თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2015, 12:45
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3615,
კომენტარები: 15
რომელი შემტევი სჭირდება "იუნაიტედს"?
ვინ უნდა შეუწყვილდეს რუნის.
რომელი შემტევი სჭირდება
გასული სეზონის დასაწყისში ბევრი ლაპარაკობდა "იუნაიტედის" ფანტასტიკურ თავდასხმის ხაზზე. რადამელ ფალკაოს, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის შესაძლოა, ნებისმირი გუნდის კარი უპრობლემოდ დაელაშქრათ. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი არცთუ ისე კარგი გამოდგა.

ფალკაოსა და რობინის პრობლემებს არ გავიხსენებთ, რადგან ისინი უკვე გუნდში აღარ არიან.

ვისაუბროთ უეინ რუნიზე. კაპიტანმა არცთუ ისე ცუდი სეზონი ჩაატარა- გაიტანა 14 გოლი და გუნდის ბომბარდირი გახდა. ალბათ, ეს შემტევისთვის საუკეთესო შედეგი არ არის, თუმცა მატჩებში ნახევარმცველისა და შემტევის პოზიციების მუდმივ ცვლილებებზე გათვალისწინებით, სურათი ყოვეთვის იცვლება. კლუბში მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის სახით, ორი შესანიშნავი ნახევარმცველის მოსვლით რუნი, ალბათ, "შვებით ამოისუნთქავს" და ფოკუსირებული თავდასხმაზე იქნება.

ვინ უნდა შეუწყვილდეს ინგლისელს? ვინ შეცვლის ტრავმის შემთხვევაში მას? ამ შემთხვევაში დარჩა ახალგაზრდა უილსონი და ჩიჩარიტო, რომლის მომავალი ბურუსით მოცულია. ალბათ, ჰოლანდიელ დეპაის-ერედივიზიის საუკეთესო მოთამაშესა და ბომბარდირს, ჯარიმების უბადლო შემსრულებელს არა მხოლოდ ფლანგზე, არამედ ცენტრ ფორვარდადაც ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა "იუნაიტედს" ერთი ცენტრალური ფორვარდი ძალიან სჭირდება, მემფისი გუნდს გოლების გატანაში და საგოლე გადაცემების გაკეთებაში დაეხმარება.

სურათზე შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე კანდიდატი:

რომელი შემტევი სჭირდება "იუნაიტედს"?


რომელი შემტევი სჭირდება "იუნაიტედს"?


ჰარი კეინი:

პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და მეორე ბომბარდირი. ახალგაზრდა ფორვარდისთვის ეს შესანიშნავი შედეგი მის ნიჭიერებასა და პერსპექტიულობაზე მეტყველებს. მისი კანდიდატურა ყველაზე შესაფერისია, თუმცა მისი ტრანსფერი- დიდი ალბათობით შეუძლებელი.

რომელი შემტევი სჭირდება "იუნაიტედს"?


რობერტ ლევანდოვსკი და ედინსონ კავანი:

ალბათ, სიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები - ლევანდოვსკი ოპონენტებისთვის საგოლე გადაცემების მომარაგებითა და უბადლო საბრძოლო ხელოვნებით გამოირჩევა, ურუგვაელი კი მოხსნაში საუკეთესოა, მაგრამ საერთო ჯამში, მათი შედეგები თითქმის ერთნაირია და არა ამდენად შთამბეჭდავი. ორივე ძვირადღირებული ფეხბრუთელია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შესაძენად კლუბმა მოლაპარაკებები დაიწყოს.

რომელი შემტევი სჭირდება "იუნაიტედს"?


ალექსანდრ ლაკაზეტი:

გასული სეზონის საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი. მან წინა სეზონში 27 გოლის გატანა მოახერხა, "ლიონის" გატანილი გოლების 38%. ის რუნიზე ნაკლებია, თუმცა საბრძოლო ხელოვნებაში და შეტევაში თითქმის თანაბარი. მას საგოლე გადაცემებშიც არცთუისე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი კლუბის, სადაც ნომერ პირველი ფორვარდი იქნება დატოვებას არ აპირებს, ვნახოთ რა მოხდება შემდეგ.

