თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2015, 21:14
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2856,
კომენტარები: 20
ვან გაალმა ფორმაცია აირჩია
ვან გაალმა გუნდის ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა.
ვან გაალმა ფორმაცია აირჩია
როგორც Aon-ის მიერ ორგანიზებულ ტურნეზე გამოჩნდა, წითლები 4-2-3-1-ის მსგავსი სისტემით თამაშობდნენ, სადაც მემფის დეპაი 10 ნომრის პოზიციას იკავებდა, რუნი ცენტრ ფორვარდად თამაშობდა, მატა და იანგი კი ფლანგებს ინაწილებდნენ. თუმცა მწვრთნელის კომენტარებიდან გამომდინარე, მისი თანამემაულე დეპაის პოზიცია ნახევარდაცის სამეულის ნაწილია.

"ის ფაქტი, რომ ნახევარდაცვა ხანდახან თავმდამსხმელზე წინ მოქმედებს, არ არის ცუდი, რადგან შეტევაში მრავალფეროვნებაა საჭირო". - განაცხადა ვან გაალმა, "პსჟ"-სთან გამართული მატჩის შემდეგ კონფერენციაზე.

"მე ეს მომწონს და ხშირად ვთხოვ ამას მემფისს, თუმცა იგივე შეიძლება გააკეთოს კერიკმაც და შვაინშტაიგერმაც, ხანდახან შნაიდერლინმაც, თუმცა უმეტესად ამ როლს დეპაი მოირგებს. გააჩნია, ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე".

როდესაც ჰკითხეს, თუ რომელ ფორმაციას გამოიყენებდა პრემიერ ლიგაში, ვან გაალმა უპასუხა: "უმეტესად 4-3-3-ის ვარიაცია იქნება, ეს სქემა ჩვენ შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში გამოვიყენეთ და მე მითქვამს, რომ ამ სქემის ნახვა მსურს. ტურნეს ფეხბურთელები კარგ ფორმაში შეხვდნენ და ამითაც კმაყოფილი ვარ".

ტაქტიკური თვალსაზრისით, მთავარი პოზიცია არის ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი, სადაც მემფისი, იანუზაი და პერეირა მოქმედებდნენ ამერიკული ტურნეს განმავლობაში. ხუან მატასა და ანდერ ერერასაც მიეცემათ შანსი თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ ამ პოზიციაზე და უფრო დაცვითი ფუნქციის ნახევარმცველებს შეუწყვილდნენ, როგორებიც არიან მაიკლ კერიკი, მორგან შნაიდელინი და ბასტიან შვაინშტაიგერი.

მემფისი ტურნეს ოთხივე თამაშში ზემოხსენებულ პოზიციას იკავებდა და, სავარაუდოდ, "ტოტენჰემთან" ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის დაიკავებს ამ ადგილს, თუმცა მას ფლანგზე თამაშიც შესანიშნავად გამოსდის.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
31 ივლისი 2015 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
bziki,
Malboro463,
პედრო მაგარი ვინგერია სწრაფი და საკაიფო პასებს აძრობს. ჩვენი შეტევა ბევრად კრეატიული გახდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: Malboro463
31 ივლისი 2015 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
Lev,
ხოო. ერთი სიმულიანტობის გამო არ მევასებოდა თორე არა ცუდი ფეხბურთელი გაიტანს კი ჯობია. 2 მცველს ისე წამოიდებს ვითომც არაფერი და რაც მთავარია შედეგიანია გოლები გაქვს. შარშან სუას და ნეიმარის გამო სანსი არ ეძლეოდა თორე იქითა სეზონში 20 ზე მეტი გაიტანა
0
№13
ავტორი: Lev
31 ივლისი 2015 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
Malboro463,
ინიესტას მერე მესის ყველაზე მაგრად პედრო უწყობს თამაშს. იმედია მართლა ვიყიდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№14
ავტორი: red devil
31 ივლისი 2015 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეპაი 10ზე ძაან მაგარია მაგრამ მაინც არ მინდა ფლანგი ზედგამოჭრილია მაგ კაცისთვის
0
№15
ავტორი: AkkRed
31 ივლისი 2015 09:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ის კი ნათელია რომ ბოლო ოთხივე თამაში ძალიან საზიზღრობა იყო
0
№16
ავტორი: Memphis Depay
31 ივლისი 2015 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ფაქტია ძირითადში იქნებიან : შოუ, დარმიანი - ფლანგებზე, ცენტრში - ბლინდი . მეორე ცენტრალურ მცველს ან ვიყიდით ან არვიცი ალბათ როხო ან სმოლინგი. ნახევარდაცვაში ფაქტია ორი 6იანი უნდა ამიტომ შნეიდერლინი და კერიკი იქნებიან ჯერჯერობით ძირითადში.. მესამე ნახევარმცველს ნამდვილად არვიცი ვისდააყენებს. თავდასხმაში რათქმაუნდა რუნი . მარცხენა ფლანგზე ალბათ დეპაი მიუხედავად იმისა რომ 10იანზე ათამაშებდა ტურში მემგონი ფლანგზე ბევრად მაგარი იქნება... მარჯვნივ იმედი მაქვს პედროს ვიყიდით თუარადა იანგი ან მატა
0
№17
ავტორი: chudikone
31 ივლისი 2015 13:15
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მარტო ამ სულელური ფილოსოფიის გამო უნდა გძულდეს ვან გაალი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№18
ავტორი: Lee Sharpe
31 ივლისი 2015 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
Memphis Depay,
ბლინდს ცენტრში რა უნდა უკიდურესი შემთხვევაა? კერიკი ძირითადში ძნელი წარმოსადგენია ამ ტრასფერების მერე, საყრდენზე შნაიდერლინი უნდა დადგეს დამატებული ერერა და ბასტი ეს იქნება ჩვენი ნახევარი (შეიძლება საყრდენზე ბასტი ვიხილოთ)

ეს ყველაფერი სუფთა 4-3-3 ს ესადაგება მაგრამ შეილება ცენტრში ბასტი მორგანი შეუწყვილოს ოდნავ მაღლა ერერა, გვერდებზე დეპაი და ვისაც აარჩევს, ფორვარდად რუნი
0
№19
ავტორი: kOsTiA
31 ივლისი 2015 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
სიახლეების დეფიციტია ადმინ ?

სიახლეების დეფიციტია ადმინ ?
0
№20
ავტორი: Mufc7
31 ივლისი 2015 14:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
kOsTiA,
საზაფხულო პერიოდი აისახა ჩვენს საიტზეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top