დავიდ დე ხეას ყოფილი თანაგუნდელი ესპანელით გაკვირვებულია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა გააფრთხილეს, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრები მას არ აპატიებენ, თუ თანაქალაქელ მოწინააღმდეგეებს შეურთდება.
24 წლის კიპერი ამჟამად მადრიდში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ზრდის ადგილობრივ გრანდთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.
დე ხეამ აღნიშნა, რომ მხოლოდ დასვენებისთვის და არდადეგების გასატარებლად ჩავიდა, თუმცა მისდამი ინტერესს "რეალი" იჩენს, რომელიც ფეხბურთელის შეძენაში იშვიათად განიცდის კრახს.
დე ხეა "იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წელს შეუერთდა, სადაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო. ერთი წლით ადრე კი კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, როცა "ათლეტებმა" ევროპის ლიგა მოიგეს.
ტომაშ უიფალუში იმ სეზონში დე ხეას გუნდის ნაწილი იყო და გულშემატკივართა შორის დედაქალაქში გატარებული სამი წლის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა. დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ქომაგს დე ხეას მიმართაც, მაგრამ უიფალუშის მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი უმალ გაქრება, თუკი დავიდი "რეალში" გადავა, რადგან "ატლეტიკოს" ფანები თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ.
"არა, არა, არა, ნამდვილად არ აპატიებენ, თუ "რეალში" გადავა. მისთვის ადვილი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება.
ჩემთვისაც სიურპრიზია, რადგან "ატლეტიკოს" გულშემატკივარია - როცა პატარა იყო, მისი გული "ატლეტიკოს" ეკუთვნოდა".როცა "იუნაიტედში" ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად მივიდა, დე ხეა საწყის ეტაპზე ცუდ თამაშს აჩვენებდა.
ზეწოლა შესაძლოა, უფრო დიდი იყოს "რეალში", სადაც მას ესპანელთა ლეგენდის, იკერ კასილიასის შემცვლელად მოიაზრებენ არა მარტო კლუბში, არამედ ნაკრებშიც, მაგრამ უიფალუშის დავიდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.
"უნდა ვთქვა, რომ დავიდი ჩეხსაც სჯობს და კურტუასაც. მასთან ერთად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და ძალიან კარგად თამაშობდა.
რთული სათქმელია, მაგრამ პეტერ ჩეხი დე ხეასა და კურტუაზე 10 წლით უფროსია. "მანჩესტერ იუნაიტედში" დავიდს დაწყება ცუდად გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ ფორმა აღიდგინა და კვლავ კარგად თამაშობს".dailymail