თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2015, 15:40
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 3269,
კომენტარები: 17
ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და არა - "მანიუ"
რატომ უნდა შეწყდეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ „მანიუთი“ ჩანაცვლება
ეს
დღევანდელ დღეს სპორტში, კონკრეტულად კი ფეხბურთში, კლუბების ისტორია მის სიდიადეში დიდ ადგილს იჩენს. ზოგიერთები ამაყობენ იმით, რომ მათ საყვარელ გუნდში თამაშობდნენ ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებსაც მათი საყვარელი გუნდისთვის ჩემპიონობა მოჰქონდათ. ზოგიერთი კი ამჟამინდელი წარმატებითა და მათი მოპოვებული ტიტულებით ამაყობს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ-ერთ იმ უმცირეს რიცხვთა გუნდში შედის, რომელსაც შეუძლია, იამაყოს ზემოთ აღნიშნული ორივე კატეგორიით. გულშემატკივრებს გაუგიათ, თუ ვინ იყვნენ მათი გუნდისთვის ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი, რომლებმაც თავიანთ მხრივ, კვალი დატოვეს გუნდში და მოაგებინეს ჩემპიონთა ლიგიდან დაწყებული, ინგლისის სუპერთასით დამთავრებული ყველაფერი. ამიტომ ითვლება „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გუნდად. გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან იგონებენ თავიანთი საყვარელი გუნდის სხვადასხვა შემოკლებულ სახელწოდებას . ერთ-ერთი ასეთი ტერმინია „მანიუ“, რომელსაც იყენებენ არა მარტო სამეგობრო წრეში, არამედ ტელევიზიებსა და პრესაშიც.

სამწუხაროდ, ვინც კი იყენებს ამ ტერმინს, უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რის შემდეგ დაარქვეს ეს შემოკლებული სახელი „მანჩესტერ იუნაიტედს“. ტერმინი, რომელიც ასეთი ცნობილია მთელ მსოფლიოში, გამოიგონეს იმ ტრაგიკული ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ჩვენს საყვარელ გუნდს გადახდა თავს. იმედია, ამ ტრაგედიის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცით.

მე მხოლოდ იმის დამატება მსურს, რომ ეს ტრაგედია არა მხოლოდ მათ ეხებოდა, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა და საყვარელი გუნდის ფეხბურთელი, არამედ ეს იყო მთელი ინგლისის ტრაგედია- მათ დაკარგეს იმ დროისთვის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები.

ეს ტრაგედია, როგორც გამოჩნდა, სხვა გუნდის გულშემატკივრებისთვის შემაძრწუნებელი სულაც არ აღმოჩნდა, დაიწყეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცინვა და ამაზრზენი „ჩანტების“ გამოგონება. მათ შორის, გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტად თავს იჩენდნენ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ გულშემატკივრები. მათ მიუძღვნეს ძალიან ამაზრზენი და უხამსი „ჩანტი“ გადარჩენილ დანკან ედვარდსს. მე ორიგინალურ ვარიანტს დაგიტოვებთ ამ "ჩანტის", რომ თქვენთვის უფრო მისახვედრი იყოს.

Duncan Edwards is manure, rotting in his grave, man you (man u) are manure rotting in your grave


თქვენ, ალბათ, იცით, რომ სიტყვა YOU (შენ) შეიძლება შემოკლებული იქნეს ერთ ასომდე - U, ამ სიტყვაშეთანხმებით man you (ამ შემთვევაში- ედვარდ, შენ) ასევე შესაძლებელია, შეცვლილ იქნეს შემოკლებულ ვარიანტში Man U. სიტყვა manure (ნეხვი) ასევე შესაბამება ამ წინადადებას. ხუმარები შეეცადნენ, ეს „ჩანტი“ გადმოეტანათ სიმღერაში, მათ გამოუვიდათ მზაკვრული და საწყენი გამოთქმა. ასევე გუნდის ერთ-ერთი მტერი გუნდების- „ლიდსი იუნაიტედისა“ და „ლივერპულისგანაც“ არ დარჩენილა ეს უყურადღებოდ და მათაც ,თავის მხრივ, მოიგონეს შეძახილები.
ეს კი მათი მოგონებული

Man U Man U went on a plane. Man U Man U never came back again


აქ ასევეე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მზაკრულობა და გადაითარგმნოს წინადადება სხვადასხვანაირად. Man U Never Intended Coming Home (თუ შევაერთებთ სიტყვების პირველ ასოებს, მაშინ მივიღებთ სიტყვა Munich-ს (სადაც ტრაგედია გადახდა თავს)). სიმდაბლეა, რა თქმა უნდა.

ნებისმიერ კლუბს აქვს თავისი სასაცილო, სულელური, საწყენი და დასამახსოვრებელი მეტსახელი. დღევანდელ დღეს, „მანჩესტერ იუანიტედის“ გულშემატკივრის უმეტესობა არც კი უფიქრდება, თუ რას ნიშნავს ეს მეტსახელი. მე ვფიქრობ, რომ დროა, ეს მეტსახელი ამოვაგდოთ ჩვენი ლექსიკონებიდან (მანიუ) და მივაგოთ პატივი იმ 23 გარდაცვლილს, რომელბიც ჩვენი საყვარელი გუნდისთვის იბრძოდნენ.
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
24 ივლისი 2015 16:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბიჭებო, ემიუს თამაში როდის აქვს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: kantona-7
24 ივლისი 2015 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მეც მანიუს ვეზახდი რადგან ესყველაფერი აქამდე არვიცოდი ნამდვილად, თუმცა მაინც სისულელეთ მიმაჩნია ესყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: PaLoMo
24 ივლისი 2015 17:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
AkkRed,
Ufro meti siaaxeleebidade raaa.ragacragaceebi ga chite da am saitzec tu daodeba kargi iqnebaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: Malboro463
24 ივლისი 2015 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
თამაში დღეს 12 ზეა თუ ხვალე?
0
№15
ავტორი: Pazu21
24 ივლისი 2015 20:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
ჩემი აზრით, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რას უწოდებს "ვიღაც" ფანი საყვარელ კლუბს, არამედ შენ რა მნიშვნელობით გამოიყენებ კონკრეტულ სიტყვას

მასე შესაძლოა ვინმე man u-ში ხალხის გაერთიანებას გულისხმობს
0
№16
ავტორი: Rosso Diavolo
24 ივლისი 2015 21:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სგ აკს <3 საინტერესო სტატიაა <3
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ივლისი 2015 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა არ ვიცოდი ეს ისტორია და მადლობა აკუნა რო განგვანათლე love wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top