თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2015, 23:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3371,
კომენტარები: 11
დე ხეა მზად არის, ერთ-ერთი ახალწვეული კი - არა
ლუი ვან გაალმა მატჩის წინა პრეს-კონფერენცია გამართა.
დე ხეა მზად არის, ერთ-ერთი ახალწვეული კი - არა
ხვალ თბილისის დროით 12 საათზე, წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ, კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ "წითლების" ბოსმა პრეს-კონფერენცია გამართა, თუმცა იგი მარტო არ ყოფილა და მასთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უეინ რუნიმაც უპასუხა:

უეინ რუნი: "პირადი მიზნები არ მაქვს, მინდა გუნდთან ერთად სეზონისთვის კარგად მოვემზადო, არასდროს დამიყენებია პირადი მიღწევები გუნდზე წინ, მხოლოდ ის მინდა, ჩემს მეგობრებს დავეხმარო.

ვფიქრობ, მთავარი თავდასხმელი ის პოზიციაა, რომლიდანაც უამრავი გოლის გატანა შემიძლია. მზად ვარ, ეს მანტია მოვისხა, რასაც ცენტრ-ფორვარდობა ჰქვია და "იუნაიტედისთვის" იმდენი გავიტანო, რამდენიც მას დასჭირდება.

ვცდილობ, ახალწვეულებს დავეხმარო, რათა გუნდს მალევე შეეწყონ, თუმცა სამივე მათგანი ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშეა, ამიტომ არ მგონია, რომ მათ ეს პროცესი გაუძნელდებათ. მე მათ გუნდის ისტორიას მოვუთხრობ და ვცდილობ დავანახო, თუ რამდენად დიდი კლუბია "იუნაიტედი".


ვან გაალი: "ლუის ენრიკე ჩემი შეგირდი იყო, ის ყოველთვის თამაშობდა, როდესაც "ბარსას" ვწვრთნიდი და ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯებოდა. იგი ძალიან ჰგავს რუნის, მას ბევრი გოლი გაჰქონდა და თამაშობდა 10-იანის პოზიციაზე. პიროვნულად ძალიან მომწონს იგი.

როდესაც მოთამაშე ტრავმირებულია, არ აქვს მნიშვნელობა ეს სეზონი იქნება თუ ტურნე, უნდა მოვიცადოთ და დავაკვირდეთ. ვალენსიასა და დე ხეას დასვენების საშუალება მივეცი, რათა მცირე დაზიანებები მოეშუშებინათ, ახლა ისინი მწყობრში არიან. დე ხეა დიდი ალბათობით ითამაშებს, რადგან იგი მზად არის. გვაქვს ცუდი ამბავიც, ვერ დაგვეხმარება შვაინშტაიგერი, რადგან მას მცირე ტრავმა აწუხებს, არ მინდა გავრისკო, რადგან სეზონი სულ მალე იწყება. ვფიქრობ, სასტარტო შემადგენლობაში ისინი მოხვდებიან, ვინც პირველ ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს. არ ვაპირებ შესვენებაზე ყველა შევცვალო, ძირითადი შემადგენლობა 60 წუთს ითამაშებს.

ანხელი, როხო და ჩიჩარიტო ხვალ შემოგვიერთდებიან, მე მათ ვესაუბრე და ყველაფერი წესრიგშია. ანხელს ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ფორმის აღდგენა მოუწევს, შესაძლოა, მან "პსჟ"-სთან ვერ ითამაშოს."
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
25 ივლისი 2015 15:31
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Principis sakitxia unda mougot!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top