დღევანდელ დღეს სპორტში, კონკრეტულად კი ფეხბურთში, კლუბების ისტორია მის სიდიადეში დიდ ადგილს იჩენს. ზოგიერთები ამაყობენ იმით, რომ მათ საყვარელ გუნდში თამაშობდნენ ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებსაც მათი საყვარელი გუნდისთვის ჩემპიონობა მოჰქონდათ. ზოგიერთი კი ამჟამინდელი წარმატებითა და მათი მოპოვებული ტიტულებით ამაყობს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ-ერთ იმ უმცირეს რიცხვთა გუნდში შედის, რომელსაც შეუძლია, იამაყოს ზემოთ აღნიშნული ორივე კატეგორიით. გულშემატკივრებს გაუგიათ, თუ ვინ იყვნენ მათი გუნდისთვის ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი, რომლებმაც თავიანთ მხრივ, კვალი დატოვეს გუნდში და მოაგებინეს ჩემპიონთა ლიგიდან დაწყებული, ინგლისის სუპერთასით დამთავრებული ყველაფერი. ამიტომ ითვლება „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გუნდად. გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან იგონებენ თავიანთი საყვარელი გუნდის სხვადასხვა შემოკლებულ სახელწოდებას . ერთ-ერთი ასეთი ტერმინია „მანიუ“, რომელსაც იყენებენ არა მარტო სამეგობრო წრეში, არამედ ტელევიზიებსა და პრესაშიც.
სამწუხაროდ, ვინც კი იყენებს ამ ტერმინს, უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რის შემდეგ დაარქვეს ეს შემოკლებული სახელი „მანჩესტერ იუნაიტედს“. ტერმინი, რომელიც ასეთი ცნობილია მთელ მსოფლიოში, გამოიგონეს იმ ტრაგიკული ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ჩვენს საყვარელ გუნდს გადახდა თავს. იმედია, ამ ტრაგედიის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცით.
მე მხოლოდ იმის დამატება მსურს, რომ ეს ტრაგედია არა მხოლოდ მათ ეხებოდა, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა და საყვარელი გუნდის ფეხბურთელი, არამედ ეს იყო მთელი ინგლისის ტრაგედია- მათ დაკარგეს იმ დროისთვის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები.
ეს ტრაგედია, როგორც გამოჩნდა, სხვა გუნდის გულშემატკივრებისთვის შემაძრწუნებელი სულაც არ აღმოჩნდა, დაიწყეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცინვა და ამაზრზენი „ჩანტების“ გამოგონება. მათ შორის, გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტად თავს იჩენდნენ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ გულშემატკივრები. მათ მიუძღვნეს ძალიან ამაზრზენი და უხამსი „ჩანტი“ გადარჩენილ დანკან ედვარდსს. მე ორიგინალურ ვარიანტს დაგიტოვებთ ამ "ჩანტის", რომ თქვენთვის უფრო მისახვედრი იყოს.
Duncan Edwards is manure, rotting in his grave, man you (man u) are manure rotting in your grave
თქვენ, ალბათ, იცით, რომ სიტყვა YOU (შენ) შეიძლება შემოკლებული იქნეს ერთ ასომდე - U, ამ სიტყვაშეთანხმებით man you (ამ შემთვევაში- ედვარდ, შენ) ასევე შესაძლებელია, შეცვლილ იქნეს შემოკლებულ ვარიანტში Man U. სიტყვა manure (ნეხვი) ასევე შესაბამება ამ წინადადებას. ხუმარები შეეცადნენ, ეს „ჩანტი“ გადმოეტანათ სიმღერაში, მათ გამოუვიდათ მზაკვრული და საწყენი გამოთქმა. ასევე გუნდის ერთ-ერთი მტერი გუნდების- „ლიდსი იუნაიტედისა“ და „ლივერპულისგანაც“ არ დარჩენილა ეს უყურადღებოდ და მათაც ,თავის მხრივ, მოიგონეს შეძახილები.
ეს კი მათი მოგონებული
Man U Man U went on a plane. Man U Man U never came back again
აქ ასევეე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მზაკრულობა და გადაითარგმნოს წინადადება სხვადასხვანაირად. Man U Never Intended Coming Home (თუ შევაერთებთ სიტყვების პირველ ასოებს, მაშინ მივიღებთ სიტყვა Munich-ს (სადაც ტრაგედია გადახდა თავს)). სიმდაბლეა, რა თქმა უნდა.
ნებისმიერ კლუბს აქვს თავისი სასაცილო, სულელური, საწყენი და დასამახსოვრებელი მეტსახელი. დღევანდელ დღეს, „მანჩესტერ იუანიტედის“ გულშემატკივრის უმეტესობა არც კი უფიქრდება, თუ რას ნიშნავს ეს მეტსახელი. მე ვფიქრობ, რომ დროა, ეს მეტსახელი ამოვაგდოთ ჩვენი ლექსიკონებიდან (მანიუ) და მივაგოთ პატივი იმ 23 გარდაცვლილს, რომელბიც ჩვენი საყვარელი გუნდისთვის იბრძოდნენ.