ნანი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელის რანგში ათასობით გულშემატკივრის წინაშე წარადგინეს, რამეთუ პორტუგალიელი თურქულ კლუბს 3.5 მლნ. ფუნტად შეუერთდა.
პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს ათასობით სტამბულელი დახვდა, რათა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თავიანთი საყვარელი გუნდის ახალწვეული ეხილათ, რომელმაც მოედანზე მოირგო მაისური.
"მართლა ძალიან მიხარია ახლა აქ ყოფნა. ამას ისე ვუყურებ, როგორც კარიერაში ახალ შესაძლებლობას. ეს არის თავის გამოჩენის შანსი. მინდა, წარმატებული ვიყო.
გულშემატკივართა ურიცხვი რაოდენობა ვნახე, რომლებიც ჩემს საქომაგოდ მოვიდნენ. მინდა, მათ ჩემი საუკეთესო თამაში ვუჩვენო, ყოველთვის მთელი მონდომებით ვცდილობ", - განაცხადა პორტუგალიელმა ვინგერმა.
ნაკრების რიგებში ნანის 86 შეხვედრა აქვს ჩატარებული და "იუნაიტედის" მაისური მატჩებში თითქმის 150-ჯერ მოირგო, მაგრამ გასული სეზონი ლისაბონის "სპორტინგში" გაატარა იჯარის წესით, შემდეგ კი "იუნაიტედში" დაბრუნების საშუალება აღარ მისცემია.
"ფენერნაჰჩე" არის კლუბი, რომლის შესახებ ბევრი რამ ვიცი. "ფენერი" არის კლუბი, რომელიც მაღალ მიზნებს ისახავს. ნაკრებში ბრუნო ალვეშსა და რაულ მეირელეშთან ერთად ვთამაშობ, ამიტომ აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. იმედი მაქვს, გუნდს მალე მოვერგები".