თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2015, 21:14
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2855,
კომენტარები: 20
ვან გაალმა ფორმაცია აირჩია
ვან გაალმა გუნდის ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა.
ვან გაალმა ფორმაცია აირჩია
როგორც Aon-ის მიერ ორგანიზებულ ტურნეზე გამოჩნდა, წითლები 4-2-3-1-ის მსგავსი სისტემით თამაშობდნენ, სადაც მემფის დეპაი 10 ნომრის პოზიციას იკავებდა, რუნი ცენტრ ფორვარდად თამაშობდა, მატა და იანგი კი ფლანგებს ინაწილებდნენ. თუმცა მწვრთნელის კომენტარებიდან გამომდინარე, მისი თანამემაულე დეპაის პოზიცია ნახევარდაცის სამეულის ნაწილია.

"ის ფაქტი, რომ ნახევარდაცვა ხანდახან თავმდამსხმელზე წინ მოქმედებს, არ არის ცუდი, რადგან შეტევაში მრავალფეროვნებაა საჭირო". - განაცხადა ვან გაალმა, "პსჟ"-სთან გამართული მატჩის შემდეგ კონფერენციაზე.

"მე ეს მომწონს და ხშირად ვთხოვ ამას მემფისს, თუმცა იგივე შეიძლება გააკეთოს კერიკმაც და შვაინშტაიგერმაც, ხანდახან შნაიდერლინმაც, თუმცა უმეტესად ამ როლს დეპაი მოირგებს. გააჩნია, ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე".

როდესაც ჰკითხეს, თუ რომელ ფორმაციას გამოიყენებდა პრემიერ ლიგაში, ვან გაალმა უპასუხა: "უმეტესად 4-3-3-ის ვარიაცია იქნება, ეს სქემა ჩვენ შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში გამოვიყენეთ და მე მითქვამს, რომ ამ სქემის ნახვა მსურს. ტურნეს ფეხბურთელები კარგ ფორმაში შეხვდნენ და ამითაც კმაყოფილი ვარ".

ტაქტიკური თვალსაზრისით, მთავარი პოზიცია არის ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი, სადაც მემფისი, იანუზაი და პერეირა მოქმედებდნენ ამერიკული ტურნეს განმავლობაში. ხუან მატასა და ანდერ ერერასაც მიეცემათ შანსი თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ ამ პოზიციაზე და უფრო დაცვითი ფუნქციის ნახევარმცველებს შეუწყვილდნენ, როგორებიც არიან მაიკლ კერიკი, მორგან შნაიდელინი და ბასტიან შვაინშტაიგერი.

მემფისი ტურნეს ოთხივე თამაშში ზემოხსენებულ პოზიციას იკავებდა და, სავარაუდოდ, "ტოტენჰემთან" ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის დაიკავებს ამ ადგილს, თუმცა მას ფლანგზე თამაშიც შესანიშნავად გამოსდის.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
30 ივლისი 2015 21:43
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
4-3-3 კარგია, მაგრამ დეპაი ფლანგზე უკეთ ითამაშებს ვიდრე 10იანზე. ლუიმ უკეთ იცის, მაგრამ ერთხელ რომ ცადოს რაც ჩვენ გვინდა არ აწყენს მგონი.
0
№2
ავტორი: Mufc7
30 ივლისი 2015 21:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ათამაშოს მემფისი ფლანგზეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ივლისი 2015 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აი რატო, რატო რა მოსწონს დეპაის თამაშში როცა ის 10-ზე დგას??? დავიჯერო ჩვენ დავბრმავდით და რამეს ვერ ვამჩნევთ??? belay
0
№4
ავტორი: abrama
30 ივლისი 2015 22:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
………… ........დე ხეა…...
… .…
… შოუ… სმოლინგი… ოტამენდი… დარმიანი….
……………… .შვაინცტაიგერი… ერერა……… შნეიდერლინი…………
…დიმარია…….. რონი……. მემფისი…


ძაან მაგარი იქნება ნუ ვინმე კარგ თავდასხმელს თუ ვიყიდით შეიძლება ცვლილებების შეტანა
0
№5
ავტორი: Man-United
30 ივლისი 2015 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
4-3-3 es sastavi kai iqneba : De gea darmiani shaw smollingi jones/rojo shneiderlini/blindi bastiani/carriki errea/mata memphisi di maria roony. imedia di marias ar gaushveben
0
№6
ავტორი: GeorgeBest
30 ივლისი 2015 22:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
4-3-3 ყველაზე კარგი შემადგენლობაა ამ გუნდისთვის ალბათ. ამ ტაქტიკას ერერაც კარგად მოერგება, მაგრამ თუ დი მარიამ დატოვა გუნდი რაც თითქმის უკვე გადაწყვეტილია გაჭირდება ესე თამაში, მატა ვერ დაიკავებს წინ მაგა დგილს

