"იუნაიტედის" ტურნეზე ყველა ახალწვეული გამეგზავრება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამერიკის ტურნეზე ოთხივე ახალწვეულის თანხლებით გაემგზავრება.
ლუი ვან გაალმა 26-კაციანი გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელთა რიცხვში მემფის დეპაი, მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნეიდერლინიც მოხვდნენ.
გუნდი აშშ-ში დღეს გაემგზავრა, ხოლო პირველ მატჩს 17 ივლისს "ქლაბ ამერიკას" წინააღმდეგ გამართავს.
მგზავრობას ორი მოთამაშე, ანხელ დი მარია და მარკოს როხო გამოტოვებს, რომლებიც კოპა ამერიკას შემდეგ არდადეგებზე იმყოფებიან.
გამგზავრებული გუნდის სრული შემადგენლობა:
მეკარეები: დავიდ დე ხეა, სემ ჯონსტონი, ანდერს ლინდეგაარდი.
მცველები: ტაილერ ბლეკეტი, მატეო დარმიანი, ჯონი ევანსი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, პედი მაკნეირი, ლუკ შოუ.
ნახევარმცველები: დეილი ბლინდი, მაიკლ კერიკი, მემფის დეპაი, შონ გოსი, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი ადნან იანუზაი, ანდრეას პერეირა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი
თავდამსხმელები: უეინ რუნი, ჯეიმს უილსონი.
წყარო:
manutd.com