თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2015, 10:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2747,
კომენტარები: 11
როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში
ლუიშ ნანი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელის რანგში წარადგინეს.
როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში
ნანი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელის რანგში ათასობით გულშემატკივრის წინაშე წარადგინეს, რამეთუ პორტუგალიელი თურქულ კლუბს 3.5 მლნ. ფუნტად შეუერთდა.

პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს ათასობით სტამბულელი დახვდა, რათა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თავიანთი საყვარელი გუნდის ახალწვეული ეხილათ, რომელმაც მოედანზე მოირგო მაისური.

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში


"მართლა ძალიან მიხარია ახლა აქ ყოფნა. ამას ისე ვუყურებ, როგორც კარიერაში ახალ შესაძლებლობას. ეს არის თავის გამოჩენის შანსი. მინდა, წარმატებული ვიყო.

გულშემატკივართა ურიცხვი რაოდენობა ვნახე, რომლებიც ჩემს საქომაგოდ მოვიდნენ. მინდა, მათ ჩემი საუკეთესო თამაში ვუჩვენო, ყოველთვის მთელი მონდომებით ვცდილობ",
- განაცხადა პორტუგალიელმა ვინგერმა.



ნაკრების რიგებში ნანის 86 შეხვედრა აქვს ჩატარებული და "იუნაიტედის" მაისური მატჩებში თითქმის 150-ჯერ მოირგო, მაგრამ გასული სეზონი ლისაბონის "სპორტინგში" გაატარა იჯარის წესით, შემდეგ კი "იუნაიტედში" დაბრუნების საშუალება აღარ მისცემია.

"ფენერნაჰჩე" არის კლუბი, რომლის შესახებ ბევრი რამ ვიცი. "ფენერი" არის კლუბი, რომელიც მაღალ მიზნებს ისახავს. ნაკრებში ბრუნო ალვეშსა და რაულ მეირელეშთან ერთად ვთამაშობ, ამიტომ აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. იმედი მაქვს, გუნდს მალე მოვერგები".

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში

როგორ დახვდნენ ნანის თურქეთში
სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
7 ივლისი 2015 22:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხალხს ჰგონია რონალდუ იყიდეს. იმედი მაქვს, წარმატებით ითამაშებს და რამე ტიტულს მოიგებს, თუნდაც ევროპის ლიგას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top