დეპაის ფლანგზე გადაწევა და იანგის სკამზე დასმაა საჭირო. დაცვაში ბლინდი უნდა მოაშოროს, სმოლინგი გახდა დაცვის ლიდერი და გამოიყენოს ეგ. ეგრეც იქნება მაგრამ ახალი მცველია საჭირო. ესეთი დაცვა სტოკისთვისაც დაბალი დონეა
0
№7
ავტორი: Lev
30 ივლისი 2015 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
დეპაიზე მეც ბევრი ვიფიქრე რა უნდა ცენტრალურზე თქო, მაგრამ რომ ვუკვირდები ამას აქვს ერთი თავისებურება: ჯერ ერთი ფიზიკურად ძლიერია და ბურთს ადვილად ათამაშებს და კაი გამჭოლი პასებიც აქვს, მატა ათიანის პოზიციაზე ბურთს ვერ იღებს იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან სუსტია და როცა 10ზე თამაშობდა მუდმივად უკან აბრუნებდა ბურთს წინა სეზონში ეს ვნახეთ. ეხლა ოფიციალურზე წავიკითხე ლუიმ თქვა რომ 4–3–3–ს ირჩევს და ასეთ შემთხვევაში მატა გამოდის ეგრეთწოდებული ცრუ–ვინგერი , არადა სინამდვილეში თავმდამსხმელია. სწრაფია მოძრავია და უცბად შევარდება ხოლმე საჯარიმოში. ეხლა რაც შეეხება მემფისს 4–3–3–ში სინამდვილეში ეძლევა სრული თავისუფლება როგორც თავის დროზე რონალდუს ჰქონდა ანუ ის არ არის მიმაგრებული რუნის უკან .მოძრაობს ყველგან,შეუძლია ფლანგზეც გადავიდეს შემოიწიოს ცენტრში შორიდან დაარ***ს და რაც მთავარია საჯარიმოს მისადგომებთან მოიგოს ორთაბრძოლა და მერე პასი გააკეთოს. ეს უკვე აღარ არის 10–იანი. 4–3–3–ში ამას თავდამსხმელი უფრო ჰქვია. ამიტომ თქვა ლუიმ მემფისი იქნება ერთერთი სამი თავდამსხმელიდანო. ტილიანი იანგიც ამოვარდება ამ წყობიდან თუ რამე სასწაული არ მოიგონა ამ კაცმა. 4–3–3–ზე ერერას ნახვაც შეიძლება მოკლედ მე მომწონს ეს წყობა და იმედია საქმე გამოვა აქედან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Lee Sharpe
30 ივლისი 2015 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
.............ვაზა..........
დეპაი.............იანუზაი
...................................
...ერერა..........ბასტი....
..........მორგანი.............
....................................
შოუ...............დარმიანი
...ჯონსი.....სმოლინგი...
...........დე..ხეა.............

თუ მეტი ტრანსფერი აღარ გაკეთდა ასე მაწყობს
0
№9
ავტორი: Malboro463
30 ივლისი 2015 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
დაცვის ცენტრი თუ არ გაძლიერე რა წყობითაც გინდა იმით ათამაშე მაინც არაფერი გეშველება. რამხელა ძარა დ.ცენტრში 2 მაღალი კლასის მცველი
კეჰილი-ტერი, ლუიზი-სილვა, ვარანე-რამოსი, პიკე-მათიე, კამპანი დაცვაში ხო გაუვალი არიან შეტევაშიც სტანდარტების დროს რამხელა ძალას წარმოადგენენ მეორე სარტულზე ყველა კარგად თამაშობს რასაც ჩვენს მცველებზე ვერ იტყვი + თამასში შეყვანა იციან ბურთს ანაწილებენ კარგად ასეტი ჩვენ რიო გვყავდა შორი პასი და მოედნის ხედვა ქონდა კარგი დაცვის ცენტრამდე ჩადიან და იქედანაც ანაწილებენ ესენი კიდე 2 მეტროში წესიერ პას ვერ აკეთებენ მარტო დიაგონალზე და უკან იციან. იგივე განაპირა მცველები შეტევაში ვერ ერთვებიან. ბლინდი ფლანგიდან შეტევაში კარგად ერთვება ცენტრისკენაც იწევს თუ საჭირო გახდა მარა დაცვაში თამაში არ გამოსდის კარგად.

Lev,
ლევან გეთანხმები ამ შემადგენლობიდან გამომდინარე 4-3-3 იდეალური
ვარიანტია დი მარიაც თუ დარცა წინ ეგ-რუნი-დეპაი პედროსაც თუ მოიყვანებენ ეგეც არა ცუდი სწრაფი ფეხბურთელია რაც მთავარია აკურატნი პასი აქვს დიდი ძალა იქნება გუნდისთვის. დეპაის ფანტაზის უნარი აქვს კარგი გამჭოლი პასებიც გამოსდის და დარტყმაც არ დაეწუნება მარა ათიანზე მაინც მატა თუ ათამაშდა მაგის ამომგდები ვინმე არა თუ რამე 4-5-1 ზე გადაწყობ გუნდს საჭიროების შემტხვევაში და მაგასაც გამოიყენებ
0
№10
ავტორი: bziki
31 ივლისი 2015 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჯერ დასაკომპლექტებელია გუნდი ვნახოთ რა იქნება თქვა ვინგერი მინდა იანგზე ძლიერიო და ალბათ იანგს გაუშვებს, დი მარიას აღარ განვიხილავ მანჩესტერის ფეხბურთელად, პედრო თუ მოვა შეტევა გამოცოცხლდება საკმაოდ,დეპაის ამ სეზონში გაუჭირდება მაგრად და ხშირ შემთხვევაში სკამზეც იქნება, ფელაინის დაბრუნებამდე დეპაის მშვეიერი შანსი ექნება, მატაზე და რუნიზე იქნება ბევრი დამოკიდებული შეტევაში უფრო რუნიზე და უნდა შეყაროს გოლები, დაცვაშიც თუ რამე გაუთვალისწინებელი არ გაიჩითა რამაოსის შემთხვევასავით არ მგონია ვინმე პანიკურად დაიმატოს, ბლინდი არ იყო ცუდი მაგრამ პრემიერ ლიგაში ორმაგი დატვირთვა ექნება ფიზიკურად და ჯობია როხო იყოს ისევ, სმოლინგთან ერთად, ჯონსი ვერ ამართლებს იმედებს ძირითადი კი არა სკამზეც საშიშია იმდენ შეცდომას უშვებს პოზიციურად, ერერაზე მეფიქრება ერთი არ ენდობა ლუი ბოლომდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top