თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2015, 18:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2752,
კომენტარები: 22
ტურნეზე წამსვლელთა ახალი განაცხადი
"იუნაიტედის" ტურნეზე ყველა ახალწვეული გამეგზავრება.
ტურნეზე წამსვლელთა ახალი განაცხადი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამერიკის ტურნეზე ოთხივე ახალწვეულის თანხლებით გაემგზავრება.

ლუი ვან გაალმა 26-კაციანი გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელთა რიცხვში მემფის დეპაი, მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნეიდერლინიც მოხვდნენ.

გუნდი აშშ-ში დღეს გაემგზავრა, ხოლო პირველ მატჩს 17 ივლისს "ქლაბ ამერიკას" წინააღმდეგ გამართავს.

მგზავრობას ორი მოთამაშე, ანხელ დი მარია და მარკოს როხო გამოტოვებს, რომლებიც კოპა ამერიკას შემდეგ არდადეგებზე იმყოფებიან.

გამგზავრებული გუნდის სრული შემადგენლობა:

მეკარეები: დავიდ დე ხეა, სემ ჯონსტონი, ანდერს ლინდეგაარდი.

მცველები: ტაილერ ბლეკეტი, მატეო დარმიანი, ჯონი ევანსი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, პედი მაკნეირი, ლუკ შოუ.

ნახევარმცველები: დეილი ბლინდი, მაიკლ კერიკი, მემფის დეპაი, შონ გოსი, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი ადნან იანუზაი, ანდრეას პერეირა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი

თავდამსხმელები: უეინ რუნი, ჯეიმს უილსონი.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
14 ივლისი 2015 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
შოტლანდიაში რო გადავიდა ვარელა იყო? ეგ რატო არ წაიყვანა
0
№22
ავტორი: Manchester_M
14 ივლისი 2015 10:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნახევარმცველებითაა გუნდი გატენილი მაგრამ ვინ გინდა გაუშვა როცა იანგი უეჭველი უნდა დატოვო :D ესპანეთმა ფორვარდის გარეშე მოიგო რაც მოსაგები იყო და იგივეს განმეორება გაგვიჭირდება და ამიტომ ჯობია ვინმეზე იფიქრონ უკვე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top