თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2015, 23:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3370,
კომენტარები: 11
დე ხეა მზად არის, ერთ-ერთი ახალწვეული კი - არა
ლუი ვან გაალმა მატჩის წინა პრეს-კონფერენცია გამართა.
დე ხეა მზად არის, ერთ-ერთი ახალწვეული კი - არა
ხვალ თბილისის დროით 12 საათზე, წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ, კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ "წითლების" ბოსმა პრეს-კონფერენცია გამართა, თუმცა იგი მარტო არ ყოფილა და მასთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უეინ რუნიმაც უპასუხა:

უეინ რუნი: "პირადი მიზნები არ მაქვს, მინდა გუნდთან ერთად სეზონისთვის კარგად მოვემზადო, არასდროს დამიყენებია პირადი მიღწევები გუნდზე წინ, მხოლოდ ის მინდა, ჩემს მეგობრებს დავეხმარო.

ვფიქრობ, მთავარი თავდასხმელი ის პოზიციაა, რომლიდანაც უამრავი გოლის გატანა შემიძლია. მზად ვარ, ეს მანტია მოვისხა, რასაც ცენტრ-ფორვარდობა ჰქვია და "იუნაიტედისთვის" იმდენი გავიტანო, რამდენიც მას დასჭირდება.

ვცდილობ, ახალწვეულებს დავეხმარო, რათა გუნდს მალევე შეეწყონ, თუმცა სამივე მათგანი ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშეა, ამიტომ არ მგონია, რომ მათ ეს პროცესი გაუძნელდებათ. მე მათ გუნდის ისტორიას მოვუთხრობ და ვცდილობ დავანახო, თუ რამდენად დიდი კლუბია "იუნაიტედი".


ვან გაალი: "ლუის ენრიკე ჩემი შეგირდი იყო, ის ყოველთვის თამაშობდა, როდესაც "ბარსას" ვწვრთნიდი და ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯებოდა. იგი ძალიან ჰგავს რუნის, მას ბევრი გოლი გაჰქონდა და თამაშობდა 10-იანის პოზიციაზე. პიროვნულად ძალიან მომწონს იგი.

როდესაც მოთამაშე ტრავმირებულია, არ აქვს მნიშვნელობა ეს სეზონი იქნება თუ ტურნე, უნდა მოვიცადოთ და დავაკვირდეთ. ვალენსიასა და დე ხეას დასვენების საშუალება მივეცი, რათა მცირე დაზიანებები მოეშუშებინათ, ახლა ისინი მწყობრში არიან. დე ხეა დიდი ალბათობით ითამაშებს, რადგან იგი მზად არის. გვაქვს ცუდი ამბავიც, ვერ დაგვეხმარება შვაინშტაიგერი, რადგან მას მცირე ტრავმა აწუხებს, არ მინდა გავრისკო, რადგან სეზონი სულ მალე იწყება. ვფიქრობ, სასტარტო შემადგენლობაში ისინი მოხვდებიან, ვინც პირველ ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს. არ ვაპირებ შესვენებაზე ყველა შევცვალო, ძირითადი შემადგენლობა 60 წუთს ითამაშებს.

ანხელი, როხო და ჩიჩარიტო ხვალ შემოგვიერთდებიან, მე მათ ვესაუბრე და ყველაფერი წესრიგშია. ანხელს ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ფორმის აღდგენა მოუწევს, შესაძლოა, მან "პსჟ"-სთან ვერ ითამაშოს."
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Go Home LVG
24 ივლისი 2015 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ხვალ გამოჩნდება მართლა რამე თუ ისწავლა წინა ორ თამაშში ამან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის ედ ვუდვორდია საჭირო
№2
ავტორი: Mike
24 ივლისი 2015 23:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
დიმკა არ გაუშვაა რაა 3d_6
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
25 ივლისი 2015 00:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ვალენსიამ სულ ნუ ითამაშოს რა პრობლემაა. იმედია დე ხეა იდგება და კარგ მატჩს ჩავატარებთ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 ივლისი 2015 00:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი გოლებს კი გვპირდება მარა ჯერ არ აკეთებს არაფერს ისეთს რო ეგ სიტყვები გაამართლოს

ამის გოლები ორმაგად მიხარია ხოლმე. ბოლო დროს მოგვანატრა ეგ ამბები

რონალდუზე ყოველ წელს იწერება მარა თუ მოხდა და დაბრუნდა მაგაზე მაგარ გამტანს ვერავის მოიყვანენ
0
№5
ავტორი: SAF
25 ივლისი 2015 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
notbad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: Rooney
25 ივლისი 2015 01:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
დიდი ალბათობით დე ხეა აღარ წავა და მომავალ წელს (შესაძლოა მანამდეც) კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს , წასვლა რომ სდომოდა აქამდე წავიდოდა : )
0
№7
ავტორი: dachi_mu
25 ივლისი 2015 05:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
General,
Runim ese icis dzmao pormis agdgenas cota didxans andomebs xolme..mtavaria ar daitramvos da magra gaitans damijere..sjarshan kargad gahqonda miuxedavad imisa xan sad iyo da xan sad

General,
Runim ese icis dzmao pormis agdgenas cota didxans andomebs xolme..mtavaria ar daitramvos da magra gaitans damijere..sjarshan kargad gahqonda miuxedavad imisa xan sad iyo da xan sad
0
№8
ავტორი: red devil
25 ივლისი 2015 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეჰ მომენატრა ძველი რუნი ეხლა პოზიციების შეცვლებმა ცოტა არია
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ივლისი 2015 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შვაინშტაიგერი ჯერ არ მოსულა და უკვე დაიტრამვა areyoukiddingme
0
№10
ავტორი: Count Alucard
25 ივლისი 2015 15:24
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ეხლა დაიწყებენ ანხელი პსჟ-სთან არ იყო რადგან ამ დროს აგენტთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდაო და ამდაგვარ ჭორებს კიდე... areyoukiddingme იმედია მოვუგებთ ბარსას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top