ვინ უნდა შეუწყვილდეს რუნის.
გასული სეზონის დასაწყისში ბევრი ლაპარაკობდა "იუნაიტედის" ფანტასტიკურ თავდასხმის ხაზზე. რადამელ ფალკაოს, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის შესაძლოა, ნებისმირი გუნდის კარი უპრობლემოდ დაელაშქრათ. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი არცთუ ისე კარგი გამოდგა.
ფალკაოსა და რობინის პრობლემებს არ გავიხსენებთ, რადგან ისინი უკვე გუნდში აღარ არიან.
ვისაუბროთ უეინ რუნიზე. კაპიტანმა არცთუ ისე ცუდი სეზონი ჩაატარა- გაიტანა 14 გოლი და გუნდის ბომბარდირი გახდა. ალბათ, ეს შემტევისთვის საუკეთესო შედეგი არ არის, თუმცა მატჩებში ნახევარმცველისა და შემტევის პოზიციების მუდმივ ცვლილებებზე გათვალისწინებით, სურათი ყოვეთვის იცვლება. კლუბში მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის სახით, ორი შესანიშნავი ნახევარმცველის მოსვლით რუნი, ალბათ, "შვებით ამოისუნთქავს" და ფოკუსირებული თავდასხმაზე იქნება.
ვინ უნდა შეუწყვილდეს ინგლისელს? ვინ შეცვლის ტრავმის შემთხვევაში მას? ამ შემთხვევაში დარჩა ახალგაზრდა უილსონი და ჩიჩარიტო, რომლის მომავალი ბურუსით მოცულია. ალბათ, ჰოლანდიელ დეპაის-ერედივიზიის საუკეთესო მოთამაშესა და ბომბარდირს, ჯარიმების უბადლო შემსრულებელს არა მხოლოდ ფლანგზე, არამედ ცენტრ ფორვარდადაც ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა "იუნაიტედს" ერთი ცენტრალური ფორვარდი ძალიან სჭირდება, მემფისი გუნდს გოლების გატანაში და საგოლე გადაცემების გაკეთებაში დაეხმარება.
სურათზე შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე კანდიდატი:
ჰარი კეინი:პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და მეორე ბომბარდირი. ახალგაზრდა ფორვარდისთვის ეს შესანიშნავი შედეგი მის ნიჭიერებასა და პერსპექტიულობაზე მეტყველებს. მისი კანდიდატურა ყველაზე შესაფერისია, თუმცა მისი ტრანსფერი- დიდი ალბათობით შეუძლებელი.
რობერტ ლევანდოვსკი და ედინსონ კავანი: ალბათ, სიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები - ლევანდოვსკი ოპონენტებისთვის საგოლე გადაცემების მომარაგებითა და უბადლო საბრძოლო ხელოვნებით გამოირჩევა, ურუგვაელი კი მოხსნაში საუკეთესოა, მაგრამ საერთო ჯამში, მათი შედეგები თითქმის ერთნაირია და არა ამდენად შთამბეჭდავი. ორივე ძვირადღირებული ფეხბრუთელია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შესაძენად კლუბმა მოლაპარაკებები დაიწყოს.
ალექსანდრ ლაკაზეტი:გასული სეზონის საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი. მან წინა სეზონში 27 გოლის გატანა მოახერხა, "ლიონის" გატანილი გოლების 38%. ის რუნიზე ნაკლებია, თუმცა საბრძოლო ხელოვნებაში და შეტევაში თითქმის თანაბარი. მას საგოლე გადაცემებშიც არცთუისე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი კლუბის, სადაც ნომერ პირველი ფორვარდი იქნება დატოვებას არ აპირებს, ვნახოთ რა მოხდება შემდეგ.
ბას დოსტი:ჩემი აზრით, სწორედ რომ ეს ფეხბურთელია, ვინც სჭირდება "იუნაიტედს" რუნისთან შესაწყვილებლად. დოსტი ადვილად მოერგება პრემიერ ლიგის ძლიერ თამაშს და სათამაშო პრატიკის ნაკლებობის დროსაც უკმაყოფილო არ დარჩება. 38 ჩატარებულ მატჩში გატანილი 39 გოლით დოსტი ჰოლანდიის ჩემპიონატის 2011/2012 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას შემდეგ ბასს ორი არცთუ ისე საუკეთესო სეზონი ჰქონდა გერმანულ "ვოლფსბურგში", მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა. "მგლები" გერმანიის თასის გამარჯვებულები გახდნენ, ბუნდესლიგა მეორე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც დაეუფლნენ. მან კევინ დე ბრუინესა და ანდრე შურლესთან ერთად ძალიან ეფექტური ტრიო შექმნა. არ არსებობს თამაში, სადაც იგი საკუთარი საუკეთესო მხარის ჩვენებას ვერ ახერხებს. "იუნაიტედის" ახლანდელი ნახევარდაცვა ისეთი კრეატიულია, რომ ყველა ფორვარდი ასეთ პარტნიორებზე ოცნებობს.
ბასი მაღალი, სწრაფი და ტექნიკურია, რომელიც უბადლოა მეორე სართულზე ბრძოლაშიც და არა მხოლოდ გამარჯვებული რჩება, არამედ თავით პარტნიორებს ზუსტი პასებით ამარაგებს. მისი შეძენა "იუნაიტედს" ძვირი არ დაუჯდება და დოსტის გადმოყვანაც შედარებით მარტივად განსახორციელებელია.