თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2015, 08:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3758,
კომენტარები: 12
"იუნაიტედმა" შვაინშტაიგერის ტრანსფერი შეათანხმა
ბასტიან შვაინშტაიგერი მალე "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიუნხენის "ბაიერნთან" ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერის პირობები შეათანხმა.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი "იუნაიტედთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" 5.75 მლნ. ფუნტი დაუჯდებათ.

30 წლის ნახევარმცველს თითქმის ერთი წლის განმავლობაში უწინასწარმეტყველებენ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას.

ლუი ვან გაალმა, რომელიც ბასტიანთან ერთად 2009 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა, არ დამალა, რომ ზაფხულს ნახევარმცველის დამატებას აპირებს.

მაიკლ კერიკი ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდის მთავარ ფიგურად იქცა, მაგრამ ინგლისელი ხშირად იღებს ტრავმას, რაც ვან გაალს ახალი დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველის დამატებისკენ უბიძგებს.

ასეთი კანდიდატი შვაინშტაიგერია, რომელსაც "ალიანს არენაზე" მხოლოდ ერთი წელი რჩება მომქედი კონტრაქტის მიხედვით და "ბაიერნში" ბედნიერი არ არის, რადგან "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა არჩევანს ტიაგო ალკანტარასა და ჩაბი ალონსოზე აჩერებს.

აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის მსვლელობისას შვაინშტაიგერი ჩოგბურთელ მეგობარ გოგონასთან, ანა ივანოვიჩთან ერთად ინგლისში იმყოფებოდა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
11 ივლისი 2015 09:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუშინ ღამე 15 მილიონი ფუნტი დაიწერა ახლა 5? ვეღარ გავიგე რა, აბა შნეიდერლენდს რას უზამენ?
0
№2
ავტორი: Wardell
11 ივლისი 2015 10:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ცოტა ვერ ვხვდები ვან გაალის გეგმებს, თუ შნეიდერლინი უნდა მაშინ ჯერ მორგანი უნდა გაეფორმებინა და მერე ბასტიანი, თორემ შნეიდერლინი არ არის დებილი რომ ისეთ გუნდში მივიდეს სადაც მისი კონკურენტი იქნება კერიკი, რომელიც ვიცე-კაპიტანია და შვაინშტაიგერი, რომელიც ერთ-ერთი ცნობადი მოთამაშეა პლანეტაზე. კი ვიღაც მეტყვის, რომ შვაინშტაიგერი და შნეიდერლინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიანო, მაგრამ არამგონია შემტევ ნახევარმცველად დაყენებულმა შვაინშტაიგერმა დიდი შედეგი მოგვიტანოს, ამისთვის გვყავს ოქროს ბიჭი, ანდერ ერერა, რომელსაც 90 წუთი შეუძლია გაუჩერებლად სირბილი და ბასტიანივით ტრავმიანი ნამდვილად არ არის.

ამას პლიუს გერმანელი უკვე რამდენიმე წელია ჯამრთელობას უჩივის და ბოლო 2 სეზონში ჯამში 50 შეხვედრა ჩაატარა, თანაც გერმანიში, სადაც არცთუ მაღალი დატვირთვაა, განსაკუთრებით ბაიერნისთვის. ასე მგონია boxing-day-ს და იმ საახალწლო პერიოდში კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, ისეთები დაემართება. ნუ თუ ვან გაალი მხოლოდ დარჩენილი 2 წლისთვის აშენებს გუნდს კიდე გასაგებია, მაგრამ რა ვქნათ როცა ის წავა, ვინც არ უნდა მოვიდეს იქნება ეს გიგზი თუ კლოპი გუნდში არ დახვდება ჩამშლელი (ბლინდის გარდა :/ ) და კიდევ თავიდან იქნება საჭირო ძიება, თანაც ეს ის პოზიციაა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია და არის მცირე არჩევანი.

არ ვიცი ღმერთმა ქნას ისე მოხდეს რომ ორივე ვიყიდოთ, მაგრამ რაღაც არამგონია ჯერ ბასტიანი გადმოვიდეს და მერე ამის ფონზე მორგანი დათანხმდეს "ეშმაკობას". ეყიდათ იმ 1 კვირის წინ 5 მილიონს რომ მოუჭირეს, მაგრამ ალბათ არც უნდოდა ვან გაალს და შვაინშტაიგერს ელოდებოდა.
0
№3
ავტორი: deqstera
11 ივლისი 2015 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
Wardell
შვაინშტაიგერის ნაირი გამოცდილი ვინ გვყავს?? ცენტრში გვჭირდებოდა ფეხბურთელი ვინც ლიდერის ფუნქციებს იტვირთავდა და სხვები მისგან მაგალითს აიღებდნენ!! სქოულზის მერე კი მასეთი არავინ გვყოლია და ვერც შნეიდერლინი შეძლებდა ამას!!

აი ბლინდი-ერერა კი ამ 2-3 წელში შვაინას გვერდზე უფრო განვითარდებიან ვიდრე კერიკი-შნეიდერლინი გვერდზე მოუმატებდნენ!!!
0
№4
ავტორი: Gukicha
11 ივლისი 2015 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ნეტა სიმართლე იყოს love
0
№5
ავტორი: bziki
11 ივლისი 2015 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ მჯერა და რა ვქნა
0
№6
ავტორი: Mufc7
11 ივლისი 2015 11:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აი, ვინ ვინ და ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩვენი მაისურით,ვერასდროს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Wardell
11 ივლისი 2015 11:12
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
deqstera
ეგ ყველაფერი გასაგებია, ვხვდები და ვიცი რომ ძალიან გამოცდილი და გამოსადეგი ფეხბურთელია, მაგრამ არის ძალიან ბევრი მაგრამ. როდესაც გვჭირდება 33 წლის, ტრავმიანი კერიკის შეცვლა ვყიდულობთ 31 წლის იგივე ტრავმიან შვაინშტაიგერს, რომელსაც გერმანიის იქით არსად უთამაშია? კი შეიძლება არ გაუჭირდეს ადაპტაცია, მაგრამ შენც ხო ხვდები, რომ დიდი ხანი ვერ გაქაჩავს ეგ მაქსიმუმ 2 წელი და მერე რა ვქნათ კერიკიც რო წავა და ეგეც ისევ მე7ზე დავბრუნდეთ?
0
№8
ავტორი: AkkRed
11 ივლისი 2015 11:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სანამ გააოფციალურებენ 30 მილიონი შეატენონ მორგანას და ისიც გადმოიყვანონ და ყველაფერი მოგვარებულია. შვაინას და კერიკის მოსწავლე მორგანა ვაიმე რა გიჟობა იქნება
0
№9
ავტორი: RojoDiablo
11 ივლისი 2015 11:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ეგ ბილდმა დაწერა, მენ-ს ასეთი ინფორმაცი აქვს, რა ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Lee Sharpe
11 ივლისი 2015 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
დავაი ბასტი ფანტასტიი მორგანი და ბასტი მალე გააოფიციალურონ დარმიანი და ერთი კარგი ცენტრ ფორვარდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top