თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2015, 18:33
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2863,
კომენტარები: 12
მაკარი: "ყველაზე მეტად მემფისმა გამაოცა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა, ლუი მაკარიმ და ბრაიან რობსონმა, კომენტარი გააკეთეს კლუბის ახალწვეულებზე.
მაკარი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა, ლუი მაკარიმ და ბრაიან რობსონმა, კომენტარი გააკეთეს კლუბის ახალწვეულებზე.

მაკარი, რომელიც ამჟამად კლუბის ტელეარხზე ექსპერტად მუშაობს და გუნდთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა გამოტყდა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მემფის დეპაის შესანიშნავი ფიზიკური ფორმა.

"მემფისმა მე ნამდვილად გამაოცა" - განაცხადა მაკარიმ. "ის ტანკს ჰგავს! საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ. ვფიქრობდი, რომ ჩვენთან მოვიდოდა ახალგზრდა, სუსტი ბიჭი, თუმცა რეალურად მოვიდა ნავარჯიშები მოთამაშე, ძალიან ძლიერი ფეხებით."

"ახალწვეულები კლუბში ძლიერ იმპულსს შემოიტანენ, რადგან ახლა ადგილისთვის რეალური ბრძოლა იქნება. გასულ სეზონში, როდესაც მატჩებს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ძალიან სუსტი სათადარიგო გვყავდა. თუმცა ახლა განსხვავებული სიტუაციაა, ვფიქრობ, უკვე "პრემიერ ლიგაში" საუკეთესო სკამი გვეყოლება, განსაკუთრებით- ნახევარდაცვის პოზიციაზე."


ბრაიან რობსონი კი თვლის, რომ ამ ტრანსფერებთან ერთად, რომელიც ვან გაალმა განახორციელა, საჭიროა გამტანი ფორვარდის მოყვანა.

"ვფიქრობ, რომ დაცვაში არც ისე ცუდი სიტუაცია გვექნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეების შეჩერება მოედნის ცენტრშივე იქნება შესაძლებელი. გუნდის სავარაუდო განლაგებას ვუყურებ და ვგრძნობ, რომ მაღალი კლასის ფორვარდი გვჭირდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მსოფლიო დონის თავდამსხმელს დავიმატებთ. დანარჩენ პოზიციებზე გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია."

"რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გასაგები გახდება, რა შეუძლიათ ახლებს და სად აპირებს მწვრთელი მათ გამოყენებას. რა თქმა უნდა, სჭირდებათ დრო, რომ კარგად გაიგონ რა მოითხოვება მათგან. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ადვილად აითვისებენ, რადგან ისინი ტოპ კლასის მოთამაშეები არიან."

"ისინი მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ და საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ მოისუვებს მწვრთნელი მათ გუნდში ჩასმას. არ უნდა დავივიწყოთ სხვებიც, მაგალითად, ანდერ ერერა. მან სეზონის მეორე ნაწილში თავი კარგად წარმოაჩინა და ცენტრალურ ზონაში ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ასევე გვყავს ფელაინი, რომელმაც გასულ წელს დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და შეტევაში უეინ რუნის დახმარება. კარგია, რომ გუნდში ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს."


წყარო: Manutd.ru
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
17 ივლისი 2015 09:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
8 აგვისტო როდის მოვა დამღალა უკვე.
0
№12
ავტორი: Mufc7
18 ივლისი 2015 12:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ უნდა დავივიწყოთ სხვებიც, მაგალითად, ანდერ ერერა. მან სეზონის მეორე ნაწილში თავი კარგად წარმოაჩინა და ცენტრალურ ზონაში ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ერერა ძირითადში მინდა ვიხილო სულ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top