რომელი შემტევი სჭირდება "იუნაიტედს"?


ბას დოსტი:

ჩემი აზრით, სწორედ რომ ეს ფეხბურთელია, ვინც სჭირდება "იუნაიტედს" რუნისთან შესაწყვილებლად. დოსტი ადვილად მოერგება პრემიერ ლიგის ძლიერ თამაშს და სათამაშო პრატიკის ნაკლებობის დროსაც უკმაყოფილო არ დარჩება. 38 ჩატარებულ მატჩში გატანილი 39 გოლით დოსტი ჰოლანდიის ჩემპიონატის 2011/2012 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას შემდეგ ბასს ორი არცთუ ისე საუკეთესო სეზონი ჰქონდა გერმანულ "ვოლფსბურგში", მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა. "მგლები" გერმანიის თასის გამარჯვებულები გახდნენ, ბუნდესლიგა მეორე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც დაეუფლნენ. მან კევინ დე ბრუინესა და ანდრე შურლესთან ერთად ძალიან ეფექტური ტრიო შექმნა. არ არსებობს თამაში, სადაც იგი საკუთარი საუკეთესო მხარის ჩვენებას ვერ ახერხებს. "იუნაიტედის" ახლანდელი ნახევარდაცვა ისეთი კრეატიულია, რომ ყველა ფორვარდი ასეთ პარტნიორებზე ოცნებობს.

ბასი მაღალი, სწრაფი და ტექნიკურია, რომელიც უბადლოა მეორე სართულზე ბრძოლაშიც და არა მხოლოდ გამარჯვებული რჩება, არამედ თავით პარტნიორებს ზუსტი პასებით ამარაგებს. მისი შეძენა "იუნაიტედს" ძვირი არ დაუჯდება და დოსტის გადმოყვანაც შედარებით მარტივად განსახორციელებელია.


ჰარი კეინი
რობერტ ლევანდოვსკი
ედინსონ კავანი
ალექსანდრ ლაკაზეტი
ბას დოსტი

სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
19 ივლისი 2015 14:28
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ნუ ამ ხუთიდან იასნია ლევანდოვსკია. მაგარი კლასნია მაგრად მევასება, მაგრამ ზედმეტად არარეალურია ჩემი აზრით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: Malboro463
19 ივლისი 2015 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ყველაზე კარგი კავანია. რა დოსტი გავარტყი მაგის ტექნიკას და ბრძოლისუნარიანობას დარჩეს სადაც არის ვოლფსბურგი მის დონეს შეფერება
0
№13
ავტორი: Manchester_M
19 ივლისი 2015 16:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი ამათი დედაც მოვდღან აქ ვინცაა ჩამოთვლილი ჰუნტელაარი ან ტორესი მოიყვანონ ძვირიც არ დაუჯდებათ და რეალურიც იქნება. იანგი აათამაშა ლუიმ და ტორესს ვერ მოუხერხებს რამეს ?
1
№14
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 ივლისი 2015 17:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დოსტი კარგი ვარიანტია. იუნაიტედმა 1 გამოკვეთილი ფორვარდით უნდა ითამაშოს, და არა ორით.. თუ 2 თავდამსხმელი დადგება, მაშინ ნახევარდაცვაში აირვა ყველაფერი. 4-5-1 უნდა ითამაშოს ეშმაკებმა და რუნის შემცვლელი დოსტი უნდა იყოს.
0
№15
ავტორი: kantona-7
19 ივლისი 2015 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მეზარება ეხლა ბევრი ახსნის წერა თურატომ არმინდა და არმოვლენ სხვა ფორვარდები... ამიტომ ყველას კეინი მირჩევნია და ლაკაზეტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top