თქმით, გუნდს არ აქვს პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით. თუმცა შაბათს გასამართ მატჩში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი მაინც დააკლდება, ესენი არიან: მარკოს როხო, რომელიც ახლახანს დაუბრუნდა გუნდს, დავიდ დე ხეა რომელთანაც ლუი ვან გაალს მცირე პრობლემები აქვს და ასევე ბასტიან შვაინსტაიგერი, რომელიც ტრავმის შემდეგ არ არის საკმარისად მზად.

"ჩვენ ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს" - განაცხადა ლუიმ ვან გაალმა. "ეს დაუჯერებელია, თუმცა მარკოს როხოს თამაში საეჭვოა, რადგან ის ბოლო ფეხბურთელია, რომელიც გუნდს დაუბრუნდა."

"ბასტიანიც ერთ-ერთი ბოლო დაბრუნდა შვებულებიდან და მისი თამაშიც ასევე საეჭვოა, რადგან მისი ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი ამ მომენტისათვის." - საუბრობს ლუი "MUTV"-სთან.

ბოსი დარწმუნებული არ არის, რომ დავიდ დე ხეა შეძლებს პირველ მატჩში თამაშს, რადგან მასთან გარკვეული პრობლემები აქვს გუნდს. ასე რომ შესაძლოა, "იუნაიტედის" ახალწვეულმა სერხიო რომერომ დაიწყოს თამაში, ან სულაც სემ ჯონსტონმა, რომელსაც დიდი დრო მიეცა ტურნეზე.

"არ არის ადვილი განსაჯო დავიდ დე ხეას სიტუაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სახის პრობლემები გვაქვს ესპანელ მეკარესთან, ამიტომ მან შეიძლება ვერ ითამაშოს" - დაასრულა ლუი ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
8 აგვისტო 2015 04:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რეებს ლაპარაკობთ? ჯერ ესერთი რომელმა წაიკითხეთ დე ხეას კონტრაქტი ესე ადვილად რომ წყვეთთ რა და როგორ უნდა ქნას ვან გაალმა? კონტრაქტში მარტო ის კი არ წერია ამა და ამ წელს გადმოვიდა და ამა და ამ წელს შეუძლია წასვლა. კონტრაქტში იმდენი რამე წერია რომ შეიძლება ბევრი აზრზეც ვერ მოვიდეს.

დავიწყოთ იმით, რომ რასაც თქვენ წერთ 99% დარწმუნებული ვარ რომ კონტრაქტში წერია. წაუყენო საკითი ან სკამზე იჯდები და დაგალპობ ან კონტრაქტს განხაგრძლივებ და რეალში არ გადახვალ ცოტა სასაცილოდ ჟღერს. ეს ამ ეტაპზე იქნება ესე რადგან სატრანსფერო ფანჯარა არ დასრულებულა და ვან გაალს სურს მალე მოგავრდეს ყველაფერი. თორე დარწმუნებულები იაყვით თუ ისე მოხდა რომ ფანჯარა დაიხურა და დეხეა გუნდში დარჩა პირველი კიპერი იქნება ისევ. პრემიერ ლიგაა საქართველოს უმაღლესი ლიგა კი არაა. ყველა დეტალი შესწავლილია აქ და განხილულია ისე აწერენ ხელს ამ კონტრაქტებს. ეგრე მარტივად არაა როგორც თქვენ ფიქრობთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top