"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა, ლუი მაკარიმ და ბრაიან რობსონმა, კომენტარი გააკეთეს კლუბის ახალწვეულებზე.
მაკარი, რომელიც ამჟამად კლუბის ტელეარხზე ექსპერტად მუშაობს და გუნდთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა გამოტყდა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მემფის დეპაის შესანიშნავი ფიზიკური ფორმა.
"მემფისმა მე ნამდვილად გამაოცა" - განაცხადა მაკარიმ. "ის ტანკს ჰგავს! საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ. ვფიქრობდი, რომ ჩვენთან მოვიდოდა ახალგზრდა, სუსტი ბიჭი, თუმცა რეალურად მოვიდა ნავარჯიშები მოთამაშე, ძალიან ძლიერი ფეხებით."
"ახალწვეულები კლუბში ძლიერ იმპულსს შემოიტანენ, რადგან ახლა ადგილისთვის რეალური ბრძოლა იქნება. გასულ სეზონში, როდესაც მატჩებს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ძალიან სუსტი სათადარიგო გვყავდა. თუმცა ახლა განსხვავებული სიტუაციაა, ვფიქრობ, უკვე "პრემიერ ლიგაში" საუკეთესო სკამი გვეყოლება, განსაკუთრებით- ნახევარდაცვის პოზიციაზე."
ბრაიან რობსონი კი თვლის, რომ ამ ტრანსფერებთან ერთად, რომელიც ვან გაალმა განახორციელა, საჭიროა გამტანი ფორვარდის მოყვანა.
"ვფიქრობ, რომ დაცვაში არც ისე ცუდი სიტუაცია გვექნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეების შეჩერება მოედნის ცენტრშივე იქნება შესაძლებელი. გუნდის სავარაუდო განლაგებას ვუყურებ და ვგრძნობ, რომ მაღალი კლასის ფორვარდი გვჭირდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მსოფლიო დონის თავდამსხმელს დავიმატებთ. დანარჩენ პოზიციებზე გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია."
"რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გასაგები გახდება, რა შეუძლიათ ახლებს და სად აპირებს მწვრთელი მათ გამოყენებას. რა თქმა უნდა, სჭირდებათ დრო, რომ კარგად გაიგონ რა მოითხოვება მათგან. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ადვილად აითვისებენ, რადგან ისინი ტოპ კლასის მოთამაშეები არიან."
"ისინი მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ და საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ მოისუვებს მწვრთნელი მათ გუნდში ჩასმას. არ უნდა დავივიწყოთ სხვებიც, მაგალითად, ანდერ ერერა. მან სეზონის მეორე ნაწილში თავი კარგად წარმოაჩინა და ცენტრალურ ზონაში ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ასევე გვყავს ფელაინი, რომელმაც გასულ წელს დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და შეტევაში უეინ რუნის დახმარება. კარგია, რომ გუნდში ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